ბენედიქტე XIV
ვიკიპედიიდან
ბენედიქტე XIV (ერისკაცობაში პროსპერო ლორენცო ლამბერტინი) (* 31 მარტი, 1675, ბოლონიაში; † 3 მაისი, 1758), იყო რომის პაპი 1740-1758.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1726 წელს გახდა კარდინალი და 1740 წლის 17 აგვისტოს აირჩიეს პაპად. ითვლებოდა გამორჩეულ სწავლულად საეკლესიო სამართალში. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხელოვნების დარგებსა და მეცნიერებებს, დაარსა რა რამდენიმე აკადემია და საზოგადოება ქრისტიანულ სიძველეთა შესასწავლად. ბენედიქტე XIV-ს მისწერა რამდენჯერმე აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზ X-მ. ბენედიქტ XIV-მ გააუქმა ეკლესიის აკრძალვა კოპერნიკის მოძღვრებისა. 1751 წელს მან აგრეთვე უკიდურესად გაამკაცრა სასჯელები მასონიზმის წინააღმდეგ. ბენედიქტე XIV გარდაიცვალა 1758 წლის 3 მაისს.