წმინდა ნინო
ვიკიპედიიდან
წმინდა ნინო კაბადოკიელი, გადმოცემის თანახმად ქართლისა და კახეთის გამქრისტიანებელი, მოციქულთა სწორი.
ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნეები ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც წმიდა ნინომ ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ. გზა ბოლოს 13 ივლისს სრულდება მცხეთაში, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს. გზის მონაწილეები ხატებითა და ბაირაღებით დაივლიან ჯავახეთის და შემდეგ ქართლის სოფლებს, მათთან ერთად დადის სამღვდელოებაც. ინათლებიან ადამიანები, იკურთხება სახლები, სოფლები.