ბესტაევა, ზინაიდა
ვიკიპედიიდან
ზინაიდა ბესტაევა (დ. 1967, ცხინვალი) - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში 2004 წლის დეკემბრიდან.
[რედაქტირება] განათლება
- 1984 - დაამთავრა ცხინვალის მე-7 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა მსუბუქი მრაწველობის საბუღალტრო კურსებზე.
- 1985 - ჩაირიცხა ქ. რიაზანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
[რედაქტირება] შრომითი საქმიანობა
- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო დაბა ბაკურიანში მდებარე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტურბაზაში საქმისმწარმოებლად.
- 1991 - დატოვა საქართველოს ტერიტორია და დასახლდა ჩრდილოეთ ოსეთში.
- 1996 - მუშაობა დაიწყო ლტოლვილთა საქმეების გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოსთან არსებულ საბავშვო ფონდის ჩრდილოეთ ოსეთის განყოფილებაში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე.
- 2001 – 2004 - მუშაობდა საემიგრაციო სამსახურში.
- 2004, აგვისტო – დეკემბერი - რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
- 2004, 17 დეკემბერი - დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში.