Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ეკონომიკა - ვიკიპედია

ეკონომიკა

ვიკიპედიიდან

ეკონომიკა (ბერძ. οίκος - სახლი, და νομος - ვმართავ, ანუ საოჯახო მმართველობა) სოციალური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის |საქონლისა და მომსახურეობის წარმოებას, განაწილებას, ვაჭრობასა და მოხმარებას. ეკონომიკა ზოგადად მოიაზრება, როგორც:

1) საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი, საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა.

2) მოცემული ქვეყნის ან მისი ნაწილის მეურნეობა, წარმოების დარგებისა და სახეობების ჩათვლით.

3) მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის საწარმოო ურთიერთობებს და მათ სპეციფიურ მხარეებს საზოგადოებრივი წარმოებისა და გაცვლის განსაზღვრულ სფეროში.


[რედაქტირება] ეკონომიკის ისტორია

მიღებულია აზრი იმის თაობე, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის ბოლოს ადამ სმიტის მიერ, რომელმაც შექმნა კლასიკური ეკონომიკური სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრინდელია ესპანელი სქოლასტიკოსების და ფსიქოკრატების აღმოჩენები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიოკრატიული სკოლა იყო პირველი მეცნიერული ეკონომიკური სკოლა. მე-19 საუკუნეში კარლ მარქსმა მოახდინა ეკონომიკური აზროვნების სხვადასხვა სკოლების, შრომების (მათ შორის ადამ სმიტის) სინთეზი, იყენებდა რა ჰეგელის სისტემურ მიდგომას, შექმნა თავისი ნაშრომი ”კაპიტალი” და მოძღვრება მარქსიზმი. მე-19-20 საუკუნეებში ეს ნაშრომი სოციალისტური ეკონომიკის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან საბაზრო ეკონომიკის, პირველ რიგში ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრების კრიტიკის ობიექტი იყო.

ამათ, ორივეს საპირისპიროდ, არსებობს ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, რომელიც არასოდეს წასულა კომპრომისზე და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მარქსიზმი არამარტო ცრუ მეცნიერება იყო, არამედ კაცობრიობის "კიბოც". მისი მიმდევრები, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ეკონომისტები, მენგერი, ბემ-ბავერკი, ვიზერი (19-ე საუკუნე), მიზესი, ჰაიეკი, ჰაბერლერი, როთბარდი და სხვები (20-ე საუკუნე), მეცნიერულად ასაბუთებდნენ, რომ სოციალიზმი შეუძლებელია და რომ ნებისმიერი კოლექტივიზმი ტოტალიტარიზმის დასაწყისია, რომ ფასი მხოლოდ სუბიექტური განსჯის საკითხია და არანაირი ფორმულით არ შეიძლება დაითვალო, და ა.შ.

[რედაქტირება] ეკონომიკის დარგები

ეკონომიკური მეცნიერების ორი უმთავრესი დარგია მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა:


  • მიკროეკონომიკა (ბერძნულად Micros - მცირე) - შეისწავლის დარგების, საწარმოების, საოჯახო მეურნეობების და სხვა ეკონომიკური ერთეულების ქცევას, აგრეთვე მათ ურთიერთგავლენას ბაზარზე, რის შედეგადაც ყალიბდება ფასები კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე.
  • მაკროეკონომიკა (ბერძნულად Macros - დიდი) - შეისწავლის ეკონომიკას, როგორც ეკონომიკური აგენტებისაგან შედგენილ ერთიან, მთლიან ორგანიზმს და მისი გავლენის კანონზომიერებებს:
    • ფასებისა და უმუშევრობის დონის საერთო კრებსით სიდიდეებზე;
    • საერთო მოხმარებასა და ინვესტიციებზე;
    • საერთო მოთხოვნილებასა და წინადადებებზე;
    • წარმოების მოცულობის ცვლილებებზე;
    • ეკონომიკურ ზრდაზე.


მაკროეკონომიკა ოპერირებს აგრეგირებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. მისი განვითარება დაკავშირებულია კეინსის სახელთან (1920 წელი). მისი სისტემატიზაცია მოხდა 1930 წელს კეინსისა და სხვა მოაზროვნეების მიერ.

ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემა მრავალ სხვა დარგს მოიცავს, ესენია:

  • განვითარების ეკონომიკა
  • ეკონომიკური გეოგრაფია
  • ეკონომეტრიკა
  • საერთაშორისო ეკონომიკა
  • საინფორმაციო ეკონომიკა
  • სამხედრო ეკონომიკა
  • საფინანსო ეკონომიკა
  • საქალაქო ეკონომიკა
  • შრომის ეკონომიკა

[რედაქტირება] ეკონომიკური ცნებები და ტერმინები

გეგმიური ეკონომიკა - ეკონომიკური ფორმაცია - ეკონომიკური ზრდა - მოთხოვნა და მიწოდება - მონეტარული პოლიტიკა - მოხმარების თეორია - საბაზრო ეკონომიკა - საერთაშორისო ვაჭრობა - ფინანსები - ფისკალური პოლიტიკა

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com