პეისი, იან
ვიკიპედიიდან
იან პეისი | ||
---|---|---|
ბიო | ||
ნამდვილი სახელი | იან ანდერსონ პეისი | |
დაიბადა | 29 ივნისი 1948 | |
წარმოშობის ადგილი | ნოტინგჰემი, ინგლისი | |
ჟანრი/ები | ჰარდ როკი | |
ინსტრუმენტი/ები | დასარტყამი ინსტრუმენტები | |
აქტივობის წლები | 1967 - დღემდე |
ბრიტანელი მუსიკოსი იან ანდერსონ პეისი დაიბადა 1948 წლის [[|29 ივნისი|29 ივნისს]] ნოტინგჰემში. მან სახელი გაითქვა ლეგენდარულ ჰარდ-როკ ჯგუფ დიფ ფარფლში მოღვაწეობით. 2002 წელს ჯგუფიდან ჯონ ლორდის წასვლის შემდეგ პეისი ერთადერთი წევრია, ვინც დაარსებიდანვე დიფ ფარფლში უკრავს.
იან პეისი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰარდ-როკის განვითარებაში, რადგან მუსიკის ამ ჟანრში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რითმულ ნაწილს. პეისი როკ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დრამერია. მან დაკვრის თავისი უნიკალური სტილი შექმნა. ასევე ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც სპეციალურად ცაციებისთვის აწყობილ დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. სხვები ან მარჯვენა ხელით დაკვრას სწავლობენ (მაგ. რინგო სტარი) ან თავიანთ ტეკნიკას მემარჯვენეთათვის განკუთვნილ ინსტრუმენტებს უთავსებენ.
[რედაქტირება] მუსიკალური კარიერა
იან პეისიმ მუსიკალური კარიერა ოქსფორდშირის ჯგუფში დაკვრით დაიწყო. შემდეგ ჯგუფ "M15"-ში გადავიდა, რიმელსაც შემდგიმ მეიზ დაარქვეს. 19 წლის ასაკში მან დატოვა ჯგუფი და 1968 წელს დიფ ფარფლი დაარსა რიჩი ბლექმორთან, ჯონ ლორდსა და როდ ევანსთან ერთად. პეისი ერთადერთია, ვინც დიფ ფარფლის ყველა შემადგენლობაში იყო. იმ პერიოდში, როცა დიფ ფარფლი დაშლილი იყო, პეისი ჯგუფ პეისი, ეშტონ & ლრდი-ში უკრავდა.
მიუხედავად იმისა, რომ იან პეისი კვლავ აქტიურად მოღვაწეობს მუსიკის სფეროში, ბოლო ათ წელში წელში მისი სტილი უფრო მშვიდი და ნელი გახდა. როგორც სტუდიურ ჩანაწერებში, ასევე კონცერტების დროს დასასტყამი ინსტრუმენტების სოლო უფრო იშვიათია. ზოგიერთ სიმღერაში, მაგ. Space Truckin'-ში დრამების სოლო შემცირებულია.
|
გილანი, იან | მორსი, სტივ | გლოვერი, როჯერ | ეირი, დონ | პეისი, იან |
ბლექმორი, რიჩი | ლორდი, ჯონ | სატრიანი, ჯო | ტერნერი, ჯო ლინ | ბოლინი, ტომი | კოვერდეილი, დევიდ | ჰიუზი, გლენ | ევანსი, როდ | სიმპერი, ნიკ |
დაკავშირებული სტატიები |
---|
რეინბოუ | გილანის ჯგუფი | ბლექმორს ნაით | ბლექ საბათი | ვაით სნეიქი |