ბატეთის ტბა
ვიკიპედიიდან
ბატეთის ტბა, ტბა ქარელის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ2, აუზის ფართობი 5 კმ2, უდიდესი სიღრმე 12 მ. ბატეთის ტბა გაჩნდა კლდეზვავისაგან მდინარე ბატეთისწყლის შეგუების შედეგად. გამდინარეა. გარშემორტყმულია შერეული ტყით.