Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ო'კიფი, ჯორჯია - ვიკიპედია

ო'კიფი, ჯორჯია

ვიკიპედიიდან

ჯორჯია ო'კიფი, ნიუ-მექსიკო, 1950 წელი, კარლ ვან ვეხტენის ფოტო
გაზარდეთ
ჯორჯია ო'კიფი, ნიუ-მექსიკო, 1950 წელი, კარლ ვან ვეხტენის ფოტო

ჯორჯია ო’კიფი (Georgia O'Keeffe)(* 15 ნოემბერი, 1887, სან-პრერი, ვისკონსინი; † 6 მარტი, 1986, სანტა-ფე, ნიუ-მექსიკო) - მოდერნისტი ფერმწერი.


ო’კიფი დაიბადა და იზრდებოდა ქალაქ სან-პრერიში, ვისკონსინი, მერძევე ფერმერთა ოჯახში. ის ო'კიფთა შვიდი შვილიდან მეორე იყო. აქვე შედის სკოლაში, სადაც ხატვის გაკვეთილებს აკვარელებით მხატვარი სარა მანი უტარებს. 1902 წლიდან ის ვილიამსბურგის, ვირჯინია, სკოლაში გადავიდა. ადრეული ასაკიდან მიზნად დაისახა მხატვარი გამოსულიყო და 1904-1905 წლებში ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, ხოლო 1907-1908 წლებში კი ნიუ-იორკის სამხატვრო სტუდენტთა ლიგაში სწავლობდა. შემდეგ ის ხელოვნებას ასწავლის ტეხასისა და სამხრეთის შტატების სხვადასხვა სკოლებში 1912-1916 წლებში. მოგვიანებით ნიუ-იორკში მისი ნამუშევრები აღმოაჩინა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ალფრედ შტიგლიცმა. შტიგლიცი ყოველმხრივ ხელს უწყობდა მისი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. ამ ორი ხელოვნის ცხოვრებისეული ურთიერთობა მათი შეუღლებით დაწყო 1924 წელს. შტიგლიცთან შეხვედრის შემდეგ ო'კიფი ნიუ-იორკში სახლდება, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი (1946) ის ნიუ-მექსიკოში გადადის.

სექციების სია

[რედაქტირება] ადრეული მოღვაწეობა

ო’კიფის ადრეული სურათები ძირითადად იმიტაციები იყო, თუმცა 20-იანი წლების დასაწყისში მას უკვე ხატვის დახვეწილი ინდივიდუალისტური სტილი აქვს. ხშირად მისი ხატვის ობიექტები ცხოველთა ქალისა და ძვლების, ყვავილების, მცენარეთა ორგანოების, ნიჟარების, ქვებისა და სხვა ნატურალური ფორმების გამოსახულება იყო გაზრდილ მასშტაბებში.

1912 წლის ზაფხულში ვირჯინიის უნივერსიტეტის საზაფხულო ლექციებზე ის ეცნობა ართურ დოუს ხატვის უჩვეულო ტექნიკასა და იდეებს, რომელთა მიზანი ხაზებით, ფერებით, მასებით, თემების უსასრულო განმეორებითა და სიმეტრიით მიღებული აბსტრაქტული ხელოვნება იყო. დოუს ტექნიკამ დიდი გავლენა იქონია ო'კიფის შემოქმედებით პროცესზე.

კანიონი ყვავებით, ტეხასი, 1917

1914-1915 წლებში ო'კიფი კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი) სწავლობს. კოლუმბიაში ყოფნის განმავლობაში მან გადაწყვიტა კარიერა ვიზუალურ ხელოვნებაში გაეკეთებინა. ამ პერიოდში მან შავ-თეთრი აბსტრაქციების რამდენიმე სერია შექმნა და ისინი თავის მეგობარ ანიტა პლიტცერს გაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ ეს აბსტრაქციები ალფრედ შტიგლიცს გააცნო. შტიგლიცი იმდენად მოიხიბლა ამ აბსტრაქციებით, რომ ო'კიფს ამ ნამუშევრების საკუთარ გალერეაში გამოფენის უფლება სთხოვა. ამგვარად, ო'კიფის პირველი ჯგუფური გამოფენა 1916 წლის 23 ივნისს გაიმართა. 1917 წლის 3 აპრილს კი შტიგლიცმა თავის გალერეაში გახსნა შოუ სახელწოდებით "ჯორჯია ო'კიფი", რომელიც პირადად ო'კიფის ნამუშევრებს მიეძღვნა.

მხატვრის კარიერის დასაწყისის პარალელურად ო'კიფი მასწავლებლობას მისდევს. 1916 წლის მარტში ის იღებს კურსს ართურ დოუს სწავლების მეთოდში, შემდეგ კი მასწავლებლად იწყებს მუშაობას დასავლეთ ტეხასის საშტატო კოლეჯში, ქენიონში. 1918 წლის ივნისში ის შტიგლიცის მოწვევით ნიუ-იორკში გადადის სამუშაოდ.

[რედაქტირება] ნიუ-იორკი

ჯორჯია ო'კიფი, 1921, ალფრედ შტიგლიცის ფოტო
გაზარდეთ
ჯორჯია ო'კიფი, 1921, ალფრედ შტიგლიცის ფოტო

1918 წელს ო’კიფის ნიუ-იორკში ჩასვლისას ის შტიგლიცის მიერ შემოთავაზებულ საკუთარი დისწულის თავისუფალ ბინაში სახლდება. იმავე წლის ივლისში შტიგლიცი მეუღლეს ტოვებს და ო’კიფთან გადადის საცხოვრებლად. ამავე დროს ის იწყებს ო’კიფის ფოტოგრაფირებას. მისი 45 ნამუშევარი, რომელთა შირის ო’კიფის რამდენიმე შიშველი ფოტოც იყო, გამოტანილ იქნა ანდერსონის გალერეაში 1921 წლის თებერვალში შტიგლიცის რეტროსპექტიულ გამოფენაზე. ამ ფოტოებმა სახალხო სენსაცია მოახდინა. 1924 წელს ო’კიფი და შტიგლიცი დაქორწინდნენ. წყვილი ზამთარს მანჰეტენზე ატარებდა, ხოლო ზაფხულობით შტიგლიცების მამულში, ჯორჯის ტბასთან ზედა ნიუ-იორკის შტატში.

კანნა წითელ-ნარინჯისფერი, 1924
გაზარდეთ
კანნა წითელ-ნარინჯისფერი, 1924

ო’კიფის ნიუ-იორკისეული წლების განმავლობაში ის უახლოვდება ადრეულ ამერიკელ მოდერნისტებს, ჩარლზ დემუთს, ართურ დოუს, მარსდენ ჰართლის, ჯონ მერინს, პოლ სტრანდსა და ედვარდ შტაიხენს. მათი დისკუსიები შტიგლიცის გალერეაში შემდგომში გავლენას ჰპოულობს ო’კიფის ნამუშევრებშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სტრანდის ფოტოგრაფიები, რომლებშიც ყოველდღიური ობიექტებიდან აბსტრაქცირებული პეიზაჟები, გეოგრაფიული ფორმები და ხაზები იყო ასახული. ნიუ-იორკში ჩამოსვლის შემდეგ ო’კიფი ნახშირისა და აქვარელების ნაცვლად ზეთის საღებავებზე გადადის და შუა 20-იან წლებში მასიურ ტილოებზე გადიდებული ობიექტების ხატვას იწყებს.

1920-იან წლებში ო’კიფი უამრავ პეიზაჟსა და ბოტანიკურ მონახაზებს ქმნის ჯორჯის ტბაზე ყოველ წელს გატარებული დროის განმავლობაში. აქვე, 1924 წელს, მან დახატა პირველი უზარმაზარი სიმინდის ყვავილი, რომელიც პირველად 1925 წელს გამოიფინა. 1926 წლიდან კი ის ურბანული პეიზაჟებისა დაცათამბჯენების ხატვას იწყებს, რომელთა შორის აღსანიშნავია "ქალაქის ღამე", "რადიატორის შენობა ღამით" და "ნიუ-იორკი ღამით". ეს ნამუშევრები შენობათა სტრუქტურას აფიქსირებს დღე-ღამის გარკვეულ დროს.

შტიგლიცი ნიუ-იორკის მხატვრებთან პირადი კავშირების წყალობით 1923 წლიდან ორგანიზებას უკეთებს ო'კიფის ყოველწლიურ გამოფენებს. ამ დროინდელი ნამუშევრები დიდ ყურადღებასა და კარგ ანაზღაურებას პოულობს. 1928 წელს მისი კალა-ლილიების 6 ნამუშევარი 25.000 ამ. დოლარად გაიყიდა, იმ დროისთვის უდიდესი თანხა რაც კი ოდესმე ცოცხალი ამერიკელი მხატვრისთვის გადაეხადათ.

[რედაქტირება] ნიუ-მექსიკო

ირმის თავი, თეთრი ჰოლიჰოკი და პატარა ქედები, 1935
გაზარდეთ
ირმის თავი, თეთრი ჰოლიჰოკი და პატარა ქედები, 1935

1929 წლის ზაფხულში ო'კიფი რებეკა სტრანდთან ერთად ნიუ-მექსიკოში მიემგზავრება. მათ ჯერ სანტა-ფე, შემდეგ კი ტაოსი მოიარეს. მას შემდეგ 1949 წლამდე ის ნიუ-მექსიკოში ყოველწლიურად ჩადის. აქ ის იწყებს ცხოველთა ძვლების შეგროვებას და აქაური პეიზაჟების ხატვას. აქ ის ყოველ წელს სიმარტოვეში სამუშაოდ ჩამოდიოდა და შემდეგ ნიუ-იორკში დაბრუნებისას შტიგლიცი მისთვის გამოფენებს აწყობდა. 1932 წლის ბოლოსთვის ო'კიფს მწვავე ფორმის ფსიქოლოგიური აშლილობა დაემართა და 1933 წლის დასაწყისში ჰოსპიტალიზებულ იქნა, რის გამოც ერთი წლის განმავლობაში აღარ დაუხატავს. 1934 წლის აგვისტოში მან ნიუ-მექსიკოში აბიქუიოს სოფელში ე.წ. სულთა რანჩო (ინგ. Ghost Ranch) მოინახულა - მისი შემდგომი პერიოდის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები ამ რანჩოს პეიზაჟებია.

1930 და 1940-იან წლებში ო'კიფის რეპუტაცია სწრაფად იზრდება. მისი ნამუშევრები გამოფენილ იქნა ამერიკის უდიდეს და ყველაზე პრესტიჟულ გალერეებში. 1942 წელს ამერიკული ხელოვნების უიტნის მუზეუმის პროექტით მომზადდა მისი ნამუშევრების კატალოგი. 1943 წელს ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, ხოლო 1946 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მომა) (პირველად მუზეუმის ისტორიაში ქალისთვის) მოეწყო მისი გამოფენა სახელწოდებით ერთი-ქალის რეტროსპექტივა. ამავე პერიოდში მრავალი უნივერსიტეტი მას საპატიო ხარისხს ანიჭებს, რომელთა შორის პირველი უილიამ და მერის კოლეჯი (ვირჯინია) იყო.

1946 წელს შტიგლიცის გარდაცვალების შემდეგ ო'კიფი რამდენიმე წელს ნიუ-იორკის შტატის მამულში ატარებს, 1949 წელს კი ნიუ-მექსიკოში გადადის სამუდამოდ. მისი შტიგლიცის შემდგომი პერიოდის ნამუშევრები არანაკლებ მომხიბლავია, თუმცა, როგორც მიიჩნევენ, მათ აკლია ადრეული ნამუშევრების ემოცია და აღტაცება. ამ პერიოდს განეკუთვნება ნამუშევრები აბიქუიაში მისი მიწური სახლის კედლის გამოსახულებით, 1958 წლის "სიკვდილის კიბე მთვარისკენ", მისი საზღვარგარეთ პირველი მგზავრობის შემდეგ კი ნამუშევართა სერია ღრუბელთა ზემოთ ცის პანორამებით (თვითმფრინავის ფანჯრიდან დანახული).

ჩემი ბოლო კარი, 1954
გაზარდეთ
ჩემი ბოლო კარი, 1954

1962 წელს ის არჩეულ იქნა ამერიკის ხელოვნებისა და მწერლობის აკადემიის წევრად. 60-იანი წლების ბოლოსკენ მისი მხედველობა მკვეთრად უარესდება და 1972 წელს ის უკვე თითქმის ვეღარ ხედავს. 1973 წელს ის ხუან ჰამილტონს ხვდება, რომელიც მას საშინაო საქმეებში ეხმარება. ჰამილტონი შემდგომში მისი ახლო კომპანიონი ხდება. ჰამილტონი ეხმარება ო'კიფს მისი ბოლო ნამუშევრების დასრულებაში. 1976 წელს გამოიცა წიგნი მისი მოღვაწეობის შესახებ, რომელსაც შემდგომში ვიდეო-დანართიც დაემატა. ო'კიფი დაუხმარებლად ზეთოვანი საღებავებით მუშაობას 1972 წლამდე, აქვარელებით და ნახშირით 1978, ხოლო გრაფიტით 1984 წლამდე ახერხებს.

1984 წელს ო'კიფი ჰამილტონთან სანტა-ფეში გადადის სამედიცინო დაწესებულებებთან სიახლოვის გამო. ჰამილტონმა მოამზადა ო'კიფის ანდერძი, რომლის მიხედვითაც მთელი ო'კიფის ქონება მას დარჩა. ო'კიფი გარდაიცვალა სენტ-ვინსენტის ჰოსპიტალში, სანტა-ფე, 1986 წლის 6 მარტს. ანდერძის თანახმად კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი სულთა რანჩოზე მიმოაბნიეს.

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

ო'კიფის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ანდერძის გადახედვას ითხოვს, შედეგად ჰამილტონი მხილებულ იქნა ო'კიფზე უკანონო ზეგავლენის მოხდენის ბრალდებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა არასამთავრობო ფონდი, რომლის მიზანი ხელოვანის დანატოვარის 2005 წლისთვის ჯორჯია ო'კიფის მუზეუმისთვის გადაცემა იყო. მუზეუმი შექმნილ იქნა სანტა-ფეში 1997 წელს. მისი პირადი წერილები და საქმიანი ქაღალდები იელის ბაინეკის ბიბლიოთეკას გადაეცა.

ჯორჯია ო'კიფს 10 საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე რამდენიმე თეატრალური დადგმა და წიგნი დაწერილა. აშშ-ის საფოსტო სერვისმა მას მიუძღვნა საფოსტო მარკა "წითელი მიხაკი (1927)".

ო'კიფის მუდმივი კოლექციები გამოფენილია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მომა), უითნის ამერიკის ხელოვნების მუზეუმში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, ნიუ-იორკში; ჩიკაგოს ხელოვნების მუზეუმში; ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში; ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში; და ხელოვნების ეროვნულ გალერეაში, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი.

1999 წელს ორ წიგნად გამოცემულ იქნა ჯორჯია ო'კიფის ნამუშევართა კატალოგი სახ. Georgia O'Keeffe : Catalogue Raisonné, მისივე სახელობის მუზეუმის კურატორის ბარბარა ლინის მიერ. კატალოგში აღწერილია 2.045 ობიექტი, შექმნილი ო'კიფის მიერ 1901-1984 წლებში.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ჯორჯია ო'კიფის მუზეუმის ვებ-გვერდი

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com