Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
პორტალი:ხელოვნება - ვიკიპედია

პორტალი:ხელოვნება

ვიკიპედიიდან

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხელოვნების პორტალში
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნებრივის საპირისპირო ცნება. ამ მნიშვნელობით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავს ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
რჩეული სტატია
მინანქრის დამუშავება.

ტიხრული მინანქარი ლითონის მინანქრით დაფარვის ტექნოლოგიაა. მისი უძველესი ნიმუშები გვხვდება ძველ ეგვიპტეში (ოქროს ნაკეთობებში) და ჩინეთში, ასევე გვიანდელი პერიოდის რომში (ბრინჯაოზე).

ლითონის ფირფიტის მინანქრით მოწერის რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს. ე. წ. ამოღრმავებულ ლითონის ფირფიტაში მინანქრის ამოვსების ტექნოლოგია დასავლეთში XII საუკუნეში გავრცელდა, მათ შორის ცნობილია სამი სკოლა: მაასის - მდინარე მაასის ველზე, ლოთარინგიაში (ოსტატები: გოდფრუა დე კლერი და ნიკოლოზ ვერდენელი), რაინისა - ცენტრი ქ. კიოლნი (ოსტატები: ბერები აილბერტუსი და ფრიდერიკუსი) და ლიმოჟისა - ცენტრი ქ. ლიმოჟი, საფრანგეთი. გარდა ამოღრმავებულისა მინანქრით დაფარვის ტექნოლოგიებს შორის არსებობს კვეთილი, ფერწერული, ვიტრაჟული და ტიხრული.

ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ტიხრული მინანქარია ცნობილი. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი ისევე ფასობდა, როგორც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე. (...სრულად.)

კვირის პიროვნება
ჯორჯია ო'კიფი ვირჯინიის უნივერსიტეტის პერიოდში

ჯორჯია ო’კიფი (Georgia O'Keeffe)(* 15 ნოემბერი, 1887 - 6 მარტი, 1986) - ამერიკელი მოდერნისტი ფერმწერი. დაიბადა ქალაქ სან-პრერიში, ვისკონსინი, მერძევე ფერმერთა ოჯახში. ადრეული ასაკიდან მიზნად დაისახა მხატვარი გამოსულიყო და 1904-1905 წლებში ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, ხოლო 1907-1908 წლებში კი ნიუ-იორკის სამხატვრო სტუდენტთა ლიგაში სწავლობდა. შემდეგ ის ხელოვნებას ასწავლის ტეხასისა და სამხრეთის შტატების სხვადასხვა სკოლებში 1912-1916 წლებში. მოგვიანებით ნიუ-იორკში მისი ნამუშევრები აღმოაჩინა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ალფრედ შტიგლიცმა. ამ ორი ხელოვნის ცხოვრებისეული ურთიერთობა მათი შეუღლებით დაწყო 1924 წელს.

ო’კიფის ადრეული სურათები ძირითადად იმიტაციები იყო, თუმცა 20-იანი წლების დასაწყისში მას უკვე ხატვის დახვეწილი ინდივიდუალისტური სტილი აქვს. ხშირად მისი ხატვის ობიექტები ცხოველთა ქალისა და ძვლების, ყვავილების, მცენარეთა ორგანოების, ნიჟარების, ქვებისა და სხვა ნატურალური ფორმების გამოსახულება იყო გაზრდილ მასშტაბებში. 1912 წლის ზაფხულში ვირჯინიის უნივერსიტეტის საზაფხულო ლექციებზე ის ეცნობა ართურ დოუს ხატვის უჩვეულო ტექნიკასა და იდეებს, რომელთა მიზანი ხაზებით, ფერებით, მასებით, თემების უსასრულო განმეორებითა და სიმეტრიით მიღებული აბსტრაქტული ხელოვნება იყო. დოუს ამგვარმა ტექნიკამ დიდი გავლენა იქონია ო'კიფის შემოქმედებით პროცესზე. (...სრულად)

ქვეპორტალები
   
პორტალი:თეატრი
არქიტექტურა თეატრი
კინო ლიტერატურა
   
პორტალი:მუსიკა
   
პორტალი:სახვითი ხელოვნება
მუსიკა სახვითი
ხელოვნება
კატეგორიები
ხელოვნება

არქიტექტურადიზაინითეატრი • კინო • ლიტერატურამუსიკამხატვრობასახვითი ხელოვნებასკულპტურაფოტოგრაფიაცეკვაოპერა • ხელოსნობა

მიმდინარეობები
ხელოვნების მიმდინარეობები

ბაროკოროკოკოკლასიციზმირომანტიზმი • სენტიმენტალიზმი • რეალიზმინატურალიზმისიმბოლიზმიავანგარდიზმიმოდერნიზმიპოსტმოდერნიზმიდადაიზმი

რჩეული ციტატა
"ამერიკა ჩემი სამშობლოა, პარიზი კი — მშობლიური ქალაქი" — გერტრუდ სტაინი.
შემდეგი ციტატა / არქივი / რედაქტირება
კვირის პროექტი
მსურველებს ვთხოვთ თარგმნოთ სტატია ბურჭულაძე, პაატა გერმანულიდან de:Paata Burchuladze.
კანდიდატები / რედაქტირება
დღის ფოტოსურათი
"დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში" (1850), უილიამ-ადოლფ ბუჟერო. "დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში" (1850), შთაგონებული დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიით", იყო უილიამ-ადოლფ ბუჟეროს პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ჯოჯოხეთის მისეულ აღწერაში დანტე და რომაელი პოეტი ვირგილიუსი (უკანა ხედზე) აკვირდებიან ჯოჯოხეთის მკვიდრთ.

საკუთარ პერიოდში ბუჟერო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად იყო აღიარებული, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მას უკვე არაფრად აგდებდნენ, შესაძლოა მისი იმპრესიონისტთა მიმართ აგრესიულობის გამო. მიუხედავად ამისა, დღეს მას თაყვანისმცემლების ახალი დიდი ტალღა შეემატა - მისი ნამუშევრები მსოფლიოს ასზე მეტ უდიდეს მუზეუმშია გამოფენილი.


ავტორი: ვილიამ-ადოლფ ბუჟერო
სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com