აბე კობო
ვიკიპედიიდან
აბე კობო (* 7 მარტი. 1924, ტოკიო ― † 22 იანვარი. 1993, იქვე), იაპონელი მწერალი. მის სახელთან დაკავშირებულია 50-იანი წლების იაპონური ლიტერატურის აღმავლობა. აბეს შემოქმედების მთავარი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, ადამიანის სულიერი მარტოობის პრობლემა. ამ თემისადმია მიძღვნილი მისი რომანები - "კედელი" (1951, აკუტაგავას პრემია), "მხეცები მიეშურებიან შინ" (1957) და ფილოსოფიური ტრაგედია - "ქალი ქვიშაში" (1963), "უცხო სახე" (1964), "დამწვარი რუკა" (1967), რომლებსაც აერთიანებს პრობლემა - ადამიანის გაუცხოება, სიმარტოვე თანამედროვე დასავლეთ სამყაროში, მისი განწირული მისწრაფება უპერსპექტივობის, საერთო გათიშულობის დასაძლევად. აბე აგრეთვე მეცნიერული ფანტასტიკური რომანის ("გამყინვარების მეოთხე პერიოდი", 1959), პიესების და მოთხრობების ავტორია.