კანზასი
ვიკიპედიიდან
კანზასი (Kansas, Ks), შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი სიუს ტომის ენაზე „სამხრეთის ქარის ხალხს“ ნიშნავს. 1541 წელს კანზასს ესპანეთისათვის იკვლევდა ფრანსისკო დე კორონადო. 1682 – იკვლევდა ფრანგი ლა-სალი. 1803 – გადაეცა აშშ-ს ლუიზიანის გაყიდვით. 1854 – აშშ-ს ტერიტორია. 1861-დან აშშ-ს შტატი.
- ფართობი – 212 ათასი.
- მოსახლეობა - 2,707 ათასი (თეთრი 90,1 %, აფროამერიკელი 5,8 %, ლათინურამერიკელი 3,8 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 66,7 %.
- ქალაქები – ტოპიკა (დედაქალაქი), 120 ათასი, უიჩიტა, 320 ათასი, კანზას სიტი, 143 ათასი.
- თავისებურებები – დოჯ-სიტი, ეიზენჰაუერის ცენტრი.