აიოვა
ვიკიპედიიდან
აიოვა (Iowa, Ia), შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ინდიელთა ენაზე „კარგ ქვეყანას“ ნიშნავს. აიოვა 1788 წელს შეიქმნა; 1838-დან აშშ-ს ტერიტორიაა, 1846-დან - აშშ-ს შტატი.
- ფართობი – 145 ათასი.
- მოსახლეობა - 2,917 ათასი (თეთრი 96,6 %, აფროამერიკელი 1,7 %, ლათინურამერიკელი 1,2 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 58,6 %.
- ქალაქები – დე-მოინი (დაარსდა 1857 წელს როგორც Fort des Moines – „მონაზონთა ფორტი“), 193 ათასი, სიდარ რაპიდსი, 113 ათასი, დავენპორტი, 97 ათასი.
- ცნობილი ადამიანები – ჰერბერტ გუვერი, გლენ მილერი, გრანტ ვუდი.
- თავისებურებები – გრანტ ვუდის გალერეა, ინდიელთა წინაისტორიული სამარხები.