Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი - ვიკიპედია

ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი

ვიკიპედიიდან

შესასვლელი მიჩიგანის გამზირიდან
გაზარდეთ
შესასვლელი მიჩიგანის გამზირიდან

ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი (Art Institute of Chicago) წამყვანი ხელოვნების მუზეუმი და სკოლაა აშშ-ში, ცნობილი ასევე იმპრესიონისტთა და ამერიკული ხელოვნების მინუშთა ვრცელი კოლექციით. მდებარეობს გრანტ პარკის დასავლეთით, მიჩიგანის გამზირის 111-ში, ჩიკაგო, ილინოისი.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] ჩიკაგოს დიზაინის აკადემია

1866 წელს 35 ხელოვანთა ჯგუფმა დააფუძნა ჩიკაგოს დიზაინის აკადემია სტუდიაში დიარბორნის ქუჩაზე, რომლის მიზანი უფასო სკოლა იყო საკუთარი ხელოვნების გალერეით. ორგანიზაციას საფუძვლად დაედო ევროპული ხელოვნების აკადემიების სისტემა, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო აკადემია, აკადემიკოსებითა და მათი მოადგილეებით. აკადემიამ ქარტია 1867 წელს მიიღო.

ყოველდღიური გაკვეთილები დაიწყო 1868 წელს და თვეში $10 ღირდა. აკადემიის წარმატებამ მათ შესაძლებლობა მისცა სკოლისთვის ახალი 5-სართულიანი შენობა აეგოთ ადამსის ქუჩის 66-ში, რომელიც 1870 წლის 22 ნოემბერს გაიხსნა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ჩიკაგოს დიდმა ხანძარმა შენობა დანარჩენ ჩიკაგოსთან ერთად გაანადგურა და აკადემია მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააგდო.

[რედაქტირება] ჩიკაგოს სახვითი ხელოვნების აკადემია

დანაკარგის მიუხედავად საქმიანობის ნაქირავებ შენობაში გაგრძელების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1878 წლისთვის აკადემიის ვალმა $10.000-ს მიაღწია. წევრები ცდილობდნენ ადვილობრივ ბიზნესმენებთან გარიგებით აკადემია სავალალო მდგომარეობიდან დაეხსნათ, თუმცა ბოლოს ხელი ჩაიქნიეს და 1879 წელს ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით ჩიკაგოს სახვითი ხელოვნების აკადემია დააფუძნეს. იგივე წელს ჩიკაგოს დიზაინის აკადემია ბანკროტად გამოცხადდა და მისი ქონება სახვითი ხელოვნების აკადემიამ შეისყიდა აუქციონზე.

[რედაქტირება] ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი

1882 წელს ჩიკაგოს სახვითი ხელოვნების აკადემიამ სახელი გადაირქვა და დღემდე ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი ჰქვია. იმავე წელს $45.000-ად მათ მიწის ნაკვეთი შენობებითურთ შეისყიდეს მიჩიგანისა და ვან-ბურენის გამზირების კუთხეში. არსებული შენობა გაქირავებულ იქნა, ხოლო მის უკან სკოლისთვის ახალი სახლის მშენებლობა დაიწყო.

1892-93 წლებში მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციისთვის ხელოვნების ინსტიტუტმა ქალაქის მმართველობაზე ზეწოლით მიაღწია იმას, რომ ექსპოზიციისთვის მიჩიგანის ტბის სანაპიროზე სპეციალურად აგებული შენობა შემდეგ ინსტიტუტისთვის გადაეცათ. მშენებლობის ღირებულება ნაწილობრივ მიჩიგან/ვან-ბურენის საკუთრების გაყიდვის ამონაგებით დაიფარა. 1893 წლის 31 ოქტომბერს ინსტიტუტი ახალ შენობაში გადავიდა.

[რედაქტირება] ხელოვნების ინსტიტუტი დღეს

ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი დღეს მსოფლიო კლასის მუზეუმი და აღიარებული დამოუკიდებელი სახვითი ხელოვნების სკოლაა.

[რედაქტირება] სკოლა

ჩიკაგოს სახვითი ხელოვნების სკოლა ვიზუალური და მასთან მონათესავე ხელოვნებების პროფესიული კოლეჯია. აკრედიტაცია მიიღო 1936 წელს კოლეჯთა და სკოლათა ჩრდილო-ცენტრალური ასოციაციისგან, ხოლო 1944 წლიდან (ქარტიის წევრი) ხელოვნებისა და დიზაინის სკოლების ეროვნული ასოციაციისგან.

სკოლის ჩიკაგოს ცენტრში მდებარე კამპუსი ხუთი შენობისგან შედგება. შეძენის ქრონოლოგიის მიხედვით ესენია:

  • 180 სამხრეთ კოლუმბუსი (აუდიტორიუმები, განყოფილებათა ოფისები, სტუდიები, ბეთი რაიმერის გალერეა)
  • 37 სამხრეთ ვაბაში (აუდიტორიუმები, მთავარი ადმინისტრაციული ოფისები)
  • 112 სამხრეთ მიჩიგანი (აუდიტორიუმები, განყოფილებათა ოფისები, სტუდიები, სპეციალურ წვეულებათა დარბაზი)
  • 7 დასავლეთ მედისონი (სტუდენტთა რეზიდენციები)
  • 162 ჩრდილოეთ შტატი (სტუდენტთა რეზიდენციები, ჯინ სისკელის ფილმის ცენტრი)

[რედაქტირება] ცნობილი კურსდამთავრებულები

  • თომას ჰარტ ბენტონი, მხატვარი
  • ჯონ ჩემბერლენი, სკულპტორი
  • უოლტ დისნეი, ანიმატორი, დისნეის დამფუძნებელი
  • ლეონ გოლაბი, მხატვარი
  • ჰიუ ჰეფნერი, ფლეიბოის დამფუძნებელი
  • ჯეფ კუნსი, სკულპტორი
  • ჯოან მიტჩელი, მხატვარი
  • ელიზაბეთ მიურეი, მხატვარი
  • ჯორჯია ო’კიფი, მხატვარი
  • კლეის ოლდენბურგი, სკულპტორი
  • დევიდ სედარისი, მწერალი, იუმორისტი
  • მარკ ტობი, მხატვარი
  • ორსონ ველესი, კინორეჟისორი
  • გრანტ ვუდი, მხატვარი
  • ვენ იდუო, ჩინელი პოეტი, მეცნიერი

[რედაქტირება] მუზეუმი

კვირა ნაშუადღევი ლა გრანდ-ჟატის კუნძულზე, სიურა
გაზარდეთ
კვირა ნაშუადღევი ლა გრანდ-ჟატის კუნძულზე, სიურა

ამჟამად მუზეუმი ყველაზე მეტად განთქმულია იმპრესიონისტთა და ამერიკელ ხელოვანთა კოლექციებით, მათ შორისაა: კლოდ მონეს “თივის ზვინები”, ჟორჟ სიურას “კვირა ნაშუადღევი ლა გრანდ ჟატის კუნძულზე”, გრანტ ვუდის “ამერიკული გოთიკა” და ედვარდ ჰოპერის “ბუები”.

თუმცა მუზეუმს გაცილებით მეტი ფერწერული ტილო აქვს. სარდაფში მოთავსებულია თორნის ოთახები, რომელშიც ამერიკული და ევროპული არქიტექტურისა და ავეჯის სტილების ზუსტი მინიატურებია. მთავარ სართულზე ჯორჯ ჰარდინგის შუასაუკუნეების პერიოდის იარაღისა და საჭურველის კოლექციაა.

ინსტიტუტის განთქმულ მიჩიგანის გამზირის დასავლეთ შესასვლელს იცავს ედვარდ კიმის შექმნილი ორი ბრინჯაოს ლომის სკულპტურა. ჩიკაგოს სპორტული კლუბების პლეიოფების დროს ამ ლომებს ხშირად კლუბის უნიფორმა აცვია. აღმოსავლეთ შესასვლელის კარებში ჩიკაგოს სააქციო ბირჟის სავაჭრო ოთახის რეკონსტრუქციაა. ლუი სულივანის 1894 წლის დაპროექტებული ბირჟა 1972 წელს დაშლილ იქნა. ოთახის გადარჩენილი ნაწილები ხელოვნების ინსტიტუტში მოიტანეს და აღადგინეს. ხელოვნების ინსტიტუტის აღმოსავლეთ გასასვლელში ასევე იხილავთ ყოფილი სააქციო ბირჟის შესასვლელს, პრეზერვაციონისტების მიერ გადარჩენილი ძველი ჩიკაგოს ერთადერთი ღირსშესანიშნაობა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com