Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
უელბეკი, მიშელ - ვიკიპედია

უელბეკი, მიშელ

ვიკიპედიიდან

მიშელ უელბეკი
გაზარდეთ
მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი (ნამდვილი სახელი მიშელ ტომასი, დაბ. 1958, 26 თებერვალი, რეუნიონი), ფრანგი მწერალი. ავტორი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ცნობილია თავისი პროვოკატორული რომანებით.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მიშელ უელბეკი მთამსვლელი მამისა და ანესთეზიოლოგი დედის ოჯახში დაიბადა. იგი ჯერ ალჟირში, დედის მშობლებთან იზრდებოდა, ექვსი წლის ასაკში კი მამის დედამ აიღო მასზე მზრუნველობა. სწორედ ბებიის გვარი გამოიყენა შემდგომში მიშელმა თავის ფსევდონიმად.

ლიცეუმის დამთავრებს შემდეგ, 1975 წელს, მიშელი შედის პარი-გრინიონის ეროვნულ აგრონომიულ ინსტიტუტში. აქ იგი აარსებს ლიტერატურულ ჟურნალს “კარამაზოვი”, სადაც თავის რამდენიმე ლექსს აქვეყნებს. 1978 წელს იგი აგრონომის დიპლომს იღებს. ამის შემდეგ მიშელი სწავლას განაგრძობს ლუი ლუმიერის ეროვნულ უმაღლეს სკოლაში, კინემატოგრაფიის სექციაზე, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1981 წელს. ამავე წელს იბადება მისი ვაჟი, ეტიენი. რამდენიმე წელიწადი მიშელი უმუშევარია, ამას ემატება მეუღლესთან განქორწინება, რის გამოც ძლიერი დეპრესია ეწყება.

1983 წლიდან ინფორმატიკოსის კარიერას იწყებს, შემდეგ, სამი წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. ამ პერიოდს აღწერს იგი თავის რომანში ბრძოლის სფეროს გაფართოება. 1991 წელს გამოდის მიშელ უელბეკის ორი პოეტური კრებული, რომლებსაც არანაირი წარმატება არ მოჰყვება.

პირველი რომანი, ბრძოლის სფეროს გაფართოება, რომელიც თავიდან ბევრმა გამომცემელმა დაიწუნა, 1994 წელს გამოიცა და უდიდესი წარმატება ჰხვდა წილად, განსაკუთრებით ახალ თაობაში. 1999 წელს საფრანგეთში, ფილიპ ჰარელის მიერ რომანი ფილმად იქნა გადაღებული, ხოლო 2000 წელს დანიაში ჟან ალბინუსმა მისი სატელევიზიო დადგმა განახორციელა.

უელბეკის მომდევნო რომანმა, ელემენტარული ნაწილაკები, დიდი სკანდალი გამოიწვია. ნაწარმოებში გატარებული “საეჭვო აზრების” გამო უელბეკი გარიცხულ იქნა პერპენდიკულართა წრიდან. თუმცა ამ აურზაურმა უელბეკის პოპულარობა უფრო გააძლიერა. რომანი დაჯილდოვებულ იქნა ნოემბრის პრემიით.

2005 წელს გამოდის უელბეკის ახალი რომანი, კუნძულის შესაძლებლობა და ინტერალიეს პრემიას იღებს.

უელბეკს ჩაწერილი აქვს სიმღერების ალბომიც, ადამიანური არსებობა და არის ესეების ავტორიც.

2002 წლის 17 სექტემბერს ჟურნალში Lire გამაოქვეყნებული მისი ინტერვიუს გამო რამდენიმე ისლამურმა საზოგადოებამ და მათ შორის პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა უელბეკი დაადანაშაულა ისლამოფობიასა და რასიზმში. მართალია, პარიზის ინტელექტუალური საზოგადოების თანადგომისა და მისი პირადი ადვოკატის წყალობით მწერალს ბრალი მოეხსნა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უელბეკმა დატოვა საფრანგეთი და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.


[რედაქტირება] ნაწარმოებები

  • მსოფლიოს წინააღმდეგ, სიცოცხლის წინააღმდეგ, 1991
  • დარჩი ცოცხალი, 1991
  • ბედნიერების დევნა, 1992
  • ბრძოლის სფეროს გაფართოება, 1994
  • ბრძოლის აზრი, 1996
  • სიტყვები, 1998
  • ელემენტარული ნაწილაკები, 1998
  • რენესანსი, 1999
  • ლანზაროტი, 2000
  • პლატფორმა, 2001
  • კუნძულის შესაძლებლობა, 2005


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com