ასმაში (მწვერვალი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ასმაში" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ასმაში |
ასმაში, მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარე ტვიბერის სათავეში (ენგურის შენაკადი). სიმაღლე 4057 მ. კარგად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული გრანიტოიდებით. მისასვლელი გზა ტვიბერისა და მურყვამის მყინვარებიდან (მდ. ენგურის აუზი).