Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions დამოუკიდებელი საქართველოს ქრონოლოგია - ვიკიპედია

დამოუკიდებელი საქართველოს ქრონოლოგია

ვიკიპედიიდან

ამ სტატიას სჭირდება ვიკიფიკაცია.
გთხოვთ გააუმჯობესოთ იგი სტილის სახელმძღვანელოს მიხედვით.
ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ.

[რედაქტირება] საბჭოთა პერიოდის დასასრული

  • 1990 წლის 11-13 მარტს ფილარმონიაში მოწვეული იქნა ანტისაბჭოთა და ეროვნული ძალების კონფერენცია რომლის მიზანი იყო შექმნილიყო ორგანო - საკოორდინაციო საბჭოს სახით. კონფერენციის დაწყებისთანავე გამოიკვეთა ორი - მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია:
    • ეროვნული მოძრაობის ძალები, რომლებიც შემოიკრიბნენ ზვიად გამსახურდიას გარშემო აუცილებლად თვლიდნენ საბჭოთა კანონების გამოყენებას, სსრკ კანონის ფარგლებში არჩევნების ჩატარებას, არჩევნების მოგებას და ამ გზით დაფუძნებული ლეგიტიმური ხელისუფლების გამოყენებას საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის (ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ - რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ამ გზით დაიწყო სსრკ-დან გასვლა).
    • სხვა პრო-დისიდენტური, ანტისაბჭოთა ძალები, რომელნიც შემოკრებილნი იყვნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტის (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტის (თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი), მონარქისტული პარტის (თემურ ჟორჟოლიანი,) საქართველოს "მხედრიონის" (ჯაბა იოსელიანი) გარშემო და იდეოლოგიურად მისდევდნენ ანდრეი სახაროვს, მერაბ მამარდაშვილს, ნიკო ჭავჭავაძეს, რევაზ ჩხეიძეს. ეს ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ პირველ რიგში მიღწეული ყოფილიყო საბჭოთა არმიის გაყვანა საქართველოდან. ზოგადად მათი პოლიტიკური კრედო იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.


  • 1990 წლის მარტის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს კომუნისტური არჩევნების ჩაშლა.


  • 1990 წლის მაისის ბოლოს, „მრგვალმა მაგიდამ“ სამოქმედო პროგრამა წარადგენა თსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა და ქართველი ინტელიგენციის წინაშე, თბილისის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის სააქტო დარბაზში, მაისის მესამე დეკადაში.


  • 1990 წლის მაისის ბოლოს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა „ეროვნული ყრილობა“, რომლის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. ამ ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და ამასვე მოუწოდებდნენ მთელ ერს. იმის გამო, რომ "მრგვალმა მაგიდამ" გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, გ.ჭანტურიას მხარემ ეს უკანასკნელნი დაადანაშაულა ეროვნული ინტერესების ღალატში და ქართველი ერის შეცდომაში შეყვანაში.


  • 1990 წლის 20 ივნისს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილებით დაიგმო საქართველოს ოკუპაცია და სსრ კავშირში ანექსია და იგი გახდა სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი ახალი, კანონიერი მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად.


  • 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დეკლარაცია "სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ". რითაც იგი ცხადდებოდა "საკავშირო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად", რომელიც "... დამოუკიდებელ კურსს განახორციელებდა ფედერაციასა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში"...


  • 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს "სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ" დეკლარაცია, როგორც ანტიკონსტიტუციური, ცნო ბათილად. შემდგომში ასევე გაუქმებული იქნა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული არაერთი ანტიკონსტიტიციური აქტი, რითაც ოლქი თავს საქართველოს იურიდისქციიდან გასულად აცხადებდა.


  • 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ზ.გამსახურდიას მიერ შექმნილმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო".

[რედაქტირება] გარდამავალი პერიოდის გამოცხადება

  • 1990 წლის 14 ნოემბერს მუშაობას შეუდგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია სესიამ ფარული კენჭისყრით აირჩია ზ.გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლების მომზადებისათვის, ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე ამავე სესიაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი "საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ".
    • სესიამ ასევე მიიღო კანონები "საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნის შესახებ".
    • საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია გარდამავალ პერიოდში სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებდა ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე, მოქმედ კონსტიტუციაში კი შეტანილი იქნა არაერთი ცვლილება და დამატება, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო, რომელიც ძალადობით იყო შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აჩერებს სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და ინტერესებს.


  • 1990 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება, მიღებული იქნა დადგენილება "შინაგან ჯარებში - ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი დებულების შესახებ", ასევე კანონები "გარდამავალ პერიოდში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, საკრებულოს არჩევნების შესახებ", "რეფერენდუმის შესახებ" და სხვა.


  • 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ. კანონის თანახმად, შინაგანი ჯარი - ეროვნული გვარდია ერთიანდებოდა მთავარ სამმართველოში, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და მას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. ამ კანონის მიხედვით, შინაგანი ჯარის - ეროვნული გვარდიის სარდალს ნიშნავდა უზენაესი საბჭო.


  • 1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში შედგა ზ.გამსახურდიასა და რუსეთის პრეზიდენტის ბ.ელცინის ოფიციალური შეხვერდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეული შეთანხმება რუსეთთან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე - რუსეთმა აღიარა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება.


  • 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.
    • რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 კაცს (90,3 პროცენტი). რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

[რედაქტირება] დე-ფაქტო დამოუკიდებლობის პერიოდი

  • 1991 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
    • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიმართა მსოფლიოს ხალხებს მხარი დაეჭირათ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის ნებისათვის, არ დაეშვათ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეეწყოთ საქართველოს რესპუბლიკის ცნობისა და მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მისი დამკვიდრებისათვის.


  • 1991 წლის თებერვალში მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის განახლებული ვარიანტი, სადაც უმაღლეს საბჭოს განესაზღვრა თავისი უფლებამოსილებები და შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი.


  • 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება "საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ".


  • 1991 წლის აპრილში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც იქმნებოდა ეროვნული გვარდიის, საჯარისო ფორმირებების, უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ყველა ფორმირებებს და მათ შორის გვარდიასაც გულისხმობდა. საჭირო ფორმირებების შექმნის, ცვლილებების შეტანის პრეროგატივა კონსტიტუციით მხოლოდ უზენაეს საბჭოს გააჩნდა.


  • 1991 წლის 14 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, ზვიად გამსახურდია არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად.


  • 1991 წლის 15 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის #275 ბრძანებულების თანახმად: უკანასკნელ ხანებში იმპერიის შემადგენლობაში მყოფმა ხალხებმა გააძლიერეს საპროტესტო პოლიტიკური საგაფიცვო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს იმპერიული ცენტრალური ხელისუფლების გაუქმებას და სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესისთვის ხელშეწყობას. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე სამაჩაბლოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ე. წ. ცენტრის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ მრგვალი მაგიდის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა სატრანსპორტო საშუალებებისა და საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების გაფიცვები გამოაცხადეს.
    • გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციებს აქვს ერთი მიზანი: საქართველოს სრული, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, იმპერიული სტრუქტურებისადმი დაქვემდებარებისა და დიქტატისაგან მისი განთავისუფლება, რაც წარმოადგენს უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესის უშუალო გაგრძელებას".


  • 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნები. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 89,59 პროცენტმა ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას გახდა ხალხის მიერ არჩეული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.


  • 1991 წლის 28 ივნისს მიღებულ იქნა „კანონი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“.


  • 1991 წლის 2 აგვისტოს მიღებულ იქნა კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“.


  • 1991 წლის 10 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ“.


  • 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვის პუტჩთან („გკჩპ“) დაკავშირებით მოსკოვიდან ცენტრის მუქარის განსახორციელებლად ჩამოსული იყვნენ არმიის გენერალი ჟურავლოვი და სხვა სამხედრო პირები. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ეროვნული გვარდიის სტრუქტურებში შეტანილ იქნა ცვლილებები მასზე საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა არმიის მხრიდან შესაძლებელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.
    • 1991 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ. კერძოდ, ეროვნულ გვარდიას მიენიჭა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი, გაუქმდა სარდლის თანამდებობა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.


  • 1991 წლის .. აგვისტოს პრეზიდენტიმა ხ.გამსახურდიამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს „გე-კა-ჩე-პე“-ს საშიშროების საწინააღმდეგოდ ეცნოთ ყველა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და ყველა ის რესპუბლიკა, რომელმაც ლეგიტიმური გზით დამოუკიდბლობის დეკლარირება მოახდინა - რასც არავითარი პასუხი არ მოჰყოლია.


  • 1991 წლის 21 აგვისტოს აშშ პრეზიდენტმა ბუშმა იმის გამო, რომ ზ.გამსახურდიამ ეჭვი შეიტანა „გე-კა-ჩე-პე“-ს პროვოკაციულ ხასიათში და მის სსრკ პრეზიდენტის გორბაჩევის მიერ ფარული წარმართვასა და პროვოცირებაზე - მას უწოდა „ადამიანი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს“


  • 1991 წლის 23 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის # 535 ბრძანებულებით თენგიზ კიტოვანი განთავისუფლებულ იქნა ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან, თვით თანამდებობა კი გაუქმდა. გვარდიის ხელმძღვანელობა კანონის შესაბამისად დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.


  • 1991 წლის 26 აგვისტოს, რუმინეთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა


  • 1991 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა საქართველოს კომუნისტური პარტიის მოქმედება, გკჩპ-ს მხარდაჭერისათვის და მისი ქონება გამოცხადებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებად.


  • 1991 წლის 26 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.


  • 1991 წლის 26 აგვისტოს როგორც კი მოსკოვის პუტჩის ხელმძღვანელები დამარცხდნენ და დაპატიმრებულ იქნენ და საშიშროებამ განვლო - საქართველოს პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც დაექვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.


  • 1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს რესპუბლიკის წილის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაავალა მინისტრთა კაბინეტს დაეწყო მოლაპარაკება სსრ კავშირის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან, სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრების არსებულ ქონებაში (ოქროსა და ალმასის ფონდები, სავალუტო რეზერვები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვის ობიექტები და სხვ.) საქართველოს წილის განსაზღვრისა და მისი მიღების პირობების შესახებ, ასევე, სსრ კავშირის საშინაო და საგარეო ვალებში საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა და აღებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პირობების შესახებ.


  • 1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.


  • 1991 წლის სექტემბერში შეიქმნა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქობალია, ხოლო მის პირველ მოადგილედ და ამავე დროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად - როზლანდ ლაკია.


  • 1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, დაგმობილი იქნა 1991 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისში რუსთაველის მოედანზე მიტინგის დროს ძალის გამოყენების ფაქტი, აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გარემოებებთა ყოველმხრივი შესწავლისათვის შეიქმნა უზენაესი საბჭოს კომისია, ყველა რეგისტრირებული პარტიის, აგრეთვე საზოგადოებრიობის წარმომადგენლობათა მონაწილეობით. ამასთან, ცნობად იქნა მიღებული, რომ ამ ფაქტის გამო ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობდა გამოძიება.


  • 1991 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა მიიღო დადგენილება რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.


  • 1992 წლის 2 იანვრის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, რომელსაც ასევე ხელს აწერს ნ. ბურჭულაძე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, აკაკი ასათიანს მიეცა უზენაესი საბჭოს შენობაში 1992 წლის 4 იანვრამდე გამოცხადებისა და თავისი უფლებამოსილების განხორციელების წინადადება, წინააღმდეგ შემთხვევში პრეზიდიუმი მის მიმართ იტოვებდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების უფლებას. საქართველოს უზენაესი საბჭო მოკლებული იყო ა. ასათიანის მხრიდან ხელმძღვანელობას და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი კანონიერად მოითხოვდა მისგან პარლამენტის შენობაში გამოცხადებასა და კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას.
    • უზენაესი საბჭოს 38 წევრზე სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების დადგენილება მიღებული იქნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. აღნიშნულ დადგენილებას ხელს აწერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურჭულაძე. უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი გახდა დეპუტატთა ნაწილის მიერ უზენაესი საბჭოსა და მისი ორგანოების მუშაობაში თავის არიდება.
    • ხელისუფლება და პრეზიდენტი აღნიშნულ პერიოდში იმყოფებოდა შეიარაღებული ოპოზიციური ძალების მხრიდან გარშემორტყმულ მდგომარეობაში და თავდასხმებისაგან იცავდა თავს.
THIS WEB:

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - be - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - closed_zh_tw - co - cr - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - haw - he - hi - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - ms - mt - mus - my - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - ru_sib - rw - sa - sc - scn - sco - sd - se - searchcom - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sq - sr - ss - st - su - sv - sw - ta - te - test - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tokipona - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007:

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - be - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - closed_zh_tw - co - cr - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - haw - he - hi - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - ms - mt - mus - my - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - ru_sib - rw - sa - sc - scn - sco - sd - se - searchcom - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sq - sr - ss - st - su - sv - sw - ta - te - test - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tokipona - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia 2006:

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - be - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - closed_zh_tw - co - cr - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - haw - he - hi - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - ms - mt - mus - my - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - ru_sib - rw - sa - sc - scn - sco - sd - se - searchcom - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sq - sr - ss - st - su - sv - sw - ta - te - test - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tokipona - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu