Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ჰამსუნი, კნუტ - ვიკიპედია

ჰამსუნი, კნუტ

ვიკიპედიიდან

კნუტ ჰამსუნი (31 წლის ასაკში)
გაზარდეთ
კნუტ ჰამსუნი (31 წლის ასაკში)

კნუტ ჰამსუნი, (ნამდვილი გვარი პედერსენი) (* 4 აგვისტო, 1859, ლომი ― † 19 თებერვალი, 1952, ნორჰოლმი) ნორვეგიელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1920). დაიბადა ხელმოკლე გლეხის ოჯახში. 14 წლიდან ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას, მრავალი პროფესია გამოიცვალა, ბედის საძებნელად ორჯერ იყო ამერიკაში. 1898 იმოგზაურა ფინეთში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, იყო კავკასიაში, კერძოდ საქართველოში. ამ მოგზაურობის ერთგვარი მხატვრული ანგარიში იყო პიესა "დედოფალი თამარი" და შთაბეჭდილებები "ზღაპრულ ქვეყანაში" (1903). 1918 სამუდამოდ დასახლდა ნორჰოლმში. ჰამსუნის ადრეულ შემოქმედებაში აშკარაა ბ. ბერნსონის, ხოლო მოგვიანებით - დოსტოევსკის, ნიცშესა და სტრინდბერგის გავლენა. ჰამსუნი იმთავითვე დაუპირისპიედა ნატურალიზმს თავისი ლაღი ფანტაზიითა და ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით; ამავე დროს, მის ნაწარმოებებში აშკარად ჩანს სინამდვილის ეროტულგრძნობადი აღქმა-წვდომა, ბუნების ექსტაზური განცდა-შეგრძნება. ჰამსუნის რომანებში გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მისი თხრობის ხელოვნება ახდენს ყველა იმ სტილური საშუალების სინთეზირებას,რომელიც მოპოვებულია ნატურალიზმიდან მოყოლებული იმპრესიონიზმის ჩათვლით და ჰამსუნის ნაწარმოებებს განუმეორებელ მიმზიდველობას სძენს. ჰამსუნმა პირველი დიდი პოპულარობა მოიპოვა მოთხრობით "შიმშილი" (1890), რომელიც ნორვეგიულ ლიტერატურაში თავისებურ გადატრიალებას მოასწავებდა როგორც თემატურ-მოტივური, ისე სტილურ-მითოლოგიური თვალსაზრისით: ნაწარმოები ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და იშვიათი ნიმუშია ამბივალენტური, შინაგანად წინააღმდეგობრივი, უკიდურესად ზეგრძნობიერი ადამიანის სულიერი ცხოვრების ასახვისა. ჰამსუნის საუკეთესო რომანებიდან მიჩნეულია "მისტერიები" (1892), "პანი" (1894), "ვიქტორია" (1898), "მიწის მადლი" (1917, ნობელის პრემია, 1920) და სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰამსუნი იმთავითვე გერმანოფილობას ამჟღავნებდა, ამასთან, იგი პირველად გერმანიაში აღიარეს მსოფლიო მასშტაბის მწერლად, II მსოფლიო ომის დროს კი მან აშკარად გამოავლინა თავისი სიმპატიები ნაციზმის მიმართ. 1945 ჰამსუნს ნორვეგიაში სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალდებად და დააპატიმრეს, შემდეგ კი ღრმა მოხუცებულობის გამო სასჯელი ფულადიჯარიმით შეუცვალეს.


Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com