ბედინგფილდი, ნატაშა
ვიკიპედიიდან
ნატაშა ბედინგფილდი (ინგლ.: Natasha Bedingfield) (* 26 ნოემბერი 1981, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) - ბრიტანელი მომღერალი. მისი მშობლები 20 წელზე მეტია რაც გადმოსახლდნენ ახალ ზელანდიიდან ინგლისში. ნატაშა დაიბადა ლიუისჰემში და მომღერალ დენიელ ბედინგფილდის დაა.
სექციების სია |
[რედაქტირება] კარიერა
ჯერ კიდევ ბავშვობაში იგი თავის და-ძმასთან, დენიელთან და ნიკოლასთან ერთად მღეროდა ჯგუფ "ზე დი-ენ-ეი ალგორითმში" (ინგლ.: The DNA Algorithm). სკოლის დამთავრების შემდეგ 2 წლის განმავლობაში სწავლობდა ფსიქოლოგიას, რომელიც მოგვიანობით მიატოვა და მომღერლის კარიერა დაიწყო.
2004 წლის მაისში გამოვიდა მისი პირველი სინგლი "სინგლი" (ინგლ.: Single), რომელმაც ბრიტანულ ჩარტში მე-3 ადგილი დაიკავა. იმავე წლის აგვისტოში მომდევნო სინგლი "ზიიზ ვორდზ" (ინგლ.: These Words; ქართ.: "ეს სიტყვები") ბრიტანეთის №1 ჰიტი გახდა.
პროდიუსერების ენდი ფრემტონის, სტივ კიპნერის და მარკ სტენტის დახმარებით ნატაშას პირველი ალბომი "ანრიტენი" (ინგლ.: Unwritten; ქართ.: "დაუწერელი") ბრიტანულ ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
[რედაქტირება] სინგლები
[რედაქტირება] ალბომები
- 2004 – Unwritten