აბელი, ნილს
ვიკიპედიიდან
ნილს ჰენრიკ აბელი (* 5 აგვისტო, 1802, სტავანგერის მახლობლად ― † 6 აპრილი, 1829, არენდალის მახლობლად), ნორვეგიელი მათემატიკოსი.
აბელის შრომებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის საერთო განვითარებაზე. მათ საფუძველზე შეიქმნა ახალი მათემატიკური დისციპლინები: გალუას თეორია, ალგებრული ფუნქციების თეორია და სხვ. აბელმა დაამტკიცა (1824) ოთხზე მაღალი ხარისხის ზოგადი ალგებრული განტოლების ამოუხსნადობა რადიკალებში. ინტეგრალურ აღრიცხვაში უჩვენა ისეთი ფუნქციების არსებობა, რომელთა ინტეგრირება ელემენტარულ ფუნქციებში არ ხერხდება, მათ ინტეგრირებას მივყავართ ახალ ტრანსცენდენტურ ფუნქციებამდე. ამ გამოკვლევებმა აბელი მიიყვანა ელიფსური ფუნქციების და ჰიპერელიფსური ფუნქციების აღმოჩენამდე. აბელმა გამოიკვლია ინტეგრალები, რომლებიც ამჟამად მის სახელს ატარებს. აქვს მნიშვნელოვანი შრომები მწკვრივთა თეორიაში. ცნობილია აბელის იგივეობა, აბელის უტოლობა, აბელის პრობლემა, აბელის განტოლება, აბელის ჯგუფი, აბელის თეორემები.