Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/ლიტერატურა - ვიკიპედია

ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/ლიტერატურა

ვიკიპედიიდან

[რედაქტირება] მიმდინარე არქივი

ალექსანდრე დიუმა პერსონაჟებისგან წვნიანის მზადებაში.
გაზარდეთ
ალექსანდრე დიუმა პერსონაჟებისგან წვნიანის მზადებაში.
  • ალექსანდრე დიუმა (მამა), თავისი ცნობილი რომანების გარდა ავტორია კულინარიის დიდი ლექსიკონის, რომელიც ავტორის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, 1873 წელს გამოიცა.
  • 1873 წლის 10 ივლისს, ბრიუსელში ურთიერთშელაპარაკების დროს და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას პოლ ვერლენმა რევოლვერის ორი გასროლით დაჭრა არტურ რემბო, რის გამოც ორი წლით იქნა დაპატიმრებული.
  • სანამ მწერალი გახდებოდა მილან კუნდერა მუსიკის შექმნით იყო გატაცებული, რაც პიანისტი მამის გავლენით აიხსნება.
  • 1857 წელს შარლ ბოდლერის პოეტური კრებული, ბოროტების ყვავილები, შერაცხულ იქნა როგორც "საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფა", დღეს კი ეს ლექსები სასკოლო პროგრამაშია შეტანილი.
  • ვლადიმირ ნაბოკოვმა ბორის პასტერნაკს "შარვალში გამოწყობილი ემილი დიკინსონი" უწოდა.
ჟორჟ სანდი
  • ჟორჟ სანდი ფრანგი მწერალი ქალის, ავრორა დიუპენის (სურათზე) ფსევდონიმია, რომელიც აიღო თავისი საყვარლის, ჟიულ სანდოს პატივსაცემად.
  • ჟიულიენ გრაკი პირველი მწერალია, რომელმაც 1951 წელს თავისი ნაწარმოებისათვის სირტის ნაპირები, უარი თქვა გონკურის პრემიის მიღებაზე.
  • მიშელ უელბეკი თანამედროვე მსოფლიოში ცნობილია თავისი პროვოკატორული რომანებით.
  • ამელი ნოტომს თავისი ახირებები აქვს. იგი წერს დილაობით, ძალიან ადრე, 4-დან 8 საათამდე, ძველ დივანზე მჯდარი, მუხლებზე დადებულ პატარა რვეულში და, ამავდროულად, ნახევარ ლიტრამდე მაგარ ჩაის მიირთმევს.
  • თანამედროვე ფემინიზმის ნიშნები პირველად XVII საუკუნის პრეციოზულ ლიტერატურაში გაჩნდა.
  • როცა მკითხველისთვის ჯერ კიდევ უნცობ ამელი ნოტომს პირველად შესთავაზა ალბენ მიშელის გამომცემლობამ კონტრაქტი, მწერალს სურდა "კაზუსბელის" ფსევდონიმის აღება. საბოლოოდ გამომცემლობის ხელმძღვანელობამ დაარწმუნა ავტორი საკუთარი სახელი და გვარი დაეტოვებინა.
ალექსანდრ სოლჟენიცინი
  • 1964 წელს ჟან-პოლ სარტრმა უარი განაცხადა ნობელის პრემიის მიღებაზე. იგი თვლიდა, რომ ამ პრემიას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ უნდა გადასცემდნენ, რადგან ცოცხალმა ადამიანმა ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს აზრი ან შეცვალოს თავისი მოღვაწეობა.
  • მარგერიტ დიურასის ნამდვილი გვარი დონადიე იყო. დიურასი კი მამამისის მშობლიური ქალაქის სახელწოდება იყო. თუმცა მეორე ვერსიის მიხედვით, ეს ფსევდონიმი კლერ დე დიურასის, XIX საუკუნის ფრანგი მწერალი ქალის გვარიდან შეიძლება იყოს აღებული.
  • 1914-1920 წლებში ნობელის პრემია ძირიათადად სკანდინავიელ მწერლებს გადაეცემოდათ. ამის მიზეზი იყო ის, რომ შვედეთის აკადემიამ, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატებს არჩევს, გადაწყვიტა ომში მონაწილე არც ერთი ქვეყნისთვის არ გადაეცა პრემია.
  • დანიელ დეფოს თავისი რომანი, რობინზონ კრუზო ნამდვილმა ამბავმა შთააგონა: 1709 წელს ექსპედიციამ Woodes Rogers, აღმოაჩინა შოტლანდიელი მეზღვაური, ალექსანდრ სელკირკი, რომელმავ 4 წელი გაატარა ჩილეს მახლობლად უკაცრიელ კუნძულზე.
  • რუს რომანისტსა და დისიდენტს, ალექსანდრე სოლჟენიცინს (სურათზე) 1945 წელს სტალინის კრიტიკისთვის კატორღა მიუსაჯეს. 1970 წელს მას ლიტერატურაში ნობელის პრემია მიენიჭა, მაგრამ რუსეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ, ბრეჟნევის მეთაურობით, უარი განუცხადა ვიზის მიცემაზე, რის გამოც მწერალი ვერ წავიდა პრემიის მისღებად.
  • უელბეკი არის ფსევდონიმი, რომელიც მწერალმა აიღო კომუნისტი ბებიის (მამის დედა) სახელიდან.
  • ანა ახმატოვას (სურათზე) ნაწარმოებების გამოქვეყნება აკრძალული იყო სტალინის მმართველობის პერიოდში.
  • 1913 წელს ვიქტორ ჰიუგოს საბრალონის ეკრანიზაციისთვის რეჟისორ ალბერ კაპელანის 2400 მეტრი ფირი დასჭირდა.
  • ბაირონი იბრძოდა საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის და საბერძნეთშივე დაიღუპა 1824 წელს.
  • ეჟენ იონესკოს მელოტი მომრერალი ქალი საფრანგეთში ყველაზე მეტჯერ დადგმული პიესაა.
  • ანა ფრანკი თავის დღიურებს 1942-1944 წლებში წერდა.
  • ფრანკენშტეინი მეცნიერის გვარია და არა მისივე შექმნილი ურჩხულის სახელი.
  • ბიბლიოფილია ნიშნავს წიგნების სიყვარულს და არ არის დაკავშირებული ბიბლიასთან.
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com