Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
პამუკი, ორჰან - ვიკიპედია

პამუკი, ორჰან

ვიკიპედიიდან

ორჰან პამუკი, 2005
გაზარდეთ
ორჰან პამუკი, 2005

ორჰან პამუკი (Orhan Pamuk) (დ. 1952 წლის 7 ივნისი, სტამბოლი) თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-ნოველისტია. უზომოდ პოპულარული საკუთარ სამშობლოში, მის მკითხველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში. მისი, როგორც ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე ნოველისტის ნამუშევრები თარგმნილია ორმოცზე მეტ ენაზე. მიღებული აქვს წამყვანი თურქული და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოები. 2006 წლის 12 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში - პირველი თურქეთის მოქალაქე, რომელიც ნობელის პრემიას იღებს.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

პამუკი დაიბადა შეძლებულ ოჯახში; მამამისი ინჟინერი იყო. სტამბოლის ამერიკული კოლეჯის დამთავრების შემდეგ ოჯახის ზემოქმედებით ის აბარებს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. თუმცა სამ წელიწადში ის უნივერსიტეტს თავს ანებებს და წერას იწყებს. 1977-ში პამუკი სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალიზმის ფაკულტეტს ამთავრებს. ასწავლიდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში 1985-1988 წლებში. ამის შემდეგ ის ისევ სტამბოლში ბრუნდება.

1982 წელს პამუკმა იქორწინა ეილინ ტურეგენზე, თუმცა წყვილი 2001-ში განქორწინდა. მათ ჰყავთ ქალიშვილი რუია. პამუკი დღემდე სტამბოლში ცხოვრობს.

[რედაქტირება] შემოქმედება

პამუკი სრული დატვირთვით წერას 1974 წლიდან იწყებს. მისმა პირველმა ნოველამ “წყვდიადი და სინათლე” (თურქ. Karanlık ve Işık) 1979 წელს მილიეთ პრესის ნოველის კონკურსში გამარჯვება გაიყო მეორე ფინალისტ მწერალ მეჰმეთ ეროღლისთან. ამავე ნოველამ, რომელიც გამოცემულ იქნა სათაურით “ბ-ნი ჯევდეთი და მისი ვაჟები” (Cevdet Bey ve Oğulları) 1982 წელს ორჰან ქემალის ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. ნოველაში მოცემულია ერთი შეძლებული ოჯახის სამი თაობის ცხოვრება სტამბოლის ნიშანტასის უბანში, სადაც პამუკი გაიზარდა.

პამუკს ადრინდელი ნამუშევრებისთვის კრიტიკოსთა რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 1984 წლის მადარალის ლიტერატურული ჯილდო მისი მეორე ნოველისთვის “ჩუმი სახლი” (Sessiz Ev) და 1991 წლის Prix de la Découverte Européenne მისი ნოველის ფრანგული თარგმანისთვის. მისმა ისტორიულმა ნოველამ “თეთრი კოშკი” (Beyaz Kale) 1990 წელს მიიღო აშშ-ს დამოუკიდებელი ჯილდო საუკეთესო საზღვარგარეთული რომანისთვის, რამაც საზღვარგარეთ მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაზარდა. იმ დღეს ნიუ-იორკ ტაიმსის წიგნების განხილვამ ის ასე მოიხსენია: “აღმოსავლეთით ახალი ვარსკვლავი ამოსულა - ორჰან პამუკი”.

ამის შემდეგ, ადრინდელი ნატურალისტური ნამუშევრებისგან განსხვავებით, პამუკი იწყებს პოსტმოდერნიზმით ექსპერიმენტებს. საერთო აღიარება შედარებით გვიან მოდის, თუმცა მისი 1990 წლის რომანი “შავი წიგნი” თურქული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და გიყიდვადი წიგნი გახდა, სიუჟეტის კომპლექსურობისა და მდიდარი ლექსიკის წყალობით. 1992 წელს ის წერს ტექსტს კინოფილმისთვის “ფარული სახე” (Gizli Yüz) კარა კიტაპის ნაწარმოების მიხედვით, რომელიც დაიდგა ცნობილი თურქი რეჟისორის, იომერ კავურის, მიერ.

1995 წელს გამოცემულმა პამუკის მეოთხე რომანმა “ახალი ცხოვრება” (Yeni Hayat) თურქეთში სენსაცია მოახდინა და თურქეთის ისტორიაში ყველზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი გახდა. ამ დროისთვის პამუკი უკვე ცნობილი პიროვნება იყო, ქურთთა პოლიტიკური უფლებების დაცვის წყალობით. ამავე წელს, პამუკი სხვა ავტორთა ჯგუფთან ერთად მიცემულ იქნა სამართალში თურქეთის მთავრობის მიერ ქურთი მოსახლეობის დისკრიმინაციისთვის კრიტიკის გამო.

პამუკის საერთაშორისო რეპუტაცია იზრდება 2000 წელს მისი შემდგომი რომანის “ჩემი სახელია წითელი” (Benim Adım Kırmızı) გამოცემის შემდეგ. რომანში ერთმანეთში გადახლართულია მისტერია, სიყვარული და ფილოსოფიური გამოცანები მე-16 საუკუნის სტამბოლის გარემოში. მასში აღწერილია 1591 წლის ცხრა თოვლიანი დღე ოსმან სულთან მურათ III-ის მმართველობის დროს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე. რომანი “ჩემი სახელია წითელი” თარგმნილ იქნა 24 ენაზე და 2003 წელს დაიმსახურა საერთაშორისო ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრიზი - დუბლინის ‘იმპაკ’ ჯილდო (IMPAC Dublin Award).

პამუკის ბოლო ნამუშევარია “თოვლი” (Kar, 2002), რომელშიც თანამედროვე თურქეთში ისლამიზმისა და ვესტერნიზმის კონფლიქტია წარმოსახული. ნიუ-იორკ ტაიმსმა ეს რომანი 2004 წლის ათ საუკეთესო წიგნთა შორის დაასახელა.

პამუკის წიგნებისთვის დამახასიათებელია ეროვნული თვითგამორკვევის კრიზისი გამოწვეული ევროპულ და ისლამურ ღირებულებათა შორის კონფლიქტის გამო. თემა თანამედროვე მკითხველისთვის შეიძლება ერთგვარად გამაღიზიანებელიც კი იყოს, მაგრამ პამუკისეული მოვლენების კომპლექსურ განვითარებას, დამაინტრიგებელ სიუჟეტებსა და ხასიათთა სიღრმეს აღტაცებაში მოვყავართ ხოლმე.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com