Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions ბეროუზი, უილიამ სიუარდ - ვიკიპედია

ბეროუზი, უილიამ სიუარდ

ვიკიპედიიდან

უილიამ სიუარდ ბეროუზი
გაზარდეთ
უილიამ სიუარდ ბეროუზი

უილიამ სიუარდ ბეროუზი (ინგლ. William Seward Burroughs, 1914-1997) – ამერიკელი მწერალი–ბიტნიკი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

უილიამ ს. ბეროუზი დაიბადა 1914 წლის 5 თებერვალს, ქალაქ სენტ-ლუისში, მისურის შტატში, მეწარმეთა ოჯახში. მისი ბაბუა იყო დღემდე ცნობილი კომპიუტერული ფირმის, Burroughs-ის დამაარსებელი. 1932 წლიდან 1936 წლამდე ბეროუზი სწავლობდა ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე ჰარვარდის უნივერსიტეტში. სწავლის დამთავრების შემდეგ იგი ევროპაში მოგზაურობს. 1937 წელს აღმოჩნდება ვენაში, სადაც გადაწყვეტს, რომ შეისწავლოს მედიცინა. ავსტრიაში ფიქტიურად ქორწინდება ებრაელ ილზე კლაპერთან, რითიც იხსნის მას ნაცისტებისაგან. ამერიკაში დაბრუნებული ბეროუზი გარკვეული დროის მანძილზე სწავლობს ანთროპოლოგიას ჰარვარდის ასპირანტურაში. 1941 წელს მას იძახებენ არმიაში, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებენ (რისი მიზეზიც ზუსტად ცნობილი არ არის).

1943 წლის დასასრულს ნიუ-იორკში ბეროუზი გაიცნობს მომავალში ცნობილ მწერალ-ბიტნიკებს ჯეკ კერუაკსა და ალენ გიზენბერგს. კერუაკს მალევე დაუპირისპირდება შეხედულებების გამო, გიზენბერგთან კი მთელი ცხოვრების განმავლობაში იმეგობრებს.

1944 წელს ბეროუზი ხვდება ახალგაზრდა სტუდენტს, ჯოან ვოლმერს. წყვილი მალევე იწყებს თანაცხოვრებას. ორმოციან წლებს ეკუთვნის მწერლის პირველი ლიტერატურული მცდელობანი. დაახლოებით ამ პერიოდში ბეროუზი იწყებს ნარკოტიკების მიღებას. მალევე ეჩვევა მორფს, მისი ცოლი კი – ბენზედრინს. 1947 წელს ჯოანი აჩენს ვაჟს – უილიამ ს. ბეროუზ უმცროსს. კანონთან პრობლემების გამო ოჯახი იძულებულია ხშირად შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, სანამ ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში მექსიკაში არ აღმოჩნდება.

1951 წლის 6 სექტემბერს მექსკაში "ვილჰელმ ტელის" როლის შესრულებისას მთვრალი ბეროუზი პისტოლეტიდან შემთხვევითი გასროლით სასიკვდილოდ ჭრის ცოლს. ბეროუზის თქმით, ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ განაპირობა მისი, როგორც მწერლის, ჩამოყალიბება.

[რედაქტირება] კარიერის დასაწყისი

ცოლის სიკვდილის შემდეგ ბეროუზი გაემართება სამხრეთ ამერიკაში სამოგზაუროდ. მას სურს იპოვოს ჰალუცინოგენი იახე, რომელიც ადგილობრივი შამანების მიერ გამოიყენება. გზაში მიღებულ შთაბეჭდილებებს აღწერს გინზბერგისადმი წერილებში. მოგვიანებით ეს წერილები გამოიცემა ცალკე წიგნის სახით. დაახლოებით ამავე პერიოდში იქმნება მისი პირველი რომანები: "ჯანკი" და "პიდერი". პირველში აღწერილია მიდრეკილება ჰეროინისადმი. რომანი 1953 წელს იბეჭდება ნიუ-იორკის ერთ პატარა გამომცემლობაში. მეორე წიგნის თემა ჰომოსექსუალიზმია, რის გამოც მისი გამოცემა შეუძლებელი ხდება და მხოლოდ 1985 წელს იბეჭდება.

[რედაქტირება] "შიშველი საუზმე"

სამხრეთ ამერიკის დატოვების შემდეგ ბეროუზი ტანჟერისკენ გაემართა, ქალაქისაკენ, რომელიც ჩრდილოეთ მოროკოშია განლაგებული და ომის შემდგომ ჰომოსექსუალისტებისა და ნარკომანების თავშესაფრად იქცა. ტანჟერი 50-იან წლებში ცნობილია მეძავობითა და ნარკოტიკებით. აქ ბეროუზი იწყებს ახალ რომანზე – "შიშველი საუზმე" – მუშაობას. მოგვიანებით ეს რომანი იქცევა მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად. წიგნი იწერება "მოზაიკური" მეთოდით, რომელიც მოგვიანებით ტრანსფორმირდება "ნაფლეთების მეთოდში" (cut-up technique). ბეროუზი ქმნის რომანს საკუთარი დოკუმენტური ჩანაწერებისაგან ჰეროინზე დამოკიდებულების, ჰომოსექსუალიზმის, პორნოგრაფიისა და ტანჟერის ნარკოტიკული სახის შესახებ, რომელიც მოგვიანებით ავტორის ცნობიერებაში ყალიბდება, როგორც ერთგვარი ინტერზონა (Interzone). ბეროუზის წარმოდგენაში ეს ინტერზონა დასახლებულია საიდუმლო აგენტებით, ნახევრად შეშლილი ექიმებითა და მუტანტებით. "შიშველი საუზმე" იბეჭდება 1959 წელს საფრანგეთში, პარიზის ცნობილ ინგლისურენოვან გამომცემლობაში "ოლიმპია". ამერიკაში წიგნს ასამართლებენ უწესობის გამო. რომანს იცავენ ნორმან მეილერი და ალენ გინზებერგი. ხანგრძლივი გარჩევების შემდეგ 1966 წელს "შიშველი საუზმისაგან" იხსნება ყველა ბრალდება, არსებული სკანდალი კი წიგნს უფრო პოპულარულს ხდის. ბეროუზის რომანი "შიშველი საუზმე" მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ამერიკულ ლიტერატურაში.

[რედაქტირება] "ნაფლეთების მეთოდი"

ბეროუზი თავის ნაწარმოებებს "ნაფლეთების მეთოდით" ქმნის. მეთოდის შესახებ მწერალი თავისი მეგობრისგან, პოეტისა და მხატვრის, ბრაიონ გაისინისგან იგებს. მწერლობის მსგავსი ფორმა პირველად 20-იან წლებში დადაისტების მიერ იქნა წარმოდგენილი. ბეროუზმა ტექნიკა უფრო დახვეწა. მეთოდის არსი მარტივია. ბეროუზს მუდამ თან დააქვს რვეული. თითო გვერდზე სამი სვეტია. პირველ სვეტში იწერს ფაქტებს, რომლებიც გარშემო ხდება, ფრაზის ნაწყვეტებს, დიალოგებს, მეორე სვეტში – საკუთარ შთაბეჭდილებებს, ფიქრებს, მოგონებებს. მესამე სვეტი შეიცავს ციტატებს წიგნებიდან, რომელსაც იმ დროს კითხულობს მწერალი. ამ სამი სვეტისგან იქმნება მთლიანი წიგნი. თუმცა დადაისტებისაგან განსხვავებით, ბეროუზი უფრო გულდასმით არჩევს ნაფლეთებს და წიგნის რედაქტირებასაც მეტ დროს ანდომებს. "ნაფლეთების მეთოდის" ანალოგია თანამედროვე პოპულარულ მუსიკაში სემპლების აქტიური ხმარებაა (ძირითადად ელექტრონულ მუსიკასა და ჰიპ-ჰოპში).

[რედაქტირება] სიკვდილი

ბეროუზი გარდაიცვალა 1997 წლის 2 აგვისტოს 83 წლის ასაკში. მიუხედავად ჰეროინის ხმარებისა და უამრავი შემთხვევითი სექსუალური კავშირისა, მან უფრო მეტ ხანს იცხოვრა, ვიდრე მისმა ცოლმა, შვილმა და მეგობრების უმეტესობამ (გინზბერგის ჩათვლით). ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზა გახდა.

[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები

  • ტერმინი ჰევი-მეტალი პირველად ჩნდება ბეროუზის რომანში "ექსპრესი 'ნოვა'" 1964 წელს.
  • ბეროუზი შეიძლება ნახოთ ჯგუფ Ministry-ს კლიპში "Just one fix".
  • ბეროუზი ცოტა ხანს იყო საიენტოლოგთა სექტაში, შემდეგ კი მთელი ცხოვრება იბრძოდა მათ წინააღმდეგ.

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu