ბექჰემი, დევიდ
ვიკიპედიიდან
დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი (ინგ. David Robert Joseph Beckham) (* 2 მაისი 1975, ლეიტონსტოუნი (ლონდონი), დიდი ბრიტანეთი) - ინგლისელი სპორტსმენი, რომელიც რეალ მადრიდში თამაშობს. 2000-2006 (2 ივლისამდე) წლებში ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო. 2005 წლის დეკემბრისთვის ბეკჰემი ერთ-ერთი იყო სულ ოთხი ფეხბურთელიდან, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში 100-ჯერ ითამაშა. ის ასევე ერთადერთი ინგლისელია, რომელსაც გოლი აქვს გატანილი სამ სხვადასხა მსოფლიო ჩემპიონატში.
ბეკჰემის პოპულარობა საფეხბურთო მოედანს სცილდება; მისი სახელი ასევე უკავშირდება მულტიეროვნული კომპანიების კოკა-კოლასა და აი-ბი-ემის სარეკლამო სახეს. ბეკჰემის კარიერა დაიწყო მანჩესტერ იუნაიტედში პროფესიონალური კონტრაქტის მოწერიდან, სადაც პირველად ჩნდება გუნდში 1992 წელს 17 წლის ასაკში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ კლუბის 1999 წლის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაში. 2003 წელს რეალ მადრიდში გადადის. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ინგლისის გავარდნის შემდეგ 31 წლის ასაკში ინგლისის გუნდის კაპიტნობას თავს ანებებს.