ალექსიძე, ნიკოლოზ
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ ესტატეს ძე ალექსიძე (* 15 დეკემბერი/28 დეკემბერი, 1900, სოფ. წრომი, ახლანდელი ხაშურის რაიონი ― † 14 თებერვალი, 1970, თბილისი), ქართველი ენტომოლოგი, სოფლის მეურნეობის დოქტორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი, 1935 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ. გამოიკვლია ვაზის, ბოსტნისა და ბაღჩეული კულტურების მავნებელთა ბიოეკოლოგიური საკითხები, შეიმუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.