ალტერაცია
ვიკიპედიიდან
ალტერაცია მუსიკაში, კილოს საფეხურების ან ბგერათრიგის ძირითადი საფეხურების სიმაღლის შეცვლა ნახევარი ან მთელი ტონით. ალტერაციის ნიშნებია (დიეზი) - ნახევარტონით ამაღლება, (ბემოლი) - ნახევარტონით დადაბლება, (დუბლდიეზი)- მთელი ტონით ამაღლება და (დუბლბემოლი) - მთელი ტონით დადაბლება.
(ბეკარი) ალტერაციის გაუქმების ნიშანია და კილოს საფეხურის ბუნებრივ სიმაღლეზე დაბრუნებას მიუთითებს. გარკვეული ტონალობის ალტერაციის ნიშნები დაისმის გასაღებთან და ძალაშია ოქტავისათვის ნაწარმოების დამთავრებამდე ან ნიშნების შეცვლამდე (ე. წ. გასაღების ნიშნები), ხოლო ქრომატიზმის შედეგად წარმოშობილი ალტერაციის ნიშნები (ე. წ. შემთხვევითი ნიშნები ) დაისმის სათანადო ნოტის წინ და ძალაშია მხოლოდ მოცემული ოქტავისთვის ტაქტის ბოლომდე.