აბე, ერნსტ
ვიკიპედიიდან
აბე, ერნსტ (Ernst Karl Abbe), (* 23 იანვარი. 1840, აიზენახი ― † 14 იანვარი. 1905, იენა), გერმანელი ფიზიკოს-ოპტიკოსი, მიკროსკოპში გამოსახულების წარმოქმნის თეორიის ავტორი. 1870-იდან თეორიული ფიზიკის პროფესორი იენაში, 1877-90 იენის ობსერვატორიის დირექტორი. მიკროსკოპების კონსტრუქციის მეცნიერული საფუძვლების კვლევის მიზმით 1863 მუშაობდა კ. ცაისის ოპტიკის სახელოსნოებში. აბეს მიკროსკოპის თეორია (1872) ამ რთული ამოცანის გადაწყვეტის პირველი მეცნიერული ცდაა. 1870 დაადგინა ე. წ. სინუსების კანონი, რომელსაც ფართოდ იყენებენ ოპტიკურ გამოთვლებში.