Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ბიზანტიის იმპერია - ვიკიპედია

ბიზანტიის იმპერია

ვიკიპედიიდან

ბიზანტიის იმპერიის რუკა VI საუკუნის შუა წლებში. მწვანედ მითითებულია იუსტინიანე I-ის მიერ დაპყრობილი ტერიტორია.
გაზარდეთ
ბიზანტიის იმპერიის რუკა VI საუკუნის შუა წლებში. მწვანედ მითითებულია იუსტინიანე I-ის მიერ დაპყრობილი ტერიტორია.

ბიზანტიის იმპერია, ბიზანტია (476-1453) - შუა საუკუნეების სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა IV საუკუნეში რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე. ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი დააარსა იმპერატორ კონსტანტინე I-მა 324-330 ბიზანტიონის ადგილას (აქედან მოდის სახელწოდებაც, რომელიც შემოიღეს რენესანსის მოღვაწეებმა იმპერიის დაცემის შემდეგ).

ბიზანტიის ისტორიას, ჩვეულებრივ, კონსტანტინოპოლის დაარსებიდან იწყებენ. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი თეოდოსიუს I-ის (მართავდა 379-395) სიკვდილის შემდეგ რომის იმპერია საბოლოოდ გაიყო აღმოსავლეთი რომის (ბიზანტიის) და დასავლეთი რომის იმპერიებად. აღმოსავლეთი რომის იმპერიის იმპერატორი გახდა არკადიუსი (395-408). თვითონ ბიზანტიელები თავს რომაელებს (ბერძნ. "რომეები") უწოდებდნენ, თავიანთი სახელმწიფოს კი "რომეების იმპერიას". დასავლეთი ქვეყნები მათ სახელმწიფოს რომანიას უწოდებდნენ, აღმოსავლეთი ქვეყნები კი - რუმს. საქართველოში ბიზანტიას საბერნეთს ეზახდნენ, ბიზანტიელებს - ბერძნებს, იონებს და პრომებს.


ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელი იყო (ბერძნები, სირიელები, კოპტები, სომხები, ებრაელები, მცირე აზიის ელინიზებული ტომები, თრაკიელები, ილირიელები, დაკები, გუთები, სლავები, არაბები, პაჭანიკები და სხვა), რაც გავლენას ახდენდა ბიზანტიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე. წამყვან როლს იმპერიის ეკონომიკურ-პოლიტიკუ და კულტურულ ცხოვრებაში ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა. სახელმწიფო ენა IV-VI საუკუნეებში ლათინური იყო, VII საუკუნიდან - ბერძნული.

ბიზანტიის ისტორია დაახლოებით სამ ძირითად პერიოდად შეიძლება დაიყოს.

სექციების სია

[რედაქტირება] პირველი პერიოდი

პირველი პერიოდი (მოიცავს IV-VII სს.) იყო მონათმფლობელობის რღვევისა და ფეოდალური ურთიერთობათა ჩამოყალიბების პერიოდი. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფალი გლეხობა შეადგენდა. ბიზანტია ვაჭრობდა ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობაში ხმელთაშუა ზღვაზე.

IV-V საუკუნეების ბიზანტიის იმპერია ცენტრალიზებული სამხედრო-ბიუროკრატიული მონარქია იყო, რომელშიც რომაული სახელმწიფოებრივი წყობილების ტრადიციები აღმოსავლეთი დესპოტიის ელემენტებს ერწყმოდა. ხელისუფლების სათავეში იდგა იმპერატორი (ბასილებსი) - შეუზღუდველი თვითმპყრობელი (autocrator). სათათბირო ორგანოს იმპერატორის კარზე წარმოადგენდა სენატი ან სინკლიტი. IV საუკუნეში ბიზანტიაში რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა (357 და 392 მთავრობამ გამოსცა კანონები წარმართობის წინააღმდეგ).

[რედაქტირება] მეორე პერიოდი

მეორე პერიოდი მოიცავს VII საუკუნის შუა წლები - XIII საუკუნის დასაწყისი. ამ პერიოდში ინტენსიურად განვითარდა ფეოდალიზმი. VIII-IX საუკუნეებში გაძლიერდა საიმპერატორი ხელისუფლება, იმპერატორ ლეონ III-მ წარმატებებს მიაღქია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი პოლიტიკა მიმართული იყო დიდებულთა სეპარატისტული მისწრაფებების წინააღმდეგ - სახელმწიფო აპარატის განმტკიცება, თემების დაყოფა და დაქუცმაცება, საკანონმდებლო კრებულის "ეკლოგას" გამოცემა (726), ქალაქების თვითმმართველობის შეზღუდვა. ლეონ III მიემხრო VIII-IX საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებული ფართო რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობას - ხატმებრძოლობას.

[რედაქტირება] მესამე პერიოდი

მესამე პერიოდი (1204-1453) ხასიათდება შემდგომი ფეოდალური დაქუცმაცებით, ცენტრალური ხელისუფლების დაცემით და უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ გამუდმებული ბრძოლით. ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს ტავიანთი ძალაუფლების გავრცელება ბალკანეთის მთელ ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაზე.

[რედაქტირება] ბიზანტიის კულტურა

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com