ბაო-დაი
ვიკიპედიიდან
ბაო-დაი (* 22 ოქტომბერი, 1913 ― † 30 ივლისი, 1997), ვიეტნამის უკანასკნელი იმპერატორი (1926-1945). ტახტიდან გადადგა ვიეტნამის აგვისტოს რევოლუციის დროს 1945 წელს. რამდენიმე თვის განმავლობაში 1945-1946 წლებში იყო ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი. 1946 წლის გაზაფხულზე გაიქცა სიანგანში (ჰონკონგი). 1949 წლის მარტში ხელი მოაწერა შეთანხმებას საფრანგეთთან, რომლის შედეგად საფრანგეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ვიეტნამის ტერიტორიაზე შეიქმნა მარიონეტული სახელმწიფო მისი მეთაურობით. 1955 წლის 23 ოქტომბერს სამხრეთ ვიეტნამში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ბაო-დაიმ დაკარგა "ვიეტნამის სახელმწიფოს" მეთაურის პოსტი.