Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ჰიუგო, ვიქტორ - ვიკიპედია

ჰიუგო, ვიქტორ

ვიკიპედიიდან

 ვიქტორ ჰიუგო, 1883
გაზარდეთ
ვიქტორ ჰიუგო, 1883

ვიქტორ ჰიუგო (Victor Hugo, 1802, 26 თებერვალი, ბეზანსონი - 1885, 22 მაისი, პარიზი) ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: "მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ" - წერს იგი სკოლის ჟურნალში [1]. დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს "Le conservateur litteraire", რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.

 ჰიუგო სასიკვდილო სარეცელზე  ნადარი
გაზარდეთ
ჰიუგო სასიკვდილო სარეცელზე ნადარი

1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად იქნება არჩეული. 1843 წელს იღუპება მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რაც ძალიან იმოქმედებს მამაზე. მწერალი 10 წლის მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის. იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის. 1852 წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი წერს განჭვრეტას, ნაცვალგებასა და საბრალონს. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული. მწერალი გარდაიცვლება 1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტი ადამიანი მიაგებს პატივს. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალავენ.

[რედაქტირება] რომანტიკული დრამის თეორეტიკოსი

 ვიქტორ ჰიუგო. როდენი
გაზარდეთ
ვიქტორ ჰიუგო. როდენი

1827 წელს გამოქვეყნებული კრომველის შესავალში ჰიუგო კონკრეტულად აყალიბებს რომანტიზმის პრინციპებს. იგი ბრძოლას უცხადებს კლასიცისტურ ერთიანობებს, გამოთქვამს ჭეშმარიტების დახატვის სურვილს და ხოტბას ასხამს შექსპირს. "უძველესი პრიმიტიული ხანა ლირიკული იყო, ანტიკური - ეპიკური, თანამედროვე კი - დრამატული. ოდა უსასრულობას უმღეროდა, ეპოპეა – ისტორიას, დრამა კი ცხოვრებას ხატავს. შექსპირის დრამა შემდგარია გროტესკისა და ამაღლებულისგან, ტრაგედიისა და კომედიისგან." [2] აქედან გამომდინარეობს აზრი ჟანრების აღრევის შესახებ, რადგან თავად ცხოვრება ასეთივე ნაზავს წარმოადგენს. ჰიუგოს მიაჩნია, რომ თანამედროვე ხანა ქრისტიანობიდან იწყება. ქრისტემ გვასწავლა ადამიანის გაორება სულსა და სხეულს, სუბლიმურსა და გროტესკულს, ზეცასა და მიწას შორის. ამ ორ ნაწილს შორის დიალოგი არის თანამედროვე ადამიანის მორალური ცხოვრების ძირითადი არსი. თეატრშიც ეს ორივე უნდა იქნას წარმოდგენილი. დრამა ერთადერთი ჟანრია, რომელსაც ეს ძლუძს. დრამა სრულყოფილი ჟანრია, რადგან შეიცავს ლირიზმსა და ეპოპეას. ტრაგედიიდან კი გაძევებულია პოეზია. მართალია დრამა თავისუფალი ჟნრია, მაგრამ მაინც ხელოვნებაა და ამიტომ გარკვეულ შეზღუდვებთან მაინც გვაქვს საქმე. ეს შეზღუდვაა ლექსის ფორმის ხმარების აუცილებლობა. ჰიუგო წინააღმდეგია პროზაული დრამისა და ალექსანდრინის გამოყენებას მოითხოვს. თუმცა აუცილებელია დარღვეულ იქნას ამ ფორმის მონოტონურობა და საჭიროების მიხედვით გამოყენებულ იქნას ლირიკული, ეპიკური, ამაღლებული გრძნობები. ლექსი უნდა იყოს თავისუფალი, გულწრფელი, უნდა გაბედოს თქვას ყველაფერი შიშის გარეშე, უნდა გადადიოდეს კომიკურიდან ტრაგიკულში, არტისტულიც უნდა იყოს და ნამდვილიც. 1830 წელს კომედი ფრანსეზში იდგმება ჰიუგოს რომანტიკული დრამა, ერნანი, რომელიც ძველსა და ახალ თაობას შორის დაპირისპირებას იწვევს. ერნანში სრულიად უარყოფილია კლასიცისტური ნორმები: დარღვეულია ადგილის ერთიანობა - მოქმედება გადადის სარაგოსადან არაგონის მთებში; დროის ერთიანობა - მოქმედება 24 საათის ნაცვლად 6 თვე გრძელდება. ჰიუგო არ უარყოფს მოქმედების ერთიანობას, მაგრამ მისთვის ეს არ ნიშნავს სიმარტივესა და მეორადი მოქმედების არარსებობას, არამედ სხვადასხვა მოქმედებების ერთი ღერძის ირგვლივ გაერთიანებას. კლასიციზმისათვის უკეთილშობილეს ფორმად მიჩნეული ალექსანდრინი ერნანში გათავისუფლებულია და ემორჩილება ფარსული საუბრის რიტმს, რაც აღშფოთებას იწვევს ძველ თაობაში. ამასთანავე ხდება ტონთა აღრევაც, ერთდროულად გვაქვს ფარსული, ლირიკული და ეპიკური ჩანართები.

[რედაქტირება] პოეტი

ახალგაზრდა ვიქტორ ჰიუგო
გაზარდეთ
ახალგაზრდა ვიქტორ ჰიუგო

ლიტერატურულ მოღვაწეობას ჰიუგო პოეზიით იწყებს. მისი პირველი პოეტური ნაწარმოებები ოდებია, რომელთა მთავარი თემებია თანამედროვე სამყარო, ისტორია, რელიგია, პოეტის როლი. ამ ნაწარმოებებში უკვე იკვეთებ კლასიკური ნორმების უარყოფა და პოეზიის ახლებური ხედვა. 1828 წელს ჰიუო მთელ თავის ადრეულ პოეტურ ნაწარმოებებს თავს უყრის კრებულში ოდები და ბალადები. 18301840 წლებში დაწერილი ლექსები უფრო ლირიკულია და მიემართება ქალს, ღმერთს, მეგობრებს, ბუნებას. თუმცა ჰიუგო მაინც ვერ უძლებს ცდუნებას და ლექსების უმრავლესობაში გატარებული აქვს ეპიკური თემებიც. 1853 წელს ბელგიაში მყოფი პოეტი წერს ნაცვალგებას, რომელიც მიმართულია ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ, და ფარულად ავრცელებს მას საფრანგეთში იმ იმედით, რომ ამით ხალხის ამბოხს გამოიწვევდა. პოემაში აღწერილია მთელი ის უბედურებები რაც იმპერიალიზმმა მოიტანა და მოწოდებაა ხალხისადმი, გამოიღვიძონ და ერთად შეებრძოლონ ამ ბოროტებას. აქვე პოეტი მსჯელობს უმაღლეს დასჯაზე: ჰიუგო წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა და სჯერა რომ საბოლოოდ ღმერთი ყველას სამაგიეროს მიაგებს. ბოლოს კი ავტორი იმედიან მომავალზე ლაპარაკობს, როცა დასრულდება იმპერია და ადამიანთა ტანჯვას ბოლო მოეღება. 1856 წელს იწერება განჭვრეტა, რომელიც ჰიუგოს პოეზიის მწვერვალად ითვლება. პოემის დიდი ნაწილი ეძღვნება პოეტის დაღუპულ ქალიშვილს, ლეოპოლდინას და თავად ავტორის სამშობლოდან წასვლას. აქ გადმოცემულია პოეტის ტრანსფორმაცია ბუნების უბრალოდ თვალიერებიდან ციურ სხეულთა განჭვრეტამდე, ბუნების აღწერიდან ისტორიულ მსჯელობებამდე. ყოველივეს ცენტრშია სიკვდილი, რაც შედარებულია გადასახლებასა და სულიერ უბედურებასთან. აქვე იკვეთება წმინდად რომანტიკული ფილოსოფია. პოეტს მიაჩნია, რომ სული გაფანტულია ირგვლივ ყველაფერში - უბრალო ქვიდან დაწყებული ანგელოზით დამთავრებული. ყველაფერი ცოცხლობს, ყველაფერი განიცდის. პოეტი-წინასწარმეტყველის თვალში ყველაფერი ცოცხლდება და მიიწევს სიწმინდისკენ, სულიერებისკენ. საბოლოოდ კი ერთ დღესაც ადამიანი ღმერთთან მიაღწევს. ამასთანავე, ჰიუგო ავტორია საუკუნეთა ლეგენდისა, რომელიც ფრანგულ ლიტერატურაში ერთადერთ ჭეშმარიტ ეპიკურ პოემადაა მიჩნეული.

[რედაქტირება] რომანისტი

კოზეტა,  საბრალონი, ემილ ბეიარი
გაზარდეთ
კოზეტა, საბრალონი, ემილ ბეიარი

მკითხველთა ფართო წრეებში ჰიუგო თავისი რომანებითაა ცნობილი. პირველი რომანი, ბუგ-ჟარგალი 16 წლისამ დაწერა, ბოლო, ოთხმოცდაცამეტი კი 72 წლის ასაკში. შედარებით ადრე დაწერილი რომანები, მათ შორის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ისტორიულ რომანებს განეკუთვნება, თუმცა სკოტის რომანებისგან განსხვავებით ჰიუგოსთან ისტორიის მიღმა ყოველთვის აწმყოზეა ლაპარაკი. გაცილებით რთულია სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღისა და კლოდ გეს კლასიფიცირება. ესენი უფრო ისტორიულ-სოციალურ რომანებს ეკუთვნის, რომლებშიც ავტორი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ილაშქრებს. სოციალურ პრობლემატიკას ეხება საბრალონიც, რომლის ფენომენალურმა წარმატებამ კრიტიკოსებში გაკვირვებაც კი გამოიწვია. ამ უზარმაზარ ნაწარმოებში ერთადაა თავმოყრილი მელოდრამა, რეალისტური სურათები და დიდაქტიკური ესე. მისი პერსონაჟები და მათი ცხოვრება დღეს უკვე მითების სიმაღლეზეა აყვანილი. 1874 წელს დაწერილი ოთხმოცდაცამეტი საბოლოოდ აკონკრეტებს ჰიუგოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას - საფრანგეთის რევოლუციის გადამწყვეტ როლს პოლიტიკაში, საზოგადოებასა და ლიტერატურაში.

[რედაქტირება] პიესები

  • კრომველი, 1827
  • ერნანი, 1830
  • მარიონ დელორმი, 1831
  • მეფე ერთობა, 1832
  • ლუკრეცია ბორჯია, 1833
  • რუი ბლაზი, 1838
  • ბიურგრავები, 1838

[რედაქტირება] პოეზია

  • ოდები და ბალადები, 1828
  • ორიენტალები, 1829
  • შემოდგომის ფოთლები, 1831
  • დაისის სიმღერები, 1835
  • შინაგანი ხმები, 1837
  • სხივები და ჩრდილები, 1840
  • ნაცვალგება, 1853
  • განჭვრეტა, 1856
  • საშინელი წელი, 1871
  • ბაბუად ყოფნის ხელოვნება, 1877
  • საუკუნეთა ლეგენდა, 1859, 1876, 1883

[რედაქტირება] რომანები

  • ბუგ-ჯარგალი, 1826
  • სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე, 1829
  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, 1831
  • კლოდ გე, 1834
  • საბრალონი, 1862
  • ზღვის მუშები, 1866
  • კაცი, რომელიც იცინის, 1869
  • ოთხმოცდაცამეტი, 1874

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


[რედაქტირება] სქოლიო

  1. Victor Hugo raconté par un témoin de sa vie, Adèle Hugo. Ed.: A. Lacroix, Verboeckhoven et Cie, 1863.
  2. Cromwell, V Hugo, Flammarion , 1999. ISBN: 2080701851

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com