დემეტრა
ვიკიპედიიდან
დემეტრა (ბერძნ. Δημήτηρ Dēmētēr), ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას ასული.
დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე - დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები - დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.
თორმეტი ოლიმპიური ღმერთი |
ათენა | აპოლონი | არტემიდა | აფროდიტე | ეროსი | დემეტრა | ზევსი | პოსეიდონი | ჰერა | ჰერმესი | ჰესტია | ჰეფესტოსი |