ბარის საჰერცოგო
ვიკიპედიიდან
ბარის საჰერცოგო (ფრანგ.: Duché de Bar) მდებარეობდა ლოთარინგიაში (საფრანგეთი), მდ. მაასის ზემო აუზში.
ბარი (ცენტრი: ქ. ბარ-ლე-დიუკი) 1354 წლიდან საჰერცოგოა. მისი ერთი ნაწილი, ბარუა მუვანი (ფრანგ.: Barrois mouvant) 1301 წლიდან საფრანგეთის ნაწილი იყო, მეორე კი წმინდა რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. 1380 წელს გერმანული ნაწილი ლოთარინგიის საჰერცოგოს შეურთდა, ხოლო ბარუა მუვანი საფრანგეთს დარჩა.
საჰერცოგო მდ. მაასის გასწვრივ მდებარეობდა. სამხრეთით ქ. ბასინამდე და ჩრდილოეთით ბარის საჰერცოგო მდ. მაასის გასწვრივ სამხრეთით ქ. ბასინიდან ჩრდილოეთით ქ. სტენემდე მდებარეობდა. იგი მოიცავდა ტერიტორიას არგონებსა და მდ. მოზელს შორის, ვოვრსა და მიწებს ქ. ტულის ჩრდილოეთით.