Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ბითლზი - ვიკიპედია

ბითლზი

ვიკიპედიიდან

ბითლზი - მარცხნიდან მარჯვნივ - პოლ მაკარტნი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და ჯორჯ ჰარისონი
გაზარდეთ
ბითლზი - მარცხნიდან მარჯვნივ - პოლ მაკარტნი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და ჯორჯ ჰარისონი

ბითლზი (ინგლ.: The Beatles) - როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 1960 წელს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში.

სექციების სია

[რედაქტირება] შექმნის ისტორია

1957 წელს ლივერპულის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, ჯონ ლენონმა გადაწყვიტა შეექმნა ჯგუფი. მან კოლექტივს თავდაპირველად "The Blackjacks" უწოდა, მაგრამ ერთი-ორ კვირაში შეცვალა და "The Quarry Men" დაარქვა. სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთ პატარა კონცერტზე გაიცნო ლენონმა 15 წლის პოლ მაკარტნი და პოლიც მისი ჯგუფის წევრი გახდა. ჯორჯ ჰარისონი კი მაკარტნის სკოლის მეგობარი იყო, სწორედ ამ უკანასკნელმა მიიყვანა ჯორკი ჯგუფში.ამ დროს მაკარტნი ჯერ კიდევ დასარტყამებზე უკრავდა. ჯორჯის მოსვლის შემდეგ მათ კიდევ შეიცვალეს სახელი და დაირქვეს "Johnny and the Moondogs".

ბას-გიტარისტად ჯონმა მოიწვია თავისი ნაცნობი ხელოვნების კოლეჯიდან, სტიუარტ სატკლიფი. ამ დროისთვის ჯგუფს "Silver Beetles" ერქვა. დრამერად კი პიტ ბესტი მოიყვანეს, რომელიც ჯგუფში ყველაზე მეტად გამოირჩეოდა და გოგონებში იმ დროს ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა. 1960 წელს ბითლზი პირველად გაემგზავრა ჰამბურგში, სადაც საკმაოდ წარმატებით ჩატარდა მათი გასტროლები. ჰამბურგის ტურნეს შემდეგ სტიუარტმა დატოვა ჯგუფი.1962 წელს კი პიტ ბესტიც მის კვალს გაჰყვა და იგი რინგო სტარმა შეცვალა.

ამ დროისათვის ბითლზმა უკვე დაიქირავეს მენეჯერად ბრაიან ეპსტაინი. მათი პირველი სინგლი Love Me Do გამოშვებულ იქნა 1962 წლის 5 ოქტომბერს და გამოშვებისთანავე დიდ ჰიტად იქცა, რასაც მოჰყვა 1963 წელს ბრიტანეთში დაწყებული ე.წ. "ბითლომანია", რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. საუკეთესო წლად ოთხეულის შემოქმედებაში ითვლება 1964 წელი.ამ წელს მათ წარმატებით მოიარეს ამერიკა, რაც იშვიათი მოვლენაა ბრიტანული ჯგუფისთვის.

[რედაქტირება] წარმატება

1966 წელს ბითლზი დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა. ჯონი ხედავდა, რომ მთელი მსოფლიო შეიშალა და ბითლზის მეტი არაფერი ახსოვს. მან გააკეთა სკანდალური განცხადება იმაზე, რომ ისინი იესოზე უფრო პოპულარულები იყვნენ.არასწორი ინტერპრეტაციის გამო ავარდა ანტი-ბითლური ტალღა, რომლის პერიოდშიც ადგილი ჰქონდა მასობრივ პროტესტებს, ხალხის გამოსვლებს, ბითლზის ალბომების და სურათების სახალხოდ დაწვას კოცონზე და ა.შ. (მიუხედავად იმისა, რომ ჯონმა სახალხოდ ბოდიში მოიხადა თავისი ფრაზისათვის).

60-იანი წლების განმავლობაში ბიტლზი არამარტო ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფი გახდა, არამედ გავლენა მოახდინა იმ დროის მუსიკალურ სტილსა და გემოვნებაზე. ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ ვინც დაიწყო "პოპ პრომო ფილმების" გაკეთება, რასაც დღეს კლიპებს უწოდებენ.60-იანების შუა ხანებში მათ ჰქონდათ მრავალი კონცერტი და ტურნეები.თუმცა, 1967 წელს მათ შეწყვიტეს საკონცერტო მოღვაწეობა და სტუდიურ სამუშაოს დაუთმეს დრო.ამავე წელს გარდაიცვალა მათი მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი.ჯგუფში უთანხმოებები წარმოიშვა, რაც საბოლოოდ მისი დაშლის მთავარი მიზეზი გახდა.

ბითლზის ბოლო გამოსვლა პუბლიკის წინაშე მოხდა 1969 წლის 30 იანვარს, "Apple"-ს ხმისჩამწერი სტუდიის შენობის თავზე, სადაც ჩატარდა მათი მოკლე კონცერტი.მათი ბოლო სტუდიური ალბომი Let It Be გამოვიდა 1970 წლის 8 მაისს. ამ დროისთვის ჯგუფი უკვე დაშლილი იყო. ოფიციალური განცხადება მისი დაშლის შესახებ პოლ მაკარტნიმ 1970 წლის 17 აპრილს გააკეთა.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

სრული დისკოგრაფია

[რედაქტირება] სტუდიური ალბომები

1963 Please please me
1963 With the Beatles
1964 A hard day's night
1964 Beatles for sale
1965 Help!
1965 Rubber soul
1966 Revolver
1967 Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
1968 Magical mystery tour
1968 The Beatles (White Album)
1969 Yellow Submarine
1969 Abbey Road
1970 Let it be

[რედაქტირება] სხვა პროექტები

[რედაქტირება] ანთოლოგია

სინგლის "Free as a Bird" და ალბომის Anthology 1 გამოცემასთან დაკავშირებით, 1995 წელს ტელევიზიით ნაჩვენები იქნა ანთოლოგიის დოკუმენტური სერიალი.იგი ხუთი წლის განმავლობაში მზადდებოდა და მისი საერთო ხანგრძლივობაა 1.760 წუთი.აქ შესულია ოფიციალური პრომო-კლიპები და ინტერვიუები.ფილმი ქრონოლოგიურად მიჰყვება ბითლზის ისტორიას და გამოცემულია VHS, ლაზერული დისკის და DVD ფორმატში.

[რედაქტირება] Love

Love არის Cirque du Soleil - ის 2006 წლის თეატრალური დადგმა, რომელშიც შეტანილია ბითლზის კომპოზიციები სრულიად შეცვლილი სახით.ეს არის Cirque du Soleil - სა და ბითლზის კომპანიის Apple Corps Ltd შორის დადებული ხელშეკრებულების პირველი შემთხვევა. მუსიკის მიქსზე იმუშავეს სერ ჯორჯ მარტინმა და მისმა შვილმა ჯაილს მარტინმა , მაკკარტნის, ოლივია ჰარისონის (ჯორჯის ქვრივის), სტარისა და იოკო ონოს ნებადართვით.ალბომს აქვს ე.წ. 5.1 ჟღერადობა, ანუ მისი მოსმენა ხუთ-არხიანი აუდიო-სისტემის საშუალებითაც არის შესაძლებელი.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com