Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
კლასიციზმი - ვიკიპედია

კლასიციზმი

ვიკიპედიიდან

ვარშავის დიდი თეატრი
გაზარდეთ
ვარშავის დიდი თეატრი

კლასიციზმი (ლათ. classicus – სამაგალითო) მე-17 საუკუნის ევროპაში წარმოშობილი ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმდინარეობა.


სექციების სია

[რედაქტირება] კლასიციზმის ესთეტიკა

კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:

  • გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.
  • არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
  • ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა. ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.
  • კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტული და არაბუნებრივი. დაუშვებელია პუბლიკის შოკირება.
  • კლასიციზმში შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებას და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.
  • სტილზე მუშაობისას ხელოვანმა უნდა მიბაძოს ანტიკურ ავტორებს, რადგან ისინი ეტალონებად მიიჩნევა.


[რედაქტირება] კლასიციზმი ლიტერატურაში

კლასიციზმი, როგორც დასრულებული ლიტერატურული მიმდინარეობა, ჩამოყალიბდა საფრანგეთში. მისი დებულებები 1674 წელს ნიკოლა ბუალომ წარმოადგინა თავის პოეტურ ტრაქტატში “პოეტური ხელოვნება”. კლასიციზმმა ლიტერატურული ჟანრები დაჰყო მაღალ და დაბალ ჟანრებად. მაღალ ჟანრებში შედიოდა ტრაგედია, ეპიკური პოემა, ოდა, ჰიმნი. დაბალ ჟანრებად კი მოიაზრებოდა კომედია, იგავ-არაკი, ზღაპარი. ჟანრების ურთიერთშერევა იკრძალებოდა. შემოფარგლული იყო პერსონაჟებიც: მაღალი ჟანრების მოქმედი პირები უნდა ყოფილიყვნენ ღმერთები, მეფეები და გმირის დონეზე ასული არისტოკრატები. ბურჟუაზიის და დაბალი ფენების წარმოდგენა მხოლოდ დაბალ ჟანრებში შეიძლებოდა. კლასიციზმმა ტრაგედიისთვის დაადგინა ეწ. სამი ერთიანობის კანონი: დროის (24 საათი), ადგილის (აუცილებლად მეფის სასახლე, ისიც ერთი რომელიმე დარბაზი), მოქმედების (ტრაგიკული მოქმედების საფუძველი მხოლოდ ერთი ინტრიგა უნდა ყოფილიყო). ფრანგული კლასიცისტური ლიტერატურა წარმოდგენილია ბუალოს, რასინის, კორნელის, მოლიერის, მადამ დე ლაფაიეტის, ლა ფონტენის შემოქმედებით.


[რედაქტირება] კლასიციზმი არქიტექტურაში

ბოლშოი თეატრი მოსკოვში
გაზარდეთ
ბოლშოი თეატრი მოსკოვში

არქიტექტურაში კლასიციზმმა ფეხი მოიკიდა XVII საუკუნიდან და აქტუალური რჩებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე. მიმდინარეობის მთავარი დამახასიათებელი თვისება ანტიკური ხუროთმოძღვრების ფორმებთან მიბრუნება იყო, როგორც ჰარმონიის, უბრალოების, სიმკაცრის, ლოგიკური სიმარტვისა და მონუმენტალობის ეტალონისკენ. კლასიციზმის არქიტექტურისთვის ზოგადად დამახასიათებელია დაგეგმვისა და ფორმის უნიფორმულობა. მის საფუძველს ანტიკურობასთან მიახლოებული ფორმებისა და პროპორციების ორდერი, თავშეკავებული დეკორაციული გაფორმება და რეგულარული სისტემა წარმოადგენდა.

[რედაქტირება] კლასიცისტი მხატვრები

  • ნიკოლა პუსენი
  • კლოდ ლორენი
  • შარლ ლებრენი
  • ჟოზეფ აბელი
  • კლოდ ჟელე
  • პიერ მინიარი


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com