აბულეთისძე, მოდისტოს
ვიკიპედიიდან
მოდისტოს აბულეთისძე, მღვდელმთავარი XII საუკუნის I მეოთხედის საქართველოში. ფეოდალური არისტოკრატიის ინტერესების აქტიური გამომხატველი. აბულეთისძე დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკის წინააღმდეგი იყო. მიიტაცა საეკლესიო ქონება. თავისი ძმა ძაგან აბულეთისძესთან ერთად იბრძოდა მეფის ცენტრალური პოლიტიკის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.