Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
როზეტის ქვა - ვიკიპედია

როზეტის ქვა

ვიკიპედიიდან

როზეტის ქვა ბრიტანეთის მუზეუმში
გაზარდეთ
როზეტის ქვა ბრიტანეთის მუზეუმში

როზეტის ქვა1799 წელს ეგვიპტეში აღმოჩენილი მუქი რუხი-მოვარდისფრო გრანიტის ქვა (თავდაპირველად ბაზალტის კომპოზიტი ეგონათ) იდენტური შინაარსის ორენოვანი ტექსტით - ეგვიპტურ და ძველ ბერძნულ ენებზე. ამასთანავე ეგვიპტური ნაწილი ორი დამწერლობის გამოყენებით იყო შესრულებული - იეროგლიფური და დემოტური ეგვიპტური. ქვის ზომებია – სიმაღლე 114,4 სმ, სიგანე 72,3 სმ და სისქე 27,9 სმ.

[რედაქტირება] აღმოჩენის მნიშვნელობა

მეთვრამეტე საუკუნეში ლინგვისტებისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი იყო ძველეგვიპტური იეროგლიფები, მრავალი წლის მანძილზე მეცნიერები უშედეგოდ ცდილობდნენ გაეშიფრათ ისინი. როზეტის ქვის აღმოჩენამ 1822 წელს ჟან–ფრანსუა შამპოლიონს შესაძლებლობა მისცა იდენტური ძველბერძნულენოვანი ტექსტის გამოყენებით დაედგინა ეგვიპტური იეროგლიფების მნიშვნელობები.

[რედაქტირება] ისტორია

ქვის ტექსტი წარმოადგენს სამადლობელო წარწერას, რომელიც ძვ. წ. 196 წელს ეგვიპტელმა ქურუმებმა მიუძღვნეს პტოლომეუსების დინასტიის მორიგ მონარქს პტოლომეუს V. ტექსტი იწყება სიტყვებით: "ახალ მეუფეს, რომელმაც მეფობა მიიღობა მამისგან...". ელინისტურ ხანაში მსგავსი დოკუმენტები ბერძნული ოიკუმენეს ფარგლებში ბი– ან ტრილინგვების სახით ვრცელდებოდა, რამაც შემდგომში ლინგვისტებს დიდი დახმარება გაუწია.

როზეტის ქვა 1799 წლის 15 ივლისს ფრანგული არმიის კაპიტანმა პიერ–ფრანსუა ბუშარმა აღმოაჩინა მდინარე ნილოსის დელტაში მდებარე ქალაქ როზეტის (თანამედროვე ქ. რაშიდი) მახლობლად სენ–ჟულიენის ფორტის მშენებლობისას. ოფიცერმა გაიაზრა აღმოჩენის მნიშვნელობა და ქვა სასწრაფოდ გადაგზავნა ქალაქ ქაიროში, სადაც წლით ადრე ნაპოლეონის ბრძანებით დაარსდა ეგვიპტის ინსტიტუტი (Institut de l’Egypte). 1801 წელს ფრანგულ ჯარს ეგვიპტის დატოვება მოუხდა და როზეტის ქვა სხვა მნიშვნელოვან აღმოჩენასთან ერთად ინგლისელთა ხელში აღმოჩნდა.

1802 წლიდან როზეტას ქვა გამოფენილია ბრიტანეთის მუზეუმში. წარწერის გაშიფვრას უშედეგოდ ეცადნენ ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე სილვესტრ დე სასი, შვედი დიპლომატი ოკერბლადი და ინგლისელი ბუნებისმეტყველი თომას იუნგი. 1822 წელს ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა როზეტის ქვის წარწერის გაშიფრვის შედეგად სათავე დაუდო ძველეგვიპტური ისტორიის შესწავლის ახალ ეტაპს.

მხოლოდ ერთხელ, 1917 წელს პირველი მსოფლიო ომის ბოლოსკენ, ლონდონის დაბომბვის გამო მუზეუმმა იგი დროებით სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან ერთად საიმედო ადგილას გადაიტანა. მომდევნო ორი წელი ქვამ მიწისქვეშა საფოსტო მეტრო სადგურზე გაატარა ჰელბორნთან.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com