ბაირამაშვილი, რევაზ
ვიკიპედიიდან
რევაზ არჩილის ძე ბაირამაშვილი (* 14 ოქტომბერი, 1929, თბილისი), ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1959). დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1953). 1953-იდან მუშაობს "თბილქალაქპროექტში" (1979-იდან - პროექტის მთავარი არქიტექტორი). ძირითადი ნამუშევრები: თბილისში - საცხოვრებელი სახლები მცხეთის ქუჩაზე (1962; თ. კანდელაკთან და დ. მორბედაძესთან ერთად). კეკელიძის ქუჩაზე (1968; ლ. მეძმარიაშვილთან და ნ. შოშიტაიშვილთან ერთად), ტ. ტაბიძის ქუჩაზე (1968); კომპლექსი: უნივერმაღი "თბილისი", ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი (ორივე 1977) და მეტროპოლიტენის სადგურის "თავისუფლების მოედნის" მიწისზედა ვესტიბიული (1967-1975, ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად), საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს ინჟინრულ-ლაბორატორიის კორპუსი (1977; ლ. მეძმარიაშვილთან და ი.ყავლაშვილთან ერთად), რკინიგზის ვაგზალი (I რიგი - 1988; ი.ყავლაშვილთან, გ. შავდიასთან, ა. ჯიბლაძესთან ერთად; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1992); გაგრაში - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი (1980; ვ. აბრამიშვილთან, დ. მორბედაძესთან, ი. ყავლაშვილთან ერთად) და სხვა.