აღსაბაძე, შოთა
ვიკიპედიიდან
შოთა რევაზის ძე აღსაბაძე (* 10 დეკემბერი/22 დეკემბერი, 1896, თბილისი ― † 6 ივლისი, 1966, იქვე) ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1965).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სწავლობდა თბილისში ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში, 1923 წლიდან კი მოსკოვში ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატულ სტუდიაში. 1927-1928 წლებში მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრებში, 1928-1939 წლებში რუსთაველის თეატრში, 1928-1947 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დადგმული აქვს სპექტაკლები: რუსთავებლის სახელობის თეატრში - ვ. კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს" (1928), ა. კორნეივუკის "პლატონ კრეჩეტი" (1935), უ. შექსპირის "ოტელო" (1937), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში - ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" (1937), ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი (ბაქო) - რ. გლიერის "შაჰსენემი" (1936), ლენინგრადის მ. გორკის სახელობის დრამატულ თეატრში - გ. მდივნის "ღირსება" (1938). ავტორია საოპერო ლიბრეტოებისა - "ლადო კეცხოველი" (კომპოზიტორი გ. კილაძე) და "პატარა კახი" (კომპოზიტორი ვ.გოკიელი).