უნიკოდი
ვიკიპედიიდან
უნიკოდი, სიმბოლოთა სტანდარტია, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვხატოთ პრაქტიკულად ყველა ენის დამწერლობის ნიშნები (სიმბოლოები, ასოები). უნიკოდი წარმოდგენილია რამდენიმე ფორმით: UTF-8, UTF-16 (UTF-16BE, UTF-16LE) და UTF-32 (UTF-32BE, UTF-32LE). აგრეთვე შემუშავებულია UTF-7, შვიდ ბიტიანი არხით ინფორმაციის გადაცემისთვის, მაგრამ ეს ფორმა, ASCII-სთან შეუთავსებლობის გამო, არ არის დამკვიდრებული და არ შედის უნიკოდის სტანდარტში.
მაიკროსოფტის Windows NT-ში, მასზე დაფუძნებულ სხვა სისტემებში: Windows 2000, Windows XP - (უნიკოდი Microsoft ოპერაციულ სისტემებში) ძირითადად გამოიყენება UTF-16LE. UNIX-ში და მსგავს ოპერაციულ სისტემებში - GNU/Linux, BSD და მაკ ოს X მიღებულია: ფაილებისთვის - UTF-8 ფორმა; UTF-32 ან UTF-8 კი ოპერატიული მეხსიერების მონაცემთა დამუშავებისთვის.
სტადარტი შემოთავაზებულია 1991 წ. - არაკომერციული ორგანიზაციის ”უნიკოდის კონსორციუმი”-ს მიერ. , რომელიც აერთიანებს უმსხვილეს IT (ინტერნეტ ტექნოლოგიების) კორპორაციებს. ამ სტანდარტის გამოყენება საშუალებას იძლევა გავუკეთოთ კოდირება ძალზე მაღალი რაოდენობის სიმბოლოებს - სხვადასხვა დამწერლობებიდან: უნიკოდ დოკუმენტებში, კოდური გვერდის გამოყენების გარეშე, გვერდიგვერდ თავსდებიან ჩინური იეროგლიფები, მათემატიკური სიმბოლოები, ბერძნული ალფავიტის ასოები და კირილიცა.
უნიკოდის სტანდარტში კოდები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად. U+0000-დან U+007F-მდე ჯგუფი შეიცავს ASCII სიმბოლოებს, შესაბამისი კოდებით. შემდეგ ჯგუფებში მოთავსებულია სხვადასხვა დამწერლობის ნიშნები, პუნქტუაციის ნიშნები და ტექნიკური სიმბოლოები. კირილიცის სიმბოლოებს ეთმობა U+0400-დან U+052F-მდე ჯგუფი.
სექციების სია |
[რედაქტირება] წერა ორი მიმართულებით
უნიკოდის სტანდარტი ითვალისწინებს მხარდაჭერას ისეთი ენებისთვის, რომლებშიც წერა წარმოებს მარცხნიდან-მარჯვნივ, LTR) არაბული ენა, ივრითი (ყველა ებრაულ ენას: იდიში,ლადინო და ა.შ.), ასევე საპირისპიროს - მარჯვნიდან-მარცხნივ (ინგლისური: right-to-left RTL); ანუ უნიკოდი მხარს უჭერს ორივე მიმართულებით წერას. გარდა ამისა უნიკოდი მხარს უჭერს კომბინირებულ ტექსტებს, რომლებიც შეიცავენ როგორც RTL ისე LTR ფრაზებს. ამგვარ შესაძლებლობას უწოდებენ ორმიმართულებიანობას , Bidir). უნიკოდის მარტივ ვერსიებს შესაძლოა არ გააჩნდეს ორმიმართულებიანობის მხარდაჭერა.
[რედაქტირება] უნიკოდის ვერსიები
ამ სისტემაზე მუშაობა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. სიმბოლოთა ცხრილში შემოაქვთ ცვლილებები და სიახლე-დამატებები. ერაპობრივად ცხადდება უნიკოდის ახალი ვერსიის შესახებ. გამოიცემა ახალი ISO დოკუმენტები, რამდენადაც თავდაპირველი უნიკოდ სისტემა შემოტანილი იყო ნაჩქარევად და დაუმთავრებელი სახით. უნიკოდის სისტემა დღეს არსებობს შემდეგი ვერსიების სახით:
- 1.1 შეესაბამება სტანდარტს ISO/IEC 10646—1:1993),
- 2.0 იგივე სტანდარტი ISO/IEC 10646—1:1993 მხოლოდ დამატებულია: «Amendments» 1-დან 7-მდე და «Technical Corrigenda» 1 და 2
- 2.1 იგივე სტანდარტი ISO/IEC 10646—1:1993 მხოლოდ დამატებულია: «Amendments» 1-დან 7-მდე და «Technical Corrigenda» 1 და 2
- 3.0 სტანდარტი ISO/IEC 10646—1:2000)
- 3.2 სტანდარტი 2002
- 4.0 სტანდარტი 2003
- 4.01 სტანდარტი 2004
- 4.1 სტანდარტი 2005
უნიკოდის ქართული ნაწილი შემუშავდა და დაინერგა ჟოსტ გიპპერტის (Jost Gippert) - „ტიტუს კიბერბიტ“ ფონტის ავტორის და მიხეილ ევერსონის (Michael Everson) მიერ, ეგრეთწოდებულ „ინფოტექ-აკადემიის“ სტანდარტზე დაყრდნობით.
[რედაქტირება] უნიკოდის შესაბამისი ქართული ფონტები
უნიკოდის შესაბამისი ქართული კომპიუტერული ფონტები არსებობს კომერციული, რომლებიც უმთავრესად „ვინდოუზ“ სისტემას მოჰყვება (Sylfaen და Arial Unicode MS) და თავისუფალი გამოყენების ანუ უფასო.
ორიგინალური მაღალხარისხოვანი უფასო ქართული უნიკოდ დელტა ჰინტირებული და ბითმაპ ჩართული ფონტების ერთად ერთი მწარმოებელია „BPG-InfoTech Co“, რომლის ფონტების არსებითი ნაწილი დაშვებულია General Public License (GPL), GNU გამოყენებისათვის და შედის ისეთი დისტრიბუციების შემადგენლობაში, როგორიცაა „ლინუქსი“.
[რედაქტირება] ფონტების ჩამოტვირთვა
- უნიკოდის 2005 წლის ვერსიის შესაბამისი ერთად ერთი ფონტი (შეიცავს ასომთავრულს და ნუსხურს)
- BPG-InfoTech
- BPG-InfoTech არქივი 1
- BPG-InfoTech არქივი 2
- Fonts.Ge
[რედაქტირება] კლავიატურის მართვის ჩამოტვირთვა
- უნიკოდის 2005 წლის ვერსიის შესაბამისი ერთად ერთი ფონტის კლავიატურა (შეიცავს ასომთავრულს და ნუსხურს)
- BPG-InfoTech
- BPG-InfoTech არქივი 1
- BPG-InfoTech არქივი 2
[რედაქტირება] აგრეთვე იხილეთ
- ASCII
- Latin-1
- კირილიცა უნიკოდში
- Windows Glyph List 4