Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
რომანტიზმი - ვიკიპედია

რომანტიზმი

ვიკიპედიიდან

რომანტიზმი, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.

 ფრიდრიხი. მოგზაური ღრუბელთა ზღვაზე
გაზარდეთ
ფრიდრიხი. მოგზაური ღრუბელთა ზღვაზე

რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთის მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორეს მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.


სექციების სია

[რედაქტირება] რომანტიზმი ლიტერატურაში

 ჟიროდე. შატობრიანის პორტრეტი. (სენ მალოს ისტორიის მუზეუმი)
გაზარდეთ
ჟიროდე. შატობრიანის პორტრეტი. (სენ მალოს ისტორიის მუზეუმი)
გოეთე
გაზარდეთ
გოეთე

ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს იგი ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვებით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე. რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური ფერი. ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში. რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟანრში. ა) პოეზია. ჰიუგო აცხადებს: "პოეზია არის არა იდეათა ფორმაში არამედ თავად იდეებში", ე.ი. უარი უნდა ითქვას ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე, პოეზიის მასალა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა გრძნობა. პოეზია უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას. შინაარსთან ერთად ცვლილებას განიცდის ლექსთწყობაც, ტაეპი უფრო მოქნილი და მოძრავი ხდება. ბ) დრამა. რომანტიზმმა დაამსხვრია კლასიციზმის ცნობილი სამი ერთიანობის კანონი. სიუჟეტები მითოლოგიის ნაცვლად ეროვნული ისტორიიდან აიღო. ინტრიგა გააფართოვა. პერსონაჟებად ურთიერთგანსხვავებული, უბრალო ადამიანები შემოიყვანა. ერთმანეთში შეურია სხვადასხვა სტილი, ტონი. გ) რომანი. რომანტიზმმა ლიტერატურის ობიექტად ინდივიდისა და მისი სულიერი მდგომარეობის გამოცხადებით ხელი შეუწყო ე.წ. პიროვნული რომანის ( შატობრიანის რენე, კონსტანის ადოლფი, მიუსეს საუკუნის შვილის აღსარება) შექმნას; სინამდვილის ასახვის მოთხოვნით რეალისტურ რომანს (ჰიუგის საბრალონი) გაუხსნა გზა; ლოკალური ფერის შემოტანით კი ისტორიული რომანი (ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ოთხმოცდაცამეტი, დიუმას რომანები) განავითარა.


[რედაქტირება] რომანტიკოსი მწერლები


[რედაქტირება] რომანტიზმი ხელოვნებაში

 დელაკრუა. დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში (ლუვრი)
გაზარდეთ
დელაკრუა. დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში (ლუვრი)
 ჟერიკო. მედუზას ტივი (ლუვრი)
გაზარდეთ
ჟერიკო. მედუზას ტივი (ლუვრი)

რომანტიკული მხატვრობა სახიათდება დრამატიზაციისასდმი ინტერესით, მძაფრი სცენების გამოხატვით. არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთური ხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს.


[რედაქტირება] რომანტიკოსი მხატვრები და მოქანდაკეები

  • ეჟენ დელაკრუა
  • თეოდორ ჟერიკო
  • ფრანცისკო გოია
  • ანტუან ჟოზეფ ვიერცი
  • ადოლფ ფონ მენზელი
  • გასპარ დავიდ ფრიდრიხი


[რედაქტირება] რომანტიზმი მუსიკაში

რომანტიკული მუსიკის მთავარი მახასიათებელი სტილისტური ინდივიდუალობაა. რომანტიკული მუსიკის მიზანია მსმენელში ემოციის, მღელვარების გამოწვევა. კლავისინის ფორტეპიანოთი შეცვლა საშუალებას იძლევა მუსიკა უფრო დინამიური და კონტრასტული გახდეს. ორკესტრაციაც უფრო დახვეწილი ხდება. რომანტიკოსთა მიერ შემოტანილი ხმოვანება მეტად შთამბეჭდავი და მდიდარია . მუსიკალური ჟანრებიდან ამ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სიმფონიაა, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ბეთჰოვენმა შეასრულა.


[რედაქტირება] რომანტიკოსი კომპოზიტორები

ჰექტორ ბერლიოზი, რომანტიკული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.
გაზარდეთ
ჰექტორ ბერლიოზი, რომანტიკული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.
  • ბეთჰოვენი
  • ვინჩენცო ბელინი
  • ჰექტორ ბერლიოზი
  • ჟორჟ ბიზე
  • ალექსანდრე ბოროდინი
  • იოჰანს ბრამსი
  • ფრედერიკ შოპენი
  • პოლ დუკასი
  • ედუარდ გრიგი
  • ფრანც ლისტი
  • გუსტავ მალერი
  • ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდი
  • ფრანც შუბერტი
  • რობერ შუმანი
  • ალექსანდრე სკრიაბინი
  • პეტრე ჩაიკოვსკი
  • რიჩარდ ვაგნერი
  • კარლ მარია ფონ ვებერი


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com