ვიკიპედიიდან
Geo banner.png Wbar_blue.jpg, wbar_green1.jpg
ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი.
ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 13,189 სტატია.
რჩეული სტატია
|
ყოვლისშემძლეობის პარადოქსი არის ფილოსოფიური დილემა, რომელიც წარმოიქმნება ყოვლისშემძლე ქმნილების არსებობის დაშვებისადმი ლოგიკური მიდგომით. კერძოდ, პარადოქსი იქმნება შეკითხვის დასმისას:
- შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ქმნილებას საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა?
ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით ეს პარადოქსი ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ამგვარი არსების არსებობა; სხვებს კი მიაჩნიათ, რომ პარადოქსი იქმნება ყოვლისშემძლეობის კონცეფციის არაზუსტი გაგების გამო. პარადოქსი ემყარება აბრაამისეული რელიგიების ღმერთის განსაზღვრებას, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფილოსოფოსებმა ამ პარადოქსის ფრაზირება მრავალი ფორმით სცადეს, რომელთა კლასიკური მაგალითია: “შეუძლია ომნიპოტენტურ არსებას შექმნას ქვა იმდენად მძიმე, რომ თავად ამ ომნიპოტენტურმა არსებამაც ვერ ასწიოს?” პარადოქსის ამგვარი სახით ფორმულირებას რამდენიმე ხარვეზი აქვს, თუმცა როგორც ყველაზე განთქმული ვერსია, ის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ამ პარადოქსის ანალიზის სხვადასხვა მეთოდებისა. (...სრულად)
- სურათზე: იბნ რუშდი (1126-1198), ერთ-ერთი პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც ყოვლისშემძლეობის პარადოქსი წამოაყენა.
კანდიდატები
|
იცოდით, რომ...
|
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
|
|
|
რჩეული ფოტო |
|
პროკუდინ-გორსკის 1915 წლის ამ ფოტოსურათზე სოფელ ჩაქვის ჩაის მკრეფავები პოზირებენ ჩაის პლანტაციის ფონზე. ჩაი დასავლეთ საქართველოში მე-19 საუკუნის შუა წლებში შემოიღეს და უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის საკმაოდ გავრცელებული კულტურა იყო. საბჭოთა პერიოდში მეჩაიეობა სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდა. სელექციური კვლევისა და გადამმუშავებელი ფაბრიკების ქსელის გაფართოებით 1980-იანი წლებისთვის საქართველო უკვე 150 ათას ტონა მზა პროდუქციას უშვებდა.
ფოტო: სერგეი პროკუდინ-გორსკის
სხვა რჩეული ფოტოები...
|
|
|
|