ბეხნარი
ვიკიპედიიდან
ბეხნარი, ქვედა პალეოლითური (ადრინდელი ლევალუა-მუსტიეს ეპოქის) ნამოსახლარი სოფ. სკინდორის (ჭიათურის რაიონი) ჩრდილოეთით. ძეგლი აღმოჩენილია 1957 წელს (დ. თუშაბრამიშვილი). მიწის ზედაპირზე მოპოვებულია ძირითადად ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. იარაღი ნაკეთებია თურონ-სენონის იარუსის მაღალხარისხოვანი მონაცრისფრო და მოყავისფრო ადგილობრივი კაჟისაგან.
გვხვდება ერთფუძიანი, ორფუძიანი, ე. წ. "კუს ბაკნის" მოყვანილობის ნუკლეუსები, ლევალუას ტიპის ანატკეცები, წვეტანები და ლამელები, მუსტიეური წვეტანები, სხვადასხვა სახი სახოკები, მცირე ზომის ხელცულები, დისკოები, შუბისებური და საჩეხი იარაღი და სხვა; კაჟის მასალა გამოირჩევა მოყვათილო და მოვარდისფერო სქელი პატინით.