მომხმარებელი განხილვა:ავთანდილ
ვიკიპედიიდან
გამარჯობა, ავთანდილ,
გმადლობთ წერილისა და შენიშვნებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად ყველაფერში მართალი ბრძანდებით, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რის განხილვასაც ვისურვებდი თქვენთან:
შიდა ქართლის მხარეს და სხვა მსგავს სტატიებს რაც შეეხება, შენიშვნა მიღებულია. ამის შეცვლა იოლი საქმეა.
მინდა სხვა, უფრო "პრობლემატურ" საკითხებზე გესაუბროთ:
რაც შეეხება მძიმის გამოყენებას, წარმომიდგენია, რომ "აკრძალული" არ არის, უბრალოდ ნათელია, რომ სხვა ვიკიპედიებში არსებობს კონსენსუსი მისი არგამოყენების შესახებ. იგივე შეიძლება ითქვას ჯერ გვარისა და მერე სახელის ჩაწერის თაობაზე. გადავათვალიერე ვიკიპედიები სხვა ენებზე (მინიმუმ 12 სხვადასხვა ვიკიპედია მაინც გავხსენი, მათ შორის სხვადასხვა ლინგვისტური ოჯახების წარმომადგენელ ენებზე), ესპერანტოს ჩათვლით და ერთადერთი, სადაც მძიმის გამოყენება დავაფიქსირე, რუსული ვიკიპედიაა. უბრალოდ, მე პირადად ვერ ვხედავ მიზეზს საიმისოდ, რომ მაინცდამაინც რუსული ვარიანტის მაგალითს მივყვეთ და არა ყველა დანარჩენისას.
ამით იმისი თქმა არ მინდა, რომ სტატიების ანბანზე დალაგების წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ვიკიპედიას არა აქვს იმისი აუცილებლობა, რომ პიროვნებათა შესახებ არსებული სტატიები მხოლოდ გვარების მიხედვით დალაგდეს. როდესაც ჩვეულებრივი ენციკლოპედია გვიჭირავს ხელში, სხვა გზა არ არის. მაგრამ ვიკიპედიაში ანბანის მიხედვით არ ვეძიებთ პიროვნებებს. ამითი იმის თქმა მინდა, რომ ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომლიც თანახმადაც პირველი სიტყვის ანუ პირველი სახელის პირველი ასოს მიხედვითაა დალაგებული სტატიები. სწორედაც უცხოური გვარების გამო: როდესაც ესპანელს ჰქვია ფედერიკო გარსია ლორკა, ტრადიციულად ასო “გ”-ზე ხდება სტატიის განთავსება. მაგრამ როდესაც პორტუგალიელს ჰქვია ჟოზე კარდოზო პირესი, ასო “კ”-ზე განთავსება შეცდომაა იმიტომ, რომ პორტუგალიაში, ესპანურენოვანი ქვეყნებისაგან განსხვავებით, მეორე გვარი ითვლება უფრო მნიშვნელოვნად და არა პირველი. როდესაც ეგვიპტელს ჰქვია გამალ აბდელ ნასერი, მაშინ რა უნდა ვქნათ? რომელია აქ გვარი და რომელი სახელი? ამიტომ მიმაჩნია, რომ სტატიის სათაური უნდა იყოს პიროვნების სრული, ოფიციალური სახელი და გვარი და ანბანურ სიაში უნდა იყოს დალაგებული პირველი სიტყვის პირველი ასოს მიხედვით: ფედერიკო გარსია ლორკა “ფ”-ზე, ჟოზე კარდოზო პირესი “ჟ”-ზე და გამალ აბდელ ნასერი “გ”-ზე. ვიცი, რომ ეს ტრადიციას ეწინააღმდეგება, მაგრამ ელექტრონული ენციკლოპედიის შემთხვევაში აზრიანი და ტექნიკურად შესაძლებელია იმისათვის, რათა ყველა ეროვნების პიროვნებაზე ერთი და იგივე წესი გავრცელდეს და როცა გრძელ სიასთან გვაქვს საქმე, ვიცოდეთ, რა პრინციპით ვეძიოთ. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ პორტუგალიურ ვიკიპედიას უკეთესად აქვს ეს პრობლემა მოგვარებული. ეს რაც შეეხება სიების სექციებს.
ხოლო რაც შეეხება სტატიების ძიებას, იქ უკვე მეორეხარისხოვანი ხდება ის, თუ რომელი ასოს მიხედვითაა დალაგებული სახელები. აქ სხვა პრობლემა წარმოიშვება, რომელიც მე უფრო საყურადღებოდ მიმაჩნია:
დღესდღეობით, როცა გვსურს აკაკი წერეთლის შესახებ სტატიის ნახვა ქართულ ვიკიპედიაში, თუ ჩავწერეთ საძიებელ ფანჯარაში “აკაკი წერეთელი” ან თუნდაც მარტო “წერეთელი”, მივიღებთ პასუხს, რომ ასეთი სტატია არ არსებობს. ესე იგი, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ უნდა დაწეროს “წერეთელი, აკაკი”. თუ მძიმე გამორჩა ან ინტერვალი სიტყვებს შორის, სტატია არ გაიხსნება. ანდა დავუშვათ, რომ მომხმარებელს სულაც არ ახსოვს, რომ სელინჯერს ჯერომი ჰქვია და ცაგარეიშვილს ვალერიანი და მხოლოდ გვარის მიხედვით ცდილობს პიროვნების მონახვას...
ამიტომ აუცილებელია, რომ ყოველთვის, როდესაც სტატიას ვქმნით პიროვნების შესახებ, შევქმნათ გვერდი მხოლოდ გვარის ან იმ სახელის მიხედვით, რომლითაც უფრო იოლი შესაძლებელია, რომ მომხმარებელი ეძებდეს და ეს გვერდი გადავამისამართოთ სტატიაზე სრული სახელით. ასე, როცა ბეთჰოვენს დავწერთ, უნდა გადაგვიყვანოს ავტომატურად ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სტატიაზე, თუნდაც სტატიას “ბეთჰოვენი, ლუდვიგ ვან” ერქვას, თუმცა მე პირადად მიმაჩნია, რომ ჯერ გვარის, მერე მძიმის და მერე სახელის დაწერა არასაჭიროა და მხოლოდ ართულებს საქმეს.
აკაკი წერეთლის სტატიისათვის უკვე გავაკეთე გადამისამართება. შეიძლება იცით, როგორც კეთდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დავწერ განმარტებას: უნდა შეიქმნას ახალი სტატია, შიგნით ნამდვილი ტექსტის ნაცვლად უნდა დაიწეროს #REDIRECT (REDIRECT-ის შემდეგ ერთი ინტერვალი) და ბმული სტატიის ნამდვილი სახელით.
იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ვქმნით სტატიას გიორგი წერეთლის შესახებ, მაშინ უნდა მივმართოთ არაორაზროვნების თავიდან ასაცილებელ გვერდს. უნდა შევიდეთ გვერდში “წერეთელი”, დავაჭიროთ რედაქტირებას და ჩავწეროთ:
{{არაორაზროვნება}} * [[აკაკი წერეთელი]], განმარტება ორიოდე სიტყვით. * [[გიორგი წერეთელი]], განმარტება ორიოდე სიტყვით.
მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ვიკიპედიაში გვერდზე: გიორგი II. ამ გვერდს “არაორაზროვნება” პირობითად დავარქვი. თუ ვიკიპედიის თანამშრომლებს უკეთესი წინადადებები ექნებათ, შეცვლა ყოველთვის შეიძლება.
ბოდიშს ვიხდი, თუ ისედაც გასაგებ და ელემენტარულ საკითხებს გიხსნით. უბრალოდ, არა მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ბრძანდებით გარკვეული ამ ტექნიკურ საკითხებში. მე, პირადად, თავიდანვე უფრო კონცეპტუალური ნაწილით ვიყავი დაკავებული და ტექნიკურ საკითხებზე სამუშაოდ და ამ განმარტებების დასაწერადაც სხვა ადმინისტრატორის კონსულტაცია მჭირდება.
იმედი მაქვს, თქვენს შეკითხვებს ვუპასუხე. მზად ვარ შემდგომი საუბრებისა და თანამშრომლობისათვის. ასევე შენიშვნების მისაღებადაც.
პატივისცემით,
სოფიო
[რედაქტირება] კომენტარები და შეკითხვები
ბატონო ავთანდილ,
რასაც ბრძანებთ სტატიათა სათაურების შესახებ, სავსებით ლოგიკურია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი აზრით, რთულ საკითხებთან გვაქვს საქმე და ძნელია ცალსახად თქმა, რომ ეს ვარიანტი კარგია და მეორე ცუდი.
თქვენი წერილის ერთ-ერთი ბოლო კომენტარის პასუხად ვიტყვი, რომ შესაძლოა, ამერიკელებს აქვთ გართულება პუნქტუაციის ნიშნებზე, მაგრამ თუ დიდი რაოდენობის სხვა ვიკიპედიებში (იმ ენებზე, რომლებსაც არა აქვთ გართულება მძიმეებზე) მსგავსი გადაწყვეტა ამჯობინეს, ალბათ, მათი მიზეზი ის იყო, რომ გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ გემოვნებას, და ასევე, შეძლებისდაგვარად, ერთგვაროვნების დაცვას ვიკიპედიებში, რაშიც მე ცუდს ვერაფერს ვხედავ თუ, რასაკვირველია, მოუხერხებლობას არ ქმნის. თავიდან ბოლომდე არ შემისწავლია ინგლისური ვიკიპედია (და არც სხვები, რა თქმა უნდა), მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მძიმითა თუ უმძიმოდ, ძიების პრობლემები ასე თუ ისე გადაჭრილი აქვთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, სრულიად მართალი ბრძანდებით: არ გვჭირდება უცხოური ენციკლოპედიის თარგმანი, არამედ ქართული ენციკლოპედია - სწორად შედგენილი და მკითხველისათვის ადვილად მოსახმარი.
დაგეთანხმებით იმ პუნქტებში, სადაც B ვარიანტი მნიშვნელოვან მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ის ფაქტი, რომ ანბანური სიების გვარების მიხედვით დალაგება ტრადიციული და აზრიანია, უკვე ბევრს ნიშნავს. უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად იმისა, რომ A ვარიანტი უფრო ბუნებრივად ჟღერს, ძნელი იქნება დიდი ხნის ტრადიციაზე უარის თქმა და ვიკიპედიელების დარწმუნება იმაში, რომ ილია ჭავჭავაძე “ი”-ზე იყოს და არა “ჭ”-ზე. არ ვიცი, ამჟამად რამდენი თანამშრომელი ქმნის სტატიებს ქართულ ვიკიპედიაში, მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეული შეთანხმება უკვე არსებობს ბიოგრაფიულ სტატიათა სათაურების შესახებ. ალბათ, არ არსებობს საკმარისი მიზეზი ამის შესაცვლელად.
ანბანური საძიებლის არსებობა ბევრ რამეს აადვილებს. მხოლოდ როგორღაც უნდა მოხერხდეს, რომ თვალსაჩინო ადგილზე იყოს იმიტომ, რომ ბევრს შეიძლება არ მოაფიქრდეს, “სპეციალურ გვერდებში” შევიდეს და All Pages ეძებოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ გადამისამართება ხანდახან პრობლემატურია. არა ბიოგრაფიული სტატიების შემთხვევაში, არამედ ისეთებისა, როგორიცაა “საქართველოს ტერიტორიული მოწყობა”.
გადამისამართების გაკეთება სახელზე (“აკაკი”, მაგალითად) სულაც არ მიმიღია ხუმრობად. ეს სასარგებლოა ძიების გასაადვილებლად. ვინაიდან “აკაკი” ბევრი იქნება, ამისათვისაა საჭირო ის გვერდი, პირობითად “არაორაზროვნება” რომ ჰქვია. ამასთან დაკავშირებით უნდა დავამატო, რომ სტატიაში “გვერდების სახელები”, კერძოდ, “განმეორებად სახელებში”, კარგი იქნებოდა მითითების დამატება არაორაზროვნების გვერდის შესახებ.
თავისთავად ცხადია, სტატიის ავტორის მოვალეობაა, სათაური (გვარზე იქნება ლაპარაკი თუ სხვა რამეზე) სწორად დაწეროს. ყოველი შემთხვევისათვის დავამატებ, რომ გამალ აბდ ელ-ნასერი მხოლოდ პირველი მაგალითი იყო, რომელსაც წავაწყდი. მის შესახებ სტატიის დაწერა რომ მომენდომებინა, უსათუოდ კეთილ ვინებებდი და გავარკვევდი, ქართულად როგორ უნდა დაიწეროს მისი სახელი.
რაც შეეხება მამის სახელებს, ჩემი პირადი აზრია, რომ არ არის საჭირო მათი მითითება. განსაკუთრებული არგუმენტი არა მაქვს. შესაძლოა ისევ გემოვნების ამბავი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან ახალი ქართული ტრადიცია ასეთია და უკვე დამკვიდრდა ან დამკვიდრებას აპირებს საქართველოში, ალბათ, უფრო უპრიანია მასვე მივყვეთ.
რუსული სახელების გადმოქართულება, ჩემი აზრით, არ არის სწორი. როგორც სხვა ენებიდან არ ვაქართულებთ სახელებს, ასევე რუსულშიც მიხაილი მიხაილი უნდა იყოს, ნიკოლაი ნიკოლაი და იოსიფი იოსიფი, მაგრამ ტრადიციულად ეს ასე არ იყო და არ ვიცი, სხვა ვიკიპედიელები რა აზრის იქნებიან. თქვენი არ იყოს, ვერც მე მოვახვევ ვერავის ჩემს აზრს.
კიდევ ერთი კომენტარი “გვერდების სახელებთან” დაკავშირებით: რატომ ამჯობინეთ მონარქების სახელების არაბული ციფრებით დაწერა? ნახსენები გაქვთ სახელთა უნიფიცირება, მაგრამ მადლობელი ვიქნებოდი, თუ ცოტა უფრო დეტალურად განმიმარტავდით ამ გადაწყვეტილებას.
ერთი რამ მინდა შემოგთავაზოთ: რამდენადაც მესმის, ვიკიპედიაში ადმინისტრატორის სტატუსი არა გაქვთ. ჩემი აზრით, უპრიანი იქნებოდა, რომ გქონოდათ. რას ფიქრობთ ამაზე?
პატივისცემით,
სოფიო
[რედაქტირება] მნიშვნელოვანი საკითხები
ბატონო ავთანდილ,
გიპასუხებთ თქვენი ბოლო წერილის კომენტარებზე:
გვარ-სახელებზე შევთანხმდით. ორი ბიოგრაფიული სტატია მქონდა გაკეთებული, თუ სწორად მახსოვს, და უკვე შევცვალე მათი სათაურები. ერთი ეჭვი გამიჩნდა, როდესაც All Pages გადავათვალიერე: იქ ყველა სტატიაა მოცემული – ისინიც, რომლებიც სწორი სათაურითაა და დანარჩენებიც. მაგალითად, ვალერიან ცაგარეიშვილი “ც”-ზეც არის და “ვ”-ზეც და ალფონსო XIII ამ სახელითაც არის ალფონსო მე-13-ს ვარიანტითაც. ვცადე წაშლა, მაგრამ მთელი სტატია წაიშალა და აღდგენა მომიწია. ვეცდები, მალე გამოვარკვიო, როგორ იშლება ზედმეტი სტატიები სწორი ფორმით იმიტომ, რომ, ალბათ, არ გვჭირდება არასწორი სახელწოდებებით გადატვირთული ანბანური საძიებელი.
“სათაურების მიხედვით ძებნის გასაადვილებლად პრაქტიკულად ყველა გვარზე, ასევე გავრცელებულ სახელებზე გავაკეთოთ არაორაზროვნების გვერდი”.
მოკლე დაზუსტება ამ პუნქტთან დაკავშირებით, ყოველი შემთხვევისთვის: ორაზროვნების გვერდი უნდა გაკეთდეს განმეორებული (განმეორებადი) სათაურების მქონე სტატიებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ არ მეორდება, მაგალითად, თუ მხოლოდ ერთი მაკიაველი ან იგივე ნასერი არსებობს ვიკიპედიაში, მაშინ არ არის საჭირო.
მთავარ გვერდზე ანბანური საძიებლის ბმულს უახლოეს დღეებში გავაკეთებ, იმედი მაქვს.
ერთ-ერთი “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” არ იხსნებოდა იმიტომ, რომ დასაწყისში რომელიც არის, იმ ბმულის სათაურში ძახილის ნიშანია და მეორეში არა. თუ მოვშლი იმ ძახილის ნიშანს, არცერთი არ გაიხსნება. ჯერჯერობით მოშლის ნაცვლად დავამატე და ახლა ორივე იხსნება. ან იქნებ მიგაჩნიათ, რომ ორივეგან უნდა წაიშალოს? ამ შემთხვევაში სათაურის შეცვლა იქნება საჭირო. თუ ფიქრობთ, რომ ის ძახილის ნიშანი გვიშლის რამეში ხელს, მაშინ შევცვლი.
მონარქების სახელების შესახებ არის პატარა თავი თქვენს მიერ დამუშავებულ სტატიაში “გვერდების სახელები”. სტატიის ბოლოში. რადგან რომაულ ციფრებზე შევთანხმდით, კარგი იქნებოდა ამ მითითების შეცვლა, რათა სხვა თანამშრომლები შეცდომაში არ შევიყვანოთ მომავლისთვის.
თქვენს მიერ ნახსენები რუკები ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. ზუსტად სად ნახეთ? და სად გნებავთ, რომ გადმოვწერო? არც მე მახსოვს, როგორ ხდება გადმოწერა, მაგრამ გავარკვევ.
ყოველი შემთხვევისთვის: ეს ბმული ხომ არ გამოგადგებათ რამეში? http://www.tedsnet.de/ ინგლისურ ვიკიპედიაში ვნახე, სტატიაში “Georgia (country)”, გარეშე ბმულებში.
ადმინისტრატორის სტატუსის შესახებ ჩემს შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გაგიციათ. მოგახსენებთ, რატომ მიმაჩნია თქვენი ადმინისტრატორობა მიზანშეწონილად: ამჟამად, რამდენადაც ვიცი, ქართულ ვიკიპედიას ჰყავს მხოლოდ ორი ადმინისტრატორი. მათ შორის, ერთი მე ვარ. მაგრამ რეალურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადმინისტრატორი მხოლოდ ერთია, გაყოფილი ორ ადამიანზე. მეორე ადმინისტრატორი შესანიშნავად ერკვევა ტექნიკურ საკითხებში, ერთ-ერთი სხვა ვიკიპედიის ადმინისტრატორია და ის მომეხმარა თავფურცლის შექმნაშიც და დანარჩენ ყველაფერშიც. მაგრამ მან ქართული არ იცის საკმარისად. მე კი პირიქით, კომპიუტერის, მონაცემთა ბაზებისა და ვებ-გვერდების საკითხებში არ გახლავართ კომპეტენტური. ამგვარად, დამოკიდებული ვართ ერთმანეთზე. როცა ვიკიპედიელები გავხდით, ჩვენი იდეა არ ყოფილა ის, რომ ერთადერთი ადმინისტრატორები ვყოფილიყავით. წავაწყდით ქართულ ვიკიპედიას, რომელშიც ვიღაცას შეექმნა რამდენიმე სათაური და გადმოეწერა მთავარი გვერდი, ინგლისურად. ეგ იყო და ეგ. ჩვენ გვინდოდა, ეს ჩანასახი რაღაცისთვის დაგვემსგავსებინა და გვეცადა, მოგვეზიდა ხალხი მონაწილეობის მისაღებად: ამიტომ მოვამზადეთ მთავარი გვერდი, რომელსაც შეიძლება ნაკლი ბევრი ჰქონდეს, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც დაგვხვდა, რაღაცას ჰგავს, გავაკეთეთ თარგები, დავიწყეთ სისტემური შეტყობინებების თარგმნა და შევქმენით რამდენიმე სტატიის ესკიზი. და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მუშაობა გაგრძელდა და ვიკიპედიას სანაქებო თანამშრომლები შემოუერთდნენ. საქმე იმაშია, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ვიკიპედიიდან გრძელი შვებულების აღება დამჭირდეს დროისა და ინტერნეტთან კავშირის შეზღუდულობის გამო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიკარგები, მაგრამ მოსალოდნელია, რომ რამდენიმე თვის მანძილზე არ მქონდეს გრძელი სამუშაო სესიების ჩატარების საშუალება. მით უმეტეს, რომ ზოგი რამ, რაც ჩემი გასაკეთებელია, ყოველთვის მეორე ადმინისტრატორთან უნდა დავაზუსტო და დახმარება ვთხოვო. ამიტომ ჩემი აზრით, მოუხერხებელი იქნება, რომ თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად და რეგულარულად მუშაობენ, ჩემზე იყვნენ დამოკიდებულნი ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად და ცვლილებების შესატანად. ამჟამად თქვენზე უკეთეს კანდიდატურას მე ვერ ვხედავ. როგორც დავასკვენი, ზედმიწევნით აკმაყოფილებთ ადმინისტრატორისათვის საჭირო მოთხოვნებს: სერიოზულად ეკიდებით ვიკიპედიას, გაქვთ სხვა ვიკიპედიებთან მუშაობის გამოცდილება, ფართო განათლება და ტექნიკური სფეროს ცოდნა. სამწუხაროდ, სხვა ვიკიპედიელებს მე არ ვიცნობ. თუ არა ხართ ამ საკითხით დაინტერესებული, იქნებ სხვა კანდიდატურის შემოთავაზება შეძლოთ. ვენდობი თქვენს აზრს. ამითი ჩემი საკუთარი ვალდებულებების თავიდან აცილება სულაც არ მინდა. პირიქით, ამ ვარიანტს სწორედ იმიტომ გთავაზობთ, რომ მეც სერიოზულად ვუდგები ვიკიპედიას. მიმაჩნია, რომ სხვა თანამშრომელთა ჩემზე და ჩემს არაქართველ კოლეგაზე დამოკიდებულებამ შეიძლება შეაფერხოს მუშაობის პროცესი. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ პერიოდებში მაინც. მეორე ადმინისტრატორი ეთანხმება ჩემს ამ მოსაზრებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის პატივი იქნება ვიკიპედიის წევრად და ადმინისტრატორად დარჩენა, ვაპირებ თანამშრომლობას მომავალშიც და მოხარული ვიქნები, თუ თქვენთვისა და სხვა რედაქტორებისათვის რამეში დახმარებას შევძლებ. დისკუსიებშიც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. მაგრამ ახალი ადმინისტრატორის არსებობა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი გადასაჭრელი საკითხია. მადლობელი ვიქნები, თუ გამიზიარებთ თქვენს აზრს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
სოფიო
[რედაქტირება] გრძელი წერილი
გამარჯობა,
უპირველეს ყოვლისა, რაც არ უნდა იყოს სხვა ვიკიპედიათა ავტორების მიზეზი გვარებისა და სახელების ამა თუ იმ ფორმით დაწერისათვის, მოხარული ვარ, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას. ვინაიდან ყველაფერს, როგორც წესი, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიებას აზრი არა აქვს. მთავარია კეთილგონივრული შეთანხმების მიღწევა.
გეთანხმებით რუსული სახელების გადმოცემის საკითხში. ისტორიულად სხვა ქვეყნებიც თარგმნიდნენ უცხოელების სახელებს. მაგალითად, მარტინ ლუთერი ესპანურად არის Martín Lutero, ხოლო ჟანა დარკი Juana de Arco. მაგრამ თანამედროვე სახელებს აღარავინ თარგმნის. ამიტომ საკმაოდ აზრიანია, თუ დავტოვებთ ორიგინალში უმეტეს ნაწილს რუსული სახელებისა, მაგრამ იმ სახელებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე გადმოქართულებული ფორმით იხმარებოდა, ასევე დავტოვებთ.
სურათების გადმოწერა გავარკვიე, როგორ უნდა. რამდენიმე მათგანი უკვე გადმოვწერე commons-ში. დიდხანს რომ არ იწვალოთ, შემიძლია აგიხსნათ, როგორ კეთდება სხვა ვიკიპედიებიდან იმ სურათების გადმოწერა, რომლებიც საერთო ბაზაში არ არის:
1. გახსენით სტატია, რომლიდანაც გნებავთ სურათის გადმოწერა, მაგალითად, ინგლისურ ვიკიპედიაში.
2. დააკლიკეთ სურათზე, რათა ორიგინალური ფორმატით გაიხსნას და შემცირებული ვარიანტის გადმოწერა არ მოგიხდეთ.
3. ზედ სურათზე დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და შეინახეთ სურათი სადმე, მაგალითად, თქვენს hard disk-ზე (Save Picture as...).
4. შეხვალთ ka.wikipedia.org-ში ან commons.wikimedia.org-ში (ორივეში არა, რადგან სურათების არასაჭირო დუპლიკაცია არ მოხდეს ქართულსა და საერთო ბაზაში). ამისათვის თქვენი მომხმარებლის სახელითა და პასვორდით უნდა იყოთ შესული. ანონიმურად სურათების ჩატვირთვა არ ხდება. თუ commons.wikimedia.org-ში თქვენი ანგარიში არა გაქვთ ჯერ გახსნილი, შეგიძლიათ გახსნათ. თუნდაც იგივე მომხმარებლის სახელითა და პასვორდით, რომლებიც ქართულ ვიკიპედიაში გაქვთ.
5. მარცხენა მხარეს დააკლიკეთ “Upload file”-ს (Toolbox-ის სექციაში). ქართულად - “ფაილის დამატება” “ინსტრუმენტებში”.
6. დააკლიკეთ “Browse”-ს, იპოვეთ შენახული სურათი და მონიშნეთ.
7. იქვე ქვემოთ, Summary-ში უნდა ჩაწეროთ მოკლე განმარტება. მაგალითად, ამ რუკების შემთხვევაში მე ჩავწერე: Location of Guria within the map of Georgia. From Estonian Wikipedia. “Copyright”-ის კვადრატი მონიშნული უნდა იყოს. შემდეგ დააკლიკეთ Upload-ს.
8. თუ სურათი საერთო ბაზაში შეგაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიმე კატეგორიზაციას დაექვემდებაროს. commons.wikipedia.org მხოლოდ სურათებისთვისაა, ძირითადად, და ანბანური საძიებლის მსგავსი რაღაცა კი არსებობს, მაგრამ თუ მომხმარებელმა ზუსტად არ იცის სურათის სახელი, ვერასოდეს ვეღარ იპოვის და შენახული სურათი სადღაც სივრცეში ჩაიკარგება. მაგალითად, commons-ში არსებობს სტატია “Georgia”, რომელიც შეგიძლიათ საძიებელი ფანჯრის მეშვეობით იპოვოთ. ამ სტატიაში არის საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა სურათები და აგრეთვე ბმული “Maps of Georgia”. ამჟამად არის იქ უკვე რამდენიმე რუკა. თქვენი თხოვნით გადმოწერილი რუკებიც იქ შევინახე. თუ, მაგალითად, ახალი რუკის დამატება გნებავთ, უნდა შეხვიდეთ სათანადო სტატიაში (ამ შემთხვევაში ეს იქნება “Maps of Georgia”), დააკლიკოთ რედაქტირებას (edit), დაამატოთ ახალი ბმული (მაგალითად, უკვე არსებული ბმულების ქვეშ) შემდეგი ფორმატით: Image, ორი წერტილი, სურათის ზუსტი სახელი, ვერტიკალური ხაზი, ბმულებში რომ გამოიყენება და მოკლე განმარტება (მაგ: Image:Georgia_Guria_map.png|Location map for Guria region in Georgia) და შეინახოთ. თუ სურათს ქართულ ბაზაში ინახავთ, მაშინ ეს კატეგორიზაცია არ არის საჭირო. უფრო მეტიც, არ არის რეკომენდებული.
9. სურათების გამოყენებისას ყოველთვის უნდა იყოს მითითებული წყარო. თუ სურათი სხვა ვიკიპედიიდანაა გადმოწერილი, საკმარისია ამ ფაქტის მითითება. ხანდახან ეს არის ავტორის გვარი ან სხვა რამ. საავტორო უფლებების წესი დაცული უნდა იყოს.
10. თუ გნებავთ სურათის ჩასმა სტატიაში, დააკლიკეთ რედაქტირებას ამ სტატიაში და ჩასვით ბმული დაახლოებით ამ ფორმატით:
[[Image:Georgia_Guria_map.png|thumb|200px|გურიის მდებარეობა საქართველოს რუკაზე]]
thumb არის იმისათვის, რათა სურათს გარშემო ჩარჩო ჰქონდეს, ხოლო px სურათის ზომის მისათითებლადაა. ბმულის ადგილ-მდებარეობა რედაქტირების ფანჯარაში უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით, თუ სად გნებავთ, რომ სურათი გამოჩნდეს. შეგიძლიათ Show Preview გამოიყენოთ. შემდეგ შეინახეთ.
იმედია, გასაგებად მოვახერხე ამ ყველაფრის განმარტება. ჩემთვის, პირადად, საკმაოდ რთული პროცესია. არც ისე მეადვილება მთელი ამ თანმიმდევრობის დამახსოვრება. ორ სტატიაში - გურიის მხარე და შიდა ქართლის მხარე – ჩავსვი რუკები. მე თვითონ რომ არ გამეკეთებინა “სავარჯიშო”, განმარტების დაწერასაც ვერ მოვახერხებდი. თუ ეს არ არის ის რუკები, რომელთა ჩასმაც გინდოდათ, წავშლი.
სხვა საკითხები:
ანბანური საძიებელი უკვე გამოვიტანე მთავარ გვერდზე და სადაც უკეთეს და უფრო თვალსაჩინო ადგილას მოხერხდა, იქ მოვათავსე.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”-ში ორივეგან მოვშალე ზედმეტი ძახილის ნიშანი. სტატია ორივეგან იხსნება.
ამ ბოლო დღეების მანძილზე ჩამოვუარე სტატიების სიას და ზედმეტი რაც იყო (არასწორი სათაურებით და ა.შ) წავშალე. თავისთავად ცხადია, წასაშლელი რაღაცეები ყოველთვის დაგროვდება და მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ აუვა მათ წაშლას. გარდა ამისა, ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება: სიაში გვაქვს ერთი სტატია, რომელიც ერთი და იგივე შინაარსით ორჯერაა შენახული, ორი სხვადასხვა სათაურით. ორივე სათაური შეცდომითა, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ გამოყენებულია ბრჭყალები, რაც არ არის საჭირო და სახელწოდება ნათესაობით ბრუნვაშია მოცემული. ერთ ვარიანტს ჰქვია “ამირანიანის”, ხოლო მეორეს “ამირანიანის” ეპოსის. გარდა ამისა, პრობლემა იმაშია, რომ სტატია წარმოადგენს თავად ლეგენდის ტექსტს. ვშიშობ, რომ ენციკლოპედია იმისთვის არაა, რომ მხატვრული ნაწარმოებების სრული ტექსტები შევთავაზოთ მკითხველს, არამედ ინფორმაცია მათ შესახებ. ვშიშობ, რომ მსგავსი შეცდომა დაშვებულია რამდენიმე სხვა მითოლოგიურ სტატიაში, თუმცა ყველაში არა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით?
ერთი სიახლე: ახალი გვერდის შექმნა ახლა გაადვილებულია. საკმარისია სასურველი, მაგრამ ჯერ არარსებული სათაური ჩაიწეროს ძიების ფანჯარაში, სამისამართო ფანჯრის ნაცვლად და გამოვა გვერდი ასეთი ტექსტით:
არ არსებობს გვერდი ამ სათაურით
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სტატია ამ სათაურით ან მოითხოვოთ მისი შექმნა.
აქედან სიტყვები: “შექმნათ სტატია ამ სათაურით” წარმოადგენს ბმულს, რომელზე დაკლიკებითაც ახალი გვერდის რედაქტირება შეიძლება. კარგი იქნებოდა ამ ინფორმაციის ჩამატება “ახალი გვერდის შექმნა”-ში. ამჟამად იქ მეტად რთული და შემოვლითი გზაა მითითებული, რომელიც საჭიროებას არ წარმოადგენს.
ადმინისტრატორების პრობლემას რაც შეეხება, მესმის, რომ შეიძლება თქვენმა ადმინისტრატორობამ ყველა პრობლემა ერთბაშად არ გადაჭრას, მაგრამ საქმეს ნამდვილად დაეხმარება. ამჟამად ისეთი საკითხებში, რომლებშიც საკმარისი კვალიფიკაცია გაქვთ და რომლებიც განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენენ (როგორიცაა, მაგალითად, ზედმეტი ფაილების წაშლა), შეზღუდული ბრძანდებით იმის გამო, რომ ადმინისტრატორის სტატუსი არა გაქვთ და ჩემზე უნდა იყოთ დამოკიდებული. ჩემი აზრით, ეს ზედმეტად ართულებს საქმეს. თავისთავად ცხადია, შეგიძლიათ მკითხოთ, რაც დაგაეჭვებთ და მეც და მეორე ადმინისტრატორიც ვეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მაგრამ თუ ზოგიერთ ასპექტში მაინც ტექნიკურად დამოუკიდებელი იქნებით, ეს რაღაც-რაღაცეებს გააადვილებს. მით უმეტეს, რომ კონცეპტუალურ ნაწილში მაღალი კვალიფიკაცია და საკმაო გამოცდილება გაქვთ.
ამითი არ ვცდილობ, მთელი ჩემი პასუხისმგებლობა თქვენ გადმოგაბაროთ. უბრალოდ, დროა, გაიზარდოს ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორთა რიცხვი და თქვენ შესანიშნავი კანდიდატურა ბრძანდებით. მე ყოველთვის არ მექნება აქტიური მუშაობის საშუალება. ამ ბოლო ხანებში ის დრო, რაც ვიკიპედიაზე სამუშაოდ და თუნდაც ამ წერილების დასაწერად დამჭირდა, სხვა მნიშვნელოვან საქმეს წავართვი და ვშიშობ, რომ ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით აპრილის ბოლოდან ივნისის ბოლომდე ფიზიკურად არ მექნება ვიკიპედიისთვის დროის დათმობის საშუალება, მიუხედავად სურვილისა, და არ მინდა, რომ ამან სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს. თქვენი ადმინისტრატორობა ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს პრობლემას. სულ არაფერს ხომ ჯობია? თუ თქვენი ნებართვა მექნება ამისათვის, უახლოეს დღეებში მივწერ იმ ადმინისტრატორს, რომელმაც მე მომანიჭა ეს სტატუსი და დაველაპარაკები ამ საკითხზე.
თქვენს ერთ-ერთ კომპიუტერზე ბოლომდე მოუგვარებელ შრიფტის პრობლემასთან დაკავშირებით... თუ Windows XP-ს ხმარობთ, ერთი ახსნა მაქვს მხოლოდ: Control Panel-ში არის Regional and Language Options. სექციაში Languages არის ორი მოსანიშნი კვადრატი, რომელთაგან პირველის გასწვრივ წერია: Install files for complex script and right-to-left languages (including Thai). ეს კვადრატი მონიშნული უნდა იყოს. თუ ამის ბრალი არ არის, მაშინ არ ვიცი, რატომ არ ჩანს ქართული ტექსტი.
ჯერჯერობით ამით დავამთავრებ.
პატივისცემით,
სოფო
[რედაქტირება] P.S. წასაშლელი გვერდები
ეს-ესაა შევქმენი ახალი თარგი წასაშლელი გვერდებისათვის. იმ მომხმარებლებს, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ სტატიების წაშლა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ესა თუ ის სტატია წასაშლელია, შეუძლიათ შევიდნენ რედაქტირებაში, ჩაწერონ ტექსტის დასაწყისში
{{წასაშლელი}}
და შეინახონ გვერდი. ამის შემდეგ ამ სტატიის დასაწყისში გამოჩნდება ტექსტი:
ეს სტატია შეფასებულია, როგორც წასაშლელი
თუ არა ხართ თანახმა მის წაშლაზე, თუ შეიძლება, განმარტეთ მიზეზი სტატიის განსახილველ გვერდზე.
ადმინისტრატორების საყურადღებოდ: სანამ წაშლით სტატიას, არ დაგავიწყდეთ, შეამოწმოთ თუ არსებობს ბმულები ამ გვერდისაკენ და გვერდის ისტორია
ხოლო ამ თარგით "მონიშნული" სტატია გამოჩნდება წასაშლელი გვერდების სიაში, რომლის გახსნაც შეიძლება მთავარი გვერდიდანვე: სექციაში "სტატიების წერისას" - "წასაშლელი გვერდები". ამ ბმულს გადავყავართ სათანადო კატეგორიაში.
თარგების სახელთა სივრცე უკვე განვაახლე და დავამატე ორივე ახალი თარგი: წასაშლელი და არაორაზროვნება.
მაგალითისთვის აგრეთვე მოვნიშნე ორი იმ სტატიათაგანი, რომლებიც მიმაჩნია, რომ წასაშლელია. უკვე შეგიძლიათ მათი ნახვა ზემოთხსენებულ სიაში.
პატივისცემით,
სოფო
[რედაქტირება] Administrator
Hello, you are now an administrator following Sopho's request. If you have any problems, let me know on my talk page, or leave a note on meta:Requests for permissions. Good luck. Angela 17:06, 14 აპრ 2005 (UTC)
[რედაქტირება] არაადექვატურად შექმნილი სტატიებისა და ახალი სტატიების შექმნის ფორმის შესახებ
გამარჯობა, ავთანდილ!
მოხარული ვარ, რომ უკვე მოვიდა პასუხი თქვენი ადმინისტრატორობის შესახებ.
ორიოდე საკითხი მინდოდა შემეხსენებინა თქვენთვის:
1. ჩემს ბოლო წერილზე პასუხი არ მიმიღია. ამიტომ თავს ნებას მივცემ, შეგახსენოთ სტატიის “ამირანიანის” პრობლემა. ჩემი აზრით, წასაშლელია. მადლობელი ვიქნებოდი, თუ მომწერდით თქვენს აზრს მის შესახებ. მსგავსი, ვიკიპედიისათვის არაადექვატური ფორმითაა შედგენილი, მაგალითად: მესეფები, ოჩოკოჩი, ტყაშმაფა, წყარიშდიდა. რა აზრის ბრძანდებით მათ შესახებ?
2. როგორც ადრე მოგახსენეთ, ახალი სტატიის შესაქმნელად უკვე არსებობს იოლი გზა, რომელიც არ არის მითითებული სტატიაში “ახალი გვერდის შექმნა”. როგორ ფიქრობთ, არ იქნებოდა უპრიანი ამ თავის რედაქტირება? ამასთან დაკავშირებით ერთი შეკითხვა მაქვს: რის გამო უნდა მიენიჭოს უპირატესობა შინაარსობრივი დაჯგუფების მეთოდით ახალი სტატიის შექმნის გზას?
იმედია, გამოგადგათ ჩემი “ინსტრუქცია” სურათების გადმოწერის შესახებ.
პატივისცემით,
Sopho 15:04, 15 აპრ 2005 (UTC)
[რედაქტირება] დამატებითი კომენტარები
გამარჯობა!
შევამჩნიე, რომ გარკვეულ ხნის მანძილზე არ ჩანდით. ვწუხვარ, რომ შეუძლოდ ყოფილხართ. იმედია, ყველაფერმა ჩაიარა.
ჩემი აზრით, სტატიები “ამირანიანის” და “ამირანიანის” ეპოსის (ასევეა მოცემული, ბრჭყალებში) მთლიანად წასაშლელია. სამაგიეროდ, გვაქვს ასევე სტატია ამირანი, რომელიც გვთავაზობს არა მითის შინაარსს, არამედ ინფორმაციას მის შესახებ. რაც შეეხება იმ დანარჩენ ოთხ სტატიას (ტყაშმაფა და ა.შ.), არ არის აუცილებელი მთლიანად წაშლა ფაილების. შეგვიძლია პირველი თუ პირველი ორი აბზაცის დატოვება, სადაც განმარტებაა მოცემული და დანარჩენი ნაწილის წაშლა, სადაც ხალხური მონათხრობებია გადმოცემული. მგონი, ეს არის ყველაზე სწორი ვარიანტი. რა თქმა უნდა, თუ ვინმე დაამატებს ღირებულ ინფორმაციას, კარგი იქნება, მე მხოლოდ ზედმეტი ნაწილების წაშლის მომხრე ვარ.
ახალი გვერდის შექმნის შესახებ ინფორმაცია იმ ნაწილის ნაცვლად შეიძლება ჩაჯდეს, სადაც სამისამართო ფანჯრის გამოყენებით ახალი სტატიის გახსნის ფორმაა მითითებული: “გვერდის Url-მისამართის შექმნა”. ჩემი შეკითხვა იმას შეეხებოდა, რომ როგორც იქ წერია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შინაარსობრივი დაჯგუფების ფორმას. მაგალითად, კომბოსტოს შესახებ სტატიის შესაქმნელად ბოტანიკის ან რამე მსგავსი გვერდის რედაქტირებას. ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ ეს საჭიროა? მგონი, უკეთესი ვარიანტი იქნება უბრალოდ სტატიის შექმნა ჩვენთვის უკვე ცნობილი იოლი გზით და შემდეგ ბმულების გაკეთება მონათესავე გვერდებზე.
კიდევ ერთი პატარა სასარგებლო რაღაცა: ნებისმიერი წერილის ბოლოში (როდესაც თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით ხართ შესული, რა თქმა უნდა), საკმარისია დაწეროთ მხოლოდ ~ ~ ~ ~ (ოღონდ ზედიზედ, ინტერვალების გარეშე) და ავტომატურად დაეწერება თქვენი სახელი ბმულის ფორმით, თარიღი და საათი. ისევე, როგორც ჩემი წერილის ბოლოშია.
პატივისცემით,
Sopho 19:55, 15 აპრ 2005 (UTC)
[რედაქტირება] ბმულების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია
ავთანდილ,
ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ვიკიპედიის ესთეტიკასა და არა მარტო ესთეტიკასთან დაკავშირებით:
როდესაც ბმულს ქმნით არასახელობით ბრუნვაში ჩასმულ სიტყვაზე, მაგალითად, "გერმანიაში", ნუ ჩასვამთ მხოლოდ სიტყვის ნაწილს "გერმანია" კვადრატულ ფრჩხილებში და ნუ დატოვებთ დანარჩენს გარეთ. ამის ნაცვლად უნდა გაკეთდეს შემდეგნაირად:
გაიხსნას ორმაგი კვადრატული ფრჩხილი, დაიწეროს სიტყვა მხოლობით რიცხვში ანუ ისე, როგორც მისი შესაბამისი სტატიის სათაურია, შემდეგ ვერტიკალური ხაზი - აი, ეს: | - შემდეგ სიტყვა იმ ფორმით, როგორც ეს მოცემულ ტექსტშია ("გერმანიაში", "გერმანიასა" ან სხვა) და დაიხუროს კვადრატული ფრჩხილი.
ეს არა მხოლოდ ესთეტიკის გამოა მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომაც, რომ, მაგალითად, როდესაც გვჭირდება ფორმა "გერმანიის" ან "გერმანიისა", ბმულისათვის საჭირო სახელობითი ბრუნვის ფორმა აღარც არის მთლიანად მოცემული და მაშინ რაღა უნდა ჩავწეროთ ფრჩხილებში? ასეთ შემთხვევაშიც უნდა დაიწეროს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ:
[[გერმანია|გერმანიის]]
მაგალითისთვის შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი ახალშექმნილი სტატია "ჰესენი", რომელიც უკვე გავასწორე. თუ შეხვალთ რედაქტირებაში, იხილავთ, როგორც არის გაკეთებული.
ვიცი, რომ უკვე ბევრი სტატია გაქვთ ამ ფორმით შექმნილი. უკვე დავიწყე გასწორება. ნელ-ნელა ყველას გავასწორებთ. მთავარია, მომავალში სწორად გაკეთდეს.
კარგი იქნებოდა, მოგვეხერხებინა ამ განმარტების სადმე თვალსაჩინო ადგილას მოთავსება იმიტომ, რომ როგორც ვხედავ, სხვა ვიკიპედიელებიც უშვებენ მსგავს შეცდომას.
პატივისცემით,
Sopho 14:48, 16 აპრ 2005 (UTC)
[რედაქტირება] თქვენი გვერდის შესახებ. მნიშვნელოვანია
კიდევ ერთი შენიშვნა:
ვიკიპედიაში მომხმარებლების გვერდები აგებულია იმ ფორმით, რომ მათი სათაურები განეკუთვნება სტანდარტულ სახელთა სივრცეს, განსაზღვრულს PHP Header File-ში. დღეს, როგორც იქნა, ჩვენი თხოვნით, ვიკიპედიის პროგრამისტებმა სახელთა სივრცე გადმოაქართულეს სახელთა სივრცე. მაგალითად, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიხმაროთ ფორმები:
- კატეგორია:
- თარგი:
- ვიკიპედია:
- მომხმარებელი:
და ა.შ.
ნაცვლად თავდაპირველი ინგლისური ფორმებისა:
- Category:
- Template:
- Wikipedia:
- User:
თქვენი გვერდი ამჟამად არ არის აგებული ამ ფორმით. ნაცვლად ამ სტანდარტული სათაურისა - მომხმარებელი:ავთანდილ, მისი სათაურია ვიკიპედიელები:აბულაძე ავთანდილ. ჩემი რეკომენდაცია იქნება გადაიტანოთ თქვენი გვერდი სათაურზე:
მომხმარებელი:ავთანდილ
ამგვარად, თქვენ ავტომატურად გამოჩნდებით მომხმარებლების სიაში. "ვიკიპედიელები" არ განეკუთვნება არავითარ სტანდარტულ სახელთა სივრცეს, იგი ერთგვარ დამოუკიდებელ სტატიას თუ გვერდს წარმოადგენს და ვიკიპედიის სერვერისთვის იგი ფაქტიურად არ არსებობს.
თუ ეს თქვენთვის ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მე შემიძლია ამის გაკეთება.
პატივისცემით,
Sopho 00:39, 19 აპრ 2005 (UTC)
[რედაქტირება] კატეგორია
Hi, Avtandil. I hope you understand english. I see you have been putting categories in articles. Just one thing: the keyword is კატეგორია, not კატეგორიები. I'll replace in some of your recent articles and you can check how it looks. Regards, Malafaya 10:27, 26 აპრ 2005 (UTC)
- P.S.: When the category "command" is recognized, the category text becomes visible in a gray rectangle background. Malafaya 10:31, 26 აპრ 2005 (UTC)
- P.P.S.: If you need to add more than one category, just insert another line with [[კატეგორია:***]]. Malafaya 10:44, 26 აპრ 2005 (UTC)
[რედაქტირება] Wiktionary
Hi, ავთანდილ. I'm writing you to let you know about the start of the Wiktionary (maybe soon baptized as ვიკსიკონი? What's your opinion?) project. The Wiktionary has the purpose of document all the Georgian words as well as foreign words and thus provide us with a multi-lingual dictionary (check the English Wiktionary for more information). The project is still virtually empty and I would need the help of native Georgian speakers to get it up and running. Cheers, Malafaya 13:01, 30 აპრ 2005 (UTC)
- Hello. First of all I thank to you for your messages and consultations. I must note, that my knowledge in English is limitted. I understand well the texts, but to write about various subjects for me is difficult (I can write only with simple sentences and probably with errors!!!). About your last message: Wiktionary is interesting and useful project, but now I do not can actively to take part in its creation, because Wikipedia need much time and energy. What concern to the name of georgian version of Wiktionary - ვიკსიკონი, it is acceptable, but alternative form can be ვიქსიკონი. - ავთანდილ 11:31, 3 მაი 2005 (UTC)
Hi, ავთანდილ. It is I who thank you for all your work. Though I'm not Georgian, I'm very interested in seeing the Georgian language and culture widespread. That's why I "started" (I know you were the pioneer) the Georgian Wikipedia along with Sopho (mainly the technical stuff). Also I'm learning Georgian myself :D. I understand you already have too much work here in Wikipedia. I already asked this to other users here but the more the better, so I would like to ask you a big favour if/when you have the opportunity. I'm starting some layout stuff at the Wiktionary. I have to translate the languages names into Georgian. I already did some I know. There are still some I don't know. In this page are the ISO 639-1 codes for languages. If you would be kind enough to go to the შობა article, click on the თარგი: links that still appear and fill them in with the appropriate language translation in Georgian (just click on them and you will be editing), I'd be really appreciated. Put double square brackets around them to make them a link (check wikt:თარგი:ka for an example). შობა is being used as the example for other articles. If you have any suggestion at all, please leave me a note on my talk page. დიდი მადლობა! (P.S.: your english is quite good ;)) --Malafaya 18:35, 7 მაი 2005 (UTC)