Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ანიჩკოვის სასახლე - ვიკიპედია

ანიჩკოვის სასახლე

ვიკიპედიიდან

ანიჩკოვის ხიდი და სასახლე 1753 წელს.
გაზარდეთ
ანიჩკოვის ხიდი და სასახლე 1753 წელს.
კოლონადა ანიჩკოვის სასახლის წინ.
გაზარდეთ
კოლონადა ანიჩკოვის სასახლის წინ.

ანიჩკოვის სასახლე (რუს.: Аничков дворец), ყოფილი საიმპერატორო სასახლეა სანქტ-პეტერბურგში ნევსკი პროსპექტისა და ფონტანკას გადაკვეთაზე. 1936 წელს გადაკეთდა ლენინგრადის პიონერთა სასახლედ, ამჟამად: სანქტ-პეტერბურგის ბავშვთა სასახლეა -- უდიდესი ბავშვთა ცენტრი ევროპაში.

სასახლეს, რომელიც ვინმე ანტონიო დე ვიეირას კუთვნილ მიწაზე აიგო, სახელი დაექვა ფონტანკასთან ახლომდებარე ანიჩკოვის ხიდის გამო. სასახლის პროექტი მომზადდა იმპერატრიცა ელისაბედის შეკვეთით ბრწყინვალე ბაროკოს სტილში და ცნობილი გახდა, როგორც ელისაბედის ხანის ყველაზე დიდებული კერძო რეზიდენცია. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის მტკიცებით შენობის პროექტი ეკუთვნის ბართოლომეო რასტრელისა და მიხაილ ზემცევს, თუმცა ამის დოკუმენტური მტკიცება არ არსებობს. მთავარი ფასადი მდ. ფონტანკას გადაჰყურებს და თავდაპირველად მასთან არხით იყო შეერთებული.

სასახლის მშენებლობა 13 წელი გრძელდებოდა და საბოლოო სახე 1754 წელს მიიღო. დასრულებისთანავე იმპერატრიცამ სასახლე მის ფავორიტს გრაფ ალეკსეი რაზუმოვსკის უსახსოვრა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ სასახლე სამეფო ოჯახს დაუბრუნდა, თუმცა მალევე ეკატერინე დიდმა ის უკვე საკუთარ ფავორიტს პრინც პოტიომკინს უსახსოვრა 1776 წელს. 1778-9 წლებში სასახლეს სახელდახელო რესტავრაცია ჩაუტარდა არქიტექტორი ივან სტაროვის მიერ მოდაში ახლად შემოსულ ნეოკლასიკურ სტილში. იმავე პერიოდში სასახლის წინ გაშენდა პარკი ინგლისელი ბაღების არქიტექტორი უილიამ ჰულდის მიერ.

პოტიომკინის გარდაცვალების შემდეგ სასახლე ისევე საიმპერატორო ოჯახს დაუბრუნდა და მისი საიმპერატორო დიდებულების (იმპერატრიცის) სამუშაო კაბინეტის მოვალეობას ასრულებდა. ბოლო მნიშვნელოვანი სტრუქტურული დამატებები განხორციელდა ალექსანდრე I-ის მმართველობის პერიოდში. ბოლო მიშენება ნეოკლასიკურ სტილში იყო და მრავალი კრიტიკოსის აზრით ის არ უხდება რასტრელისეულ თავდაპირველ ნამუშევარს. სამი წლის შემდეგ ალექსანდრემ სასახლე მის დას ელენა პავლოვნას უსახსოვრა. მას შემდეგ შენობის ინტერიერი კიდევ რამდენჯერმე განახლდა.

რუსეთის მომავალმა მეფე ალექსანდრე III-მ სასახლეს ახალი ცხოვრება შეჰმატა, აღადგინა რა მისი დარბაზები სხვადასხვა ისტორიულ სტილში. აქ გაატარა ბავშვობა რუსეთის ბოლო მეფე ნიკოლოზ II-მ. აქ ჩატარდა სამეფო ოჯახის არაერთი დღესასწაული, მათ შორის ნიკოლოზის დისწული ირინა რომანოვას ქორწინება პრინც ფელიქს იუსუპოვზე 1914 წელს. ხშირად აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბოლო მეფის ოჯახი ანიჩკოვის სასახლის სადა აპარტამენტებს ამჯობინებდა მათი ოფიციალური რეზიდენციის უკიდეგანო დარბაზებს ზამთრის სასახლეში. მისი დედა, მარია ფიოდოროვნა, ამ სასახლეში რჩებოდა თებერვლის რევოლუციამდე, რის შემდეგაც აქ მომარაგების სამინისტრომ გადმოინაცვლა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ანიჩკოვის სასახლეს ნაციონალიზაცია ჩაუტარდა და იგი სანქტ-პეტერბურგის საქალაქო მუზეუმი გახდა. 1934 წლიდან ის პიონერთა სასახლედ გადაკეთდა სადაც 100-მდე სკოლისგარე კლუბი და წრე მოქმედებდა 10.000-ზე მეტი ბავშვისთვის. შენობაში მცირე მუზეუმი დღესაც მოქმედებს, თუმცა მისი მთავარი ნაწილი ტურისტებისთვის დახურულია.

[რედაქტირება] ფოტოგალერეა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com