ბანი (არქიტექტურა)
ვიკიპედიიდან
ბანი, შენობის ბრტყელი სახურავი. გავრცელებულია ხალხურ საცხოვრებელ სახლებში. კონსტრუქციულად შედგება მსხვილი მორებისაგან (დიამეტრი 30-40 სმ), რომლებზეც დალაგებულია ლარტყები (დიამეტრი 10-15 სმ), დაფენილია ფიჩხი, დაგებულია ფიქლის ფილები და დაყრილია 15-20 სმ მიწის ფენა; მიწას წყალგაუმტარობისათვის პერიოდულად ქვის საგორავით ტკეპნიან.