ბადრიძე, გიორგი დავითის ძე
ვიკიპედიიდან
ბადრიძე, გიორგი დავითის ძე (* 23 ივნისი, 1928, თბილისი), ქართველი ჟურნალისტი, კინოდრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), დ. ბადრიძის შვილი. დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1951) და მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა (1954). მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მოსკოვის კორესპონდენტად (1954-1962), საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ რედაქტორად (1962-1964), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის ორგანიზაციის მდივნად (1964-1971), კონცერნ "ქართული ფილმის" სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრად (1971-იდან). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954-იდან. მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები ქართული მხატვრული ფილმებისათვის, მ. შ.: "ჩარიჩარამა" (1974, რეჟისორი ნ. სანიშვილი), "კავკასიელი ტყვე" (1975, რეჟისორი ტ. კალატოზიშვილი), "აიშიკ-ყარიბი" (1988, რეჟისორი ს. ფარაჯანოვი), საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი ფილმი "XXI საუკუნე და.." (1988, რეჟისორი ო. გვასალია), "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის" (1982, რეჟისორი ბ. წულაძე), "ვინ არის მეოთხე" (1984, რეჟისორი ო. კობერიძე), "ისინი" (1992, რეჟისორი ლ. ზაქარეიშვილი), "და სასახლეში ეპოვებ სიყვარული" (1992, რეჟისორი ქ.დოლიძე) და სხვ. მისი სცენარებით შექმნილია სატელევიზიო ფილმები: "მეარღნე", "ხაბაზები" და სხვა. როგორც მსახიობი გადაღებულია ფილმებში: "არ დაიდარდო", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "პეტროვკა 38", "თბილისი და თბილისელები" და სხვა.