კენტუკი (შტატი)
ვიკიპედიიდან
კენტუკი (Kentucky, Ky), შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ინდიელთა ენაზე „დაბლობს“ ან „პრერიას“ ნიშნავს. შეიქმნა 1765 წელს როგორც ვირჯინიის ნაწილი, 1792-დან დამოუკიდებელი შტატია.
- ფართობი – 103 ათასი.
- მოსახლეობა - 4,113 ათასი (თეთრი 92 %, აფროამერიკელი 7,1 %, ლათინურამერიკელი 0,6 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 50,9 %.
- ქალაქები – ფრანკფორტი (დედაქალაქი), 27 ათასი, ლუისვილი, 261 ათასი, ლექსინგტონ-ფაიეტი, 240 ათასი.
- ცნობილი ადამიანები – მუჰამედ ალი, ჯ.გრიფიტი, რობერტ უორენი.
- თავისებურებები – მამონტის მღვიმის ეროვნული პარკი, აბრაამ ლინკოლნი სამშობლო ჰოდგენვილში, აშშ-ს ოქროს საცავი.