ბანოვანი (მწერალი)
ვიკიპედიიდან
ბანოვანი (დესპინე დავითის ასულ გელოვანის ფსევდონიმი) (* 6 დეკემბერი, 1880, სოფ. ლაჯანა, ახლანდელი ცაგერის რაიონი ― † 6 დეკემბერი, 1934, თბილისი), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.
მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "ცნობის ფურცელი", "შრომა", "მეგობარი", "ისარი", "თემი", "ამირანი", "სახალხო გაზეთი"). ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907 რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ბანოვანი თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ "მნათობში" (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი "სამართალს სისხლით მოვძებნი". ვრცელ ისტორიულ რომანში "შორეული ლანდები" (დაიბეჭდა 1959, 1960) № ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაწერილი აქვს მოთხრობებიც - "ღების ბატონი", "ქალი" და სხვა.