Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ეშმაკი - ვიკიპედია

ეშმაკი

ვიკიპედიიდან

სატანა (ეშმაკი) ჯ. მილტონის პოემიდან «დაკარგული სამოთხე», მხატვ. დორე, გუსტავ
გაზარდეთ
სატანა (ეშმაკი) ჯ. მილტონის პოემიდან «დაკარგული სამოთხე», მხატვ. დორე, გუსტავ

სატანა, ეშმაკი, ლუციფერი, შაითანი — ღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი, ქრისტიანული, იუდაიზმისა და ისლამის რელიგიურ-მითოლოგიური წარმოდგენებით.

სატანა - არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვე სატანისტების ფილოსოფიური წარმოდგენებით. ის არის ის ვინც უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, ის არის სიბნელისა და ქაოსის, ყოველ მიზეზთა პირველ-მიზეზი, ერთიანი აზრი. სიბნელის გული. უფრსკულის დრაკონი.

სექციების სია

[რედაქტირება] ტერმინის ქრისტიანულ-იუდეური წარმოშობა

  • ივრითიდან სატანა שטן ითარგმნება შემდეგი შინაარსით - ”წინააღმდეგობა”, ”მოწინააღმდეგე”. ძველი აღქმის ზოგიერთ წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი, რომელიც გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას (იხ. წ.იოანე, I, 6-12). ახალი აღქმით სატანა, როგორც აპოკალიფსური დრაკონი, წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად (იხ. იოანე ღვთისმეტყველის ახსნა XX, 2-3, 7-9).
  • ლუციფერი ((სლავ. Денница) — «სინათლის მატარებელი», დილის ვარსკვლავის, პლანეტა ”ვენერა” დასახელება, ”განთიადის შვილი” (იხ. ისაია წინასწარმეტყველი, XIV, 12).
  • διαβολος (ბერძ.) — აქედან რუს. Дьявол, лукавый, клеветник. ახალ აღქმაში გვესახება, როგორც ამ სამყაროს მბრძანებელი. ევანგელიე მათე (4:1-11).
  • იბლისი - ცეცხლოვანი არსება (ჯინი), ყურანის მიხედვით, რომელიც ეწინააღმდეგება უფალის ნებას.
  • ვეელზევული (ბაალზვუვი - בעל זבוב) ივრითიდან ითარგმნება, როგორც ”ბუზების მბრძანებელი” - სატანის სახელი ივრითის ტრადიციებით.

[რედაქტირება] სატანის ბიბლიური კონცეფცია

  • წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო ”სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული” და ცხოვრობდა ედემის ”ცეცხლოვან ქვებში”, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე (იეზ. 28:12-19), მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია აპოსტოლ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდო ანგელოზმა მიქაელმა(ახსნა. 12:7-9).
  • ისაია წინასწარმეტყველი გვაძლევს სატანის პირველ სახელს — ლუციფერი (Денница). ლუციფერის დაცემის შემდეგ, იგი ხდება უკუნის განმგებელი, ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის მეთაური.
  • ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეტის მთავარი. მაგრამ აპოსტოლი პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში (ეფ. 2:2). მისი მსახურნი არიან - ”ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი”, ”ცისქვეშეთის ბოროტების სულები” (ეფ. 6:12).
  • იოანეს წიგნში იგი სახელდება ღმერთის შვილად (ძველბერძნული ვერსიით - ანგელოზების) (1:6). იგი წინამძღვრობს ხალხებს და ცეცხლს აფქვრევს მიწაზე. (1:15-17), აგრეთვე მართავს ატმოსფერულ მოვლენებს (1:18), იძლევა სიმდიდრეს და ავრცელებს სნეულებებს (2:7).
  • ევანგელიეში სატანა გვესახება სამყაროს ჩამოყალიბებულ გამგებლად (მათე 4:1-11), და იუდეების ღმერთად (იოანე 8:44). ამ საფუძველზე ბევრი პირველყოფილი ღვთისმეტყველი გნოისტიკი თვლიდა, რომ ძველი აღქმით, ღმერთი, ეს არის ეშმაკი, რომელიც სრულიადაც არ ქმნის სამყაროს არაფრიდან, არამედ ქმნის პირად ჯოჯოხეთს - ”ბნელეთს უფრსკულზე” (1:2), ბაძავს რა ჭეშმარიტ ღმერთთს, სამყაროს უსახო და მიუწვდომელ პირველადს.
  • განსჯის დღეს შეებრძოლება ანგელოზს, რომელსაც აქვს უფრსკულის გასაღები, და ჩაგდებული იქნება უფრსკულში ათასი წლით (ახსნა. 20:2-3). მეორე ბრძოლის შემდეგ, სატანა ჩაგდებული იქნება ”გოგირდოვან და ცეცხლოვან ტბაში” (ახსნა. 20:7-10)

[რედაქტირება] სატანის სახე სატანიზმში

  • ზოგიერთი სატანისტი მემკვიდრეობას იღებს ანტიკური გნოსტიკებისგან, რომელნიც სამყაროს ყოფდნენ ორ ნაწილად — ხილვადი, მატერიალური და უხილავი — სულიერი. უხილავი, მუდმივი, სულიერი სამყაროს შემოქმედად, არიარებდნენ ღმერთს, ხილვად, მატერიალურ, დროებით (დროით) ნაწილიში კი სატანას.
  • სატანისტური სიმბოლიკა და ესთეთიკა, სუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როგორც მტერის ხელოვნური ხატი, რომელიც გამოიყენებოდა კათოლიკების მიერ, მათი მტრების - იუდეისტი-კაბალისტების, ერეტიკოსების მიმართ. რიცხვი 666 მოყვანილი იოანე ღვთისმეტყველის ტექსტში, პენტაგრამა იმთავითვე გამოიყენებოდა იმქვეყნიური ძალებისგან დაცვის ნისნად (იხ. «ფაუსტი» გოეთე). [[შაბაში]] — ეს არის შაბათი-ს, ებრაული სადღესასწაულო დღის სახეშეცვლილი დასახელება. შავი წიგნები (გრიმუარები) — ოდითგანვე წარმოადგენდნენ წყევლების და ჯადოების კრებულებს, რომლებიც მიეწერებოდა მეფე სოლომონს. რქა, რომელიც იხატება ეშმაკის თავზე, იმთავითვე არის ღმერთული ნიშანი (იხ. ცხვარის რქა, ალექსანდრე მაკედონელის ეპითეტი - ”ორრქა”)
  • კათოლიკური ეკლესისს კრიზისის პერიოდში, ბევრი რამემ, რაც მანამდე აღიქმებოდა ნეგატიურად, სახე იცვალა და აღიქმებოდა პოზიტიურად. რომანტიზმმა მოიტანა ბოროტებით ხიბლის ელემენტები, მაგრამ სატანისტები ყოველთვის აღიქვავდენენ სატანას, როგორც ტიტანს, ჯანყის მოთავეს და ქრისტიანული პირმოთნეობის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოს.

[რედაქტირება] სატანა ხელოვნებაში

ბიბლიური ტექსტები არ გვაძლევს სატანის რაიმე თვალსაჩინო სახეს. ამის საპირისპიროდ კი, შუა საუკუნეების ფანტაზია ჭარბია ასეთი სახეების დეტალიზების მაგალითებით. ამ პერიოდში პროტოტიპი მდიდრდება სხვადასხვა სახიე ანტროპომორფული და ცხოველური ნიშნებით.

ეშმაკის ხახა ხშირად ასოცირდება ჯოჯოხეთის კარიბჭესთან, მასში შესვლა კი ნიშნავს შეჭმას. დანტეს ღვთაებრივ კომედიაში (ჯოჯოხეთი, XXXIV) ეშმაკი, ნახევრად ჩაეყინება ყინულში (სიცივე, ყინული - უსიყვარულობის სიმბოლო) და ღვთაებრივი (ციური) სიმბოლოების საპირისპიროდ მას სამი სახე აქვს (შევადაროთ სამებას). ერთი წითელია (მრისხანება სიყვარულის წინააღმდეგ), მეორე - ღია ყვითელი (სისუსტე და სიზარმაცე - ძლიერების წინააღმდეგ), მესამე შავია (უმეცრება და უწესობა განათლების და სამართლიანობის წინააღმდეგ). ეშმაკის 6 ფრთა უპირისპირდება ჰერუვიმის 6 ფრთას. სატანას კბილები ღრღნიან იუდას - უმაღლესი სულიერი ავტორიტეტის გამცემს, ასევე ბრუტას და კასიას - ვინც ხელყო უმაღლესი სახელმწიფო ავტორიტეტი.

ჯ. მილტონი დაკარგულ სამოთხეში სატანას ანიჭებს ეპიკური გმირის ბნელ დიდებულებას. ამავე მიმართულებით ვითარდება ი ვან დელ ვონდელას ლუციფერი, რომლის გმირსაც უნარი შესწევს იყოს იმპოზანტური და განსჯის ღმერთს რომ გამოასწოროს მისი შეცდომა - მისავე სასარგებლოდ. მხოლოდ ჯ. ბაირონის და მისი ეპოქის რომანტიზმში, ლიბერალიზმისა და ანტიკლერალიზმის ფონზე, კეთდება მცდელობა წარმოვიდგინოთ სატანის სახე, როგორც თავისუფელბის და ჯანყის მოყვარულ ”დადებით” გმირისა, რომელიც იღებს ძველბერძნული ღვთაების ნაკვთებს ( ”სატანას” კარდუჩი, ”ლუციფერი” რასპისარდი, ”ლიტანია სატანას” ბოდლერი). ა. ფრანცისთვის კი, როგორც ამ ტრადიციის მემკვიდრისთვის, უკვე აქსიომატურია სატანა, როგორც იდეალი. იგი თამასობს ამ აქსიომით (”ანგელზთა აჯანყება”) და ამტკიცებს, რომ ჩვენს თავში ღმერთი უნდა განადგურდეს ”რამდენადაც ჩვენ არ გვესმოდა, რომ გამარჯვება - სულია და ჩვენში, და მხოლოდ ჩვენში უნდა დავძლიოთ და გავანადგუროთ იალდავაოფი.”

მსოფლიოში, თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერა ”სულიკო”-ს სიუჟეტი ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი - ღვთიური ციფრი) ღმერთის სამ ჰიპოსტასს მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა. ეშმაკის პროტოტიპი აქ არის ეკალი. ალბათ ასევე სიმბოლურია შავი ყორანი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილისმერანი”-ს პერსონაჟია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Sholem G., Gut und Bose in der Kabbala, «Eranos-Jahrbuch 1961», Z., 1962, S. 29-62;
  • Krivoshein B., The angels of light and the powers of darkness, L., 1954;
  • Werblowsky R.J.Z. Lusefer and Prometheus. A study of Milton’s Satan, L., 1952;
  • Olegern, Warrax «Princeps Omnium» XXXVIII A.S.
  • Valentin Scavr «Maledictum» [1], [2], [3]

[რედაქტირება] ბმულები

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com