არაბიკა
ვიკიპედიიდან
არაბიკა, არაბიკის მასივი, კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში. მდინარეების ფსოუსა და ბზიფის წყალგამყოფი. სიმაღლე 2657 მ. აგებულია უმთავრესად ზედაიურული და ცარცული ასაკის კირქვებით, რომლებიც ღრმადაა დაკარგული; არის მრავალი უფსკრული, მღვიმე, ძაბრი, ჭა და კარსტული რელიეფის სხვა ფორმები. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, იზრდება ჯუჯა ღვიისა და ტირიფის ბუჩქნარი.