დუშეთი
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, დუშეთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, პირველად იხსენიება 1215 წელს. XVII ს-ში აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის საკონსერვო, რძის ქარხნები, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმЭოდნეობის მუზეუმი, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია). ქალაქში შემორჩენილია წმ. გიორგის ეკლესია (IX-X სს.), მოხელის დარბაზი (XVII ს.), ჭილაშვილების ციხე-დარბაზი (XVIII ს.). დუშეთში არის წილკნის ეპარქიის რეზიდენცია.