Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ქალაქები საქართველოში - ვიკიპედია

ქალაქები საქართველოში

ვიკიპედიიდან

სექციების სია

[რედაქტირება] ანტიკური ხანა

ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ჩნდება ქალაქის წინამორბედი დასახლების ფორმა: გორაზე სამოსახლოს ცენტრალური გამაგრებული ნაწილი - არისტოკრატის საცხოვრებელი და საკულტო დაწესებულება (შიდაციხე), მის ირგვლივ დასახლება ცალკეულ უბნებად, მოშორებით ხელოსანთა უბნები და ნეკროპოლი.

ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქები იყო: სარკინე, უფლისციხე, ურბნისი, მცხეთა, ვანი, წუნდა, ფასისი, დიოსკურია, ბიჭვინთა, გიენოსი, სამშვილდე, ხუნანი, შორაპანი, დიმნა, თუხარისი. ანტიკური ხანის მიწურულს დაწინაურდნენ ქალაქები: უჯარმა, ჟალეთი, თბილისი, რუსთავი, ხორნაბუჯი. ანტიკურ ხანაშივე საქართველოს მთელ რიგ ქალაქებზე გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო-სატრანზიტო მაგისტრალები, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა მათ ეკონომიურ სიძლიერეს და ზრდა-განვითარებას.

[რედაქტირება] ადრეფეოდალური ხანა

ადრინდელი ფეოდალური ხანის I პერიოდში დაწინაურდა თბილისი, უჯარმა, ჭერემი, არტანუჯი, რასაც უფრო პოლიტიკური და სტრატეგიული ფაქტორები განაპირობებდა, ვიდრე სავაჭრო-ეკონომიური. განსაკუთრებული მოვლენა IV ს-დან თბილისის დაწინაურება, რომელიც VI ს-ის დასაწყისიდან დედაქალაქი გახდა. VIII-IX სს-ში ფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობების შემდგომმა განვითარებამ და ახალი ფეოდალურ-პოლიტიკური ერთეულების წარმოქმნამ ხელი შეუწყო ახალი ცენტრების (ქუთაისი, თელავი, არტანუჯი) და ე. წ. “ახალქალაქების” (ახალქალაქი, ახალციხე, ატენი, დმანისი, ჟინვალი) დაწინაურებას.

[რედაქტირება] განვითარებული ფეოდალიზმის ხანა

XII-XIII სს-ში , ერთიანი ფეოდალური მონარქიის არსებობის ხანაში, ხდება საქალაქო ცხოვრების სტაბილიზაცია. სასაქონლო პროდუქციის წარმოება და ფართო ვაჭრობა დაკავშირებული იყო გასაღების ბაზრებთან. დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში გაიყვანეს და შეაკეთეს გზები, აშენდა ხიდები და ქარვასლები, გზებზე გარანტირებული იყო ქარავანთა უსაფრთხო გადაადგილება. საქალაქო ცხოვრებისათვის არნახული აღმავლობის ხანა იყო.

თემურლენგის ლაშქრობების შემდეგ კი სურათი შეიცვალა: გაპარტახდა მრავალი ქალაქი, ქართულ ენაში ამ პერიოდიდან დამკვიდრდა ტერმინი “ნაქალაქარი”. XV ს-ის ბოლოს დაქვეითდა თბილისი, გორი, ქუთაისი, ფოთი, მხოლოდ ციხე-სიმაგრის ფუნქცია შერჩა ბათუმს, ცხუმს, სამშვილდეს, დმანისს. საქალაქო ცხოვრება შენარჩუნებულ იყო კახეთში, მაგრამ შაჰ-აბას I-ის ლაშქრობების შემდეგ (XVII ს) აქაური ქალაქებიც (გრემი, ბაზარი) გაპარტახდა. ამ პერიოდში საქართველოში მთლიანად იკლო მოსახლეობამ.

[რედაქტირება] გვიანდელი ფეოდალიზმის ხანა

XVIII ს-ის მე-2 ნახევრიდან საქალაქო ცხოვრება გამოცოცხლდა ქართლის იმ ნაწილში, სადაც რუსეთთან დამაკავშირებელი გზა გადიოდა: სურამი, ცხინვალი, დუშეთი, ანანური. საგრძნობლად იმატა თბილისის მოსახლეობამ, გაჩნდა პირველი მანუფაქტურული საწარმოები. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ თანდათან გაღრმავდა ნატურალური მეურნეობის რღვევის პროცესი, დაიწყო შრომის საზოგადოებრივი დანაწილება, გაიზარდა ქალაქების სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობაში ჩაბმული მოსახლეობის რიცხვი. თბილისი და ქუთაისი საგუბერნიო ქალაქებად გადაიქცა, გორი, დუშეთი, სიღნაღი, ახალციხე, ახალქალაქი, ზუგდიდი, ოზურგეთი, სენაკი და სხვა - მაზრების ცენტრებად. საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაება შავიზღვისპირეთის სანავსადგურო ქალაქები ბათუმი და ფოთი.

[რედაქტირება] კაპიტალიზმის და სოციალიზმის ეპოქა

1840-1841 წლებიდან ქალაქების მმართველობა საბოლოოდ გადავიდა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო წესებზე, ქალაქებში გრძელდებოდა ბურჟუაზიული ფენისა და ნახევრად პროლეტარული მასების ჩამოყალიბების პროცესი. XIX საუკუნის ბოლოს ქალაქის მოსახლეობის რიცხვი საქართველოს მოსახლეობის 15% შეადგენდა. ქალაქები კულტურულ ცენტრებად გადაიქცა: დაარსდა სასწავლებლები, სტამბები, პერიოდული გამოცემები, პროფესიული თეატრები. XX საუკუნეში ქალაქების ზრდის, მათი ეკონომიკური და კულტურული როლის ამაღლების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია. მუშათა დაბებიდან ქალაქებად გარდაიქმნენ ჭიათურა, ზესტაფონი, ტყიბული, ტყვარჩელი, აშენდა ახალი ქალაქი რუსთავი.

[რედაქტირება] თანამედროვე ხანა

2002 წლის აღწერის მონაცემებით საქართველოში 54 ქალაქი და 44 ქალაქის ტიპის დაბაა, სადაც 2 285 ათასი კაცი ცხოვრობს, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის 52,4%-ს შეადგენს. საქართველოს ქალაქთა ჯგუფები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით:


ჯგუფი ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი რაოდენობა
1 < 2.999 4
2 3.000 4.999 6
3 5.000 9.999 19
4 10.000 19.999 12
5 20.000 49.999 8
6 50.000 99.999 1
7 100.000 499.999 3
8 500.000 999.999 -
9 1.000.000 > 1


ეს სტატისტიკა არ ითვალისწინებს კონფლიქტური ტერიტორიების საქალაქო დასახლებებს, რადგან მათ შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ არსებობს. 1991 წლის მონაცემებით აფხაზეთში 7 ქალაქი (სოხუმი, გაგრა, გუდაუთა, ახალი ათონი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი, გალი) და 3 ქალაქის ტიპის დასახლება (ბიჭვინთა, მიუსერა, გულრიფში) იყო, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთში - 1 ქალაქი (ცხინვალი) და 3 ქალაქის ტიპის დაბა (ჯავა, კვაისა, ზნაური).


იხ. აგრეთვე:

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com